როგორ დავდგეთ კარგ ხასიათზე

  • Luka
  • August 10, 2012
  • 0

ალბათ ყველა ჩვენგანს არც თუ ისე იშვიათად ვვარდებით სტრესულ სიტუაციაში, გვიფუჭდება ხასიათი, ვფიქრობთ ათასნაირ სისულელეზე და ამით გარშემომყოფებსაც ვაღიზიანებთ. ამ სტატიაში მოვიყვან რამდენიმე პრიმიტიულ მეთოდს უხასიათობასთან და ბრძოლაში, რომლებიც სიმარტივის მიუხედავად მაინც მოქმედებს.

რჩევა #1. ეს იმდენად მარტივია, რომ ეჭვიც კი შემეპარა მის მოქმედებაში, მაგრამ შედეგმა გამაკვირვა:
დადეგით სარკის წინ, გაიმართეთ, თავი გაასწორეთ და ფართოდ გაიღიმეთ (3 წუთი მაინც). თითქოს სულელურია, მაგრამ გამოდის უკუკავშირი, რაც აძლიერებს დადებით მოქმედებას. მოწყენილობა ქრება.

რჩევა #2. თუ რამეზე ან ვინმეზე გაბრაზებული ხართ და ემოცია გაწვებათ, აიღეთ ბალიში და მთელი ძალით იყვირეთ (ბალიშში), ურტყით ბალიშს (მთავარია ემოციისგან განთავისუფლდეთ, მაგ. იაპონიაში უფროსების კაბინეტთან დგამენ უფროსის გამოსახულლების სათამაშოს, თუ ვინმე გაბრაზებული გამოვა უბაგუნებს ამ სათამაშოს და ასე გამოდის ცუდი მდგომარეობიდან). აგრეთვე შეგიძლიათ დახიოთ ფურცლები, ან დაწეროთ ფურცელზე რატომ ხართ გაბრაზებული ან ნაწყენი. კარგია ასევე ფიზიკური დატვირთვა.

რჩევა #3. მოუსმინეთ რაიმე სამოტივაციო სიმღერას ან ჩიტების ჟღურტულს.

რჩევა #4. დაათვალიერეთ საოჯახო ალბომი, გაიხსენეთ ბავშვობა.

რჩევა #5. თუ რაიმე უმნიშვნელო პრობლემის გამო ღელავთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ და ისე შეხედეთ ამ პრობლემას, ის სასაცილოდაც მოგეჩვენებათ.

რჩევა #6. სირბილი, სწრაფი სიარული ან ველოსიპედით გასეირნება საშუალებას მოგცემთ, პრობლემებიდან ყურადღება მოძრაობაზე გადაიტანოთ.

რჩევა #7. თუ უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ უყურეთ კომედიურ ფილმს, გაიციცნეთ (მიუხედავათ იმისა გეცინებათ თუ არა) და კარგ ხასიათზე დადგებით.

წინა «
შემდეგი »