როგორ დავეუფლოთ მაკიაჟისა და ჩაცმის ხელოვნებას?

  • tatatatusi
  • აპრილი 30, 2014

მაკიაჟინებისმიერი ქალი თავს მეტ-ნაკლებად უვლის. სახლიდან გასვლისას კი მანდილოსანთა უმრავლესობა მაკიაჟს იკეთებს. იმისათვის რომ, გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდეთ, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას.

თუ თხელი წარბები გაქვთ, მათი გახშირება და გასქელება სპეციალური პუდრის ან მუქი ფერის ქუთუთოს ჩრდილით შეგიძლიათ. წარბების კორეგირება უმტკივნეულო რომ იყოს, სანამ პროცედურას დაიწყებთ, რამდენიმე წუთით ადრე წარბებზე ცხელ წყალში დასველებული ტამპონი დაიდეთ. კორეგირების დროს კი კანი თითებით ოდნავ დაჭიმეთ.

საღამოს მაკიაჟისთვის რეკომენდირებულია, მოოქროსფრო პუდრის გამოყენება, რომელიც თქვენი კანის ფერზე ერთი ტონით ღიაა. საღამოს მაკიაჟისთვის გამოგადგებათ მბრწყინავი თვალის ჩრდილი. ტონალურ საშუალებებში ხანდახან ჩართულია ნივთიერებები, რომლებიც კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისას იცავს.

თუ მშრალი, აქერცლილი კანი გაქვთ, ასეთი კანი წინასწარ უნდა მოამზადოთ. თავდაპირველად- ცხიმიანი კრემი, შემდეგ კი დამატენიანებელი წაისვით. ანთებიანი და ფორებიანი კანის შემთხვევაში უმჯობესია, უპირატესობა ტონალურ პუდრს ან კრემპუდრას მიანიჭოთ. მაკიაჟი ზუსტათ იმავე მიმართულებით მოიცილეთ, როგორც მასაჟს იკეთებთ. გასაწმენდათ გამოგადგებათ კოსმეტიკური რძე ან გამწმენდი კრემი.

თავდაპირველად სჯობს პომადა მოიშოროთ, უკეთესია ბამბის ტამპონათ, შემდეგ კი სახე გაისუფთაოთ. მაკიაჟთან ერთად ჩაცმულობასაც დიდი მნიშნელობა აქვს. ნურასოდეს იფიქრებთ, რომ თუ თქვენ ძვირადღირებული ბრენდით არ ხართ შემოსილი ეს იმას ნიშნავს, რომ უგემოვნოდ ხართ ჩაცმული, რადგანაც გემოვნებიან ადამიანს უბრალო და იაფფასიანი სამოსითაც კი შეუძლია, რომ მოხდენილად და ლამაზად გამოიყურებოდეს.

აუთფითი

 

ადამიანის ჩაცმულობისათვის სამოსის ფერსაც დიდი მნიშვნელობა ააქვს, გააჩნია ვინ როგორ ფერს იხდენს. ცნობისათვის ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ სიყვარულის პოვნაში ვარდისფერი დაგეხმარებათ. თუ გსურთ, თქვენი მეორე ნახევარი იპოვოთ, აუცილებლად შეიძინეთ რამე ვარდისფერი – კოფთა, ჩანთა ან შარფი. ფსიქოლოგების აზრით, გრძნობებზე გავლენის მოხდენა ამ ფერის ნიუანსებსაც კი შეუძლია. ნაზი ვარდისფერი უანგარო, გულწრფელ სიყვარულს იწვევს. უფრო ხასხასა, ცისკრის მსგავსი, სექსუალურ ენერგიას მატებს. რაც შეეხება ბაც ვარდისფერს ნაცრისფერი ნაფიფქით, სჯობს ერიდოთ. სპეციალისტების მტკიცებით, ეს ფერი სასიცოცხლო ენერგიის მოძრაობას აფერხებს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.