როგორ დავგეგმოთ წარმატებული ინტერნეტ კამპანია?

  • ihow.ge
  • April 14, 2015
  • 0

ადვერთვაიზიყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ნებისმიერი ბიზნესისათვის უმნიშვნელოვანესია გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი. ამის მისაღწევად კი მომხმარებელთან ჩვენი პროდუქტის შესახებ სწორი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია.

პოტენციური მომხმარებლისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად რამოდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ დღესდღეისობით ყველაზე ეფექტური და შესაბამისად იაფი საშუალება – ინტერნეტია, მით უფრო რომ თუ გავითვალისწინებთ რომ მთელი გაყიდვების 47% ინტერნეტზე მოდის (2013 წლის მონაცემებით) და ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება.

წარმატებული ინტერნეტ კამპანიის დაგეგმვის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ორ ისეთ მძლავრ კომპანიას ამ სფეროში როგორიცაა: გუგლი და ფეისბუქი. თქვენ შეიძლება ძალიან კარგად იცნობთ ამ ორ კომპანიას და მათ შესაძლებლობებს, მაგრამ ინტერნეტ კამპანიის დაგეგმის დროს აუცილებელია მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და ამ აუდიტორიისათვის განსაზღვრული სპეციალური კამპანიის შექმნა. ესეთ დროს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად უმჯობესია აღნიშნული კამპანიის დაგეგმვა მიანდოთ პროფესიონალებს უკეთესი შედეგების მისაღწევად.

ფეისბუქის რეკლამა

ქართულ ბაზარზე ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია გუგლის ოფიციალური პარტნიორი კომპანია საქართველოში AdvertWise.ge, რომელიც გუგლსა და ფეისბუქზე რეკლამის განთავსების გარდა გვთავაზობს მომსახურებას SEO-ს (Search Engine Optimization) კუთხით, რაც თქვენ ვებ-გვერდს საშუალებას მისცემს იყოს მაღალ პოზიციებზე საძიებო სისტემებში.

AdwertWise.ge-ს აქვს Google Adwords (რეკლამის შეკვეთა გუგლზე) კამპანიის მართვის 5 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება. ამ პერიოდის განმავლობაში მართავდნენ 25-მდე კომპანიის (ბიზნესის) Google AdWords კამპანიას.

ადვერთვაიზი იყენებს Google AdWords–ის პარტნიორულ ანგარიშსს, რომელიც საშუალებას იძლევა კამპანიების კიდევ უფრო დახვეწილად განხორციელებას, Google–თან კონსულტაციას და Google–ის სკრიპტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ რეკლამების და საძიებო სიტყვების უშეცდომოდ გაშვებას.

ადვერთვაიზი სრულ წვდომას აძლევს პარტნიორებს Google AdWords–ის კამპანიის სისტემაში, რაც ორივე მხარეს უფრო ჩართულს ხდის მუშაობის პროცესში. ადვერთვაიზის ოფისი მდებარეობს საქართველოში, რაც საშუალებას გაძლევს გქონდეს შეხვედრები, ჩაატაროთ ერთობლივი ტრენინგი პროდუქტზე  და გქონდეთ სწრაფი და უფრო ეფექტური კომუნიკაცია.

სეო ოპტიმიზაცია

SEO-ს მხრივ AdvertWise გთავაზობთ  ვებ-გვერდის Google-ის მოწინავე პოზიციებზე გასაყვანად. მათი კვალიფიციური გუნდი შექმნის თქვენზე მორგებულ SEO სტრატეგიას, მოხდება არსებული ვებ-გვერდის ანალიზი, მისი გაუმჯობესება SEO სტანდარტებზე დაყრდნობით და გავრცელება სხვადასხვა თემატურ საიტებზე. ადვერთვაიზის მიერ SEO კამპანიის დასრულების შემდეგ თქვენს ვებ-გვერდზე გადმოსული მიზნობრივი მომხმარებლების რაოდენობა გაიზრდება.

AdvertWise შეგიქმნით Facebook-ის სარეკლამო კამპანიას, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ტარგეტირებულ მომხმარებლებზე. რეკლამები იქნება განსხვავებული და გამორჩეული, რადგან მათ შექმნამდე AdvertWise-ის გუნდი დეტალურად შეისწავლის თქვენს პროდუქტს/სერვისს და კონკურენტებს, მათ რეკლამებსა და აქტივობებს სოციალურ ქსელში.

რეკლამა ფეისბუქზე

თქვენი Facebook  კამპანიის მართვისას მოხდება მისი ყოველდღიური რედაქტირება. რეკლამების ტექსტისა და დიზაინის შეცვლა ისეთი რეკლამის შერჩევის საშუალებას იძლევა,  რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას მიიპყრობს. AdvertWise-ის გუნდი ყოველდღიურად დააკვირდება კამპანიის მსვლელობას,  დააკორექტირებს შერჩეულ აუდიტორიას მომხმარებლის ქცევების მიხედვით და მაქსიმალურად მოარგებს თქვენთვის სასურველ ყოველდღიურ ბიუჯეტს.

გააყოლეთ თქვენი Facebook რეკლამა ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრა თქვენს ვებ-გვერდს და არ განახორციელა ის კონკრეტული ქმედება, რომელიც  გსურდათ რომ გაეკეთებინა; შესულიყო ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტულ გვერდზე, ენახა პროდუქცია, დარეგისტრირებულიყო და ა.შ. AdvertWise-ის გუნდი გვპირდება რომ უზრუნველყოფს აღნიშნულ მომსახურებას და უბიძგებს ვებ-გვერდის ყველა ვიზიტორს შეიძინოს პროდუქცია და მომსახურება.

წინა «
შემდეგი »