როგორ დავეხმაროთ ბავშვს მაღალი სიცხის დროს?

  • commail.comedyin
  • აპრილი 1, 2014

სიცხიანი პატარაახალგაზრდა მშობლები ხშირად დგებიან ისეთი პრობლემის წინაშე, როცა მოულოდნელად ბავშვს აუწევს ტემპერატურა. რა თქმა უნდა გასინჯვა და მკურნალობის დანიშვნა ექიმის მოვალეობაა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ექიმის ჩარევა ვერ ხერხდება, ქალაქგარეთ იმყოფებით ან მსგავს სიტუაციაში. რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში პანიკაში ნუ ჩავარდებით და დაიწყეთ მოქმედება შემდეგნაირად:

 

 

 

ბავშვი და თერმომეტრიმაღალი ტემპერატურის ფონზე იცვლება ბავშვის საქციელი, ხდება უფრო აგრესიული, მოუსვენარი, უყურადღებო და მთლიანად ეკარგება მადა. ყურადღება მიაქციეთ კანის ფერს, კანი ან გაწითლდება ან პირიქით, ფერს დაკარგავს – გაფითრდება. მაღალი ტემპერატურა დაავადება არ არის, ის მხოლოდ რომელიმე დაავადების გამწვავების სიმპტომია. ჩვეულებრივ მაღალ ტემპერატურას ბავშვებში იწვევს მწვავე რესპირატორული (ვირუსული) დაავადებები, ალერგიის გამწვავება, ქრონიკული დაავადებები და ბავშვის ორგანიზმში ენდოკრინული ცვლილებები.

სიცხეექიმის კვალიფიციური დახმარება აუცილებელია. ქვემოთ ჩამოთვლილი ზომების მიღება შეუმსუბუქებს ბავშვს მდგომარეობას. ყურადღება მიაქციეთ გარემოს ტემპერატურას, რადგან სიცხის აწევა შეიძლება გამოწვეული იყოს სითბური ეფექტით ან მზის დაკვრით. სიცხის დამწევად გამოგადგებათ აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ანალგინი და სხვა სიცხის დამწევი საშუალებები. არ მიმართოთ თვითმკურნალობას და ექიმის დანიშნულების გარეშე არ მისცეთ სხვა პრეპარატები.

ბავშვზე ზრუნვათუ ბავშვის ტემპერატურა თანდათან იწევს და 38 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის დაუყოვნებლივ საჭიროებს კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას. ექიმის მოსვლამდე ბავშვს შეუქმენით მშვიდი გარემო, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მარტო, შუბლზე დაადეთ გრილ წყალში დასველებული პირსახოცი, პერიოდულად განაახლეთ წყალი და შეუცვალეთ პირსახოცი. მაღალი სიცხის პირობებში შესაძლებელია ბავშვს დაეწყოს კრუნჩხვა, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.