როგორ დავეხმაროთ გარემოს?

  • guli-kizi
  • ივლისი 17, 2012

ბევრი ფიქრობს: მარტო მე როგორ გადავარჩენ ბუნებას? მხოლოდ მე როგრ შევძლებ მის დახმარებას? სამწუხაროდ უმეტესობა ასე ფიქრობს და საბოლოო ჯამში არაფერს არ აკეთებს. მე შევეცდები შემოგთავაზოთრამდენიმე მარტივი ხერხი, რომელთა გათვალისწინებითაც შეძლებთ გარემოს დახმარებას. 

ინსტრუქცია

სიძნელის დონე: მარტივი

რა დაგჭირდებათ:

  • მოთმინება

ხერხი 1

ელემენტები

დაითვალეთ რამდენი ნივთი გაქვთ, რომლებიც მუშაობენ ელემენტებზე. დარწმუნებული ვარ, საკმარისი იმისთვის, რომ თვეში 3-5 ცალი გადაყაროთ. არადა ერთი ელემნტი აბინძურებს ჩვენი პლანეტის 20-25 მეტრს!  მათი გადაგდების აუცილებლობა არ არსებობს მითუმეტეს, რომ შესაძლებელია მათი მრავალჯერად გამოყენება, და ასევე არსებობს სპეციალური მიმღები პუნქტები სადაც ხდება მათი ჩაბარება, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი პუნქტები არ არის ყველა ქალაქში და მითუმეტეს არა არის სოფლებში.

ხერხი 2

ნაგავი

დარწმუნებული ვარ ბავშობაში გასწავლეს, რომ ნაგავი უნდა გადაყაროთ სანაგვე ყუთში. მაგრამ როც ახლოში არ არის სანაგვე ყუთი და ირგვლივ ნაგავი უკვე ყრია, მეც ხო არ დამეყარა ჩემი ნაგავი? უარესი ნამდვილად არ იქნება. იქნება, უმჯობესია მოაგროვო მთელი ნაგავი ქუჩიდან.

ხერხი 3

პოლიეთილენის პარკები

პოლიეთილენის პარკები შეადგენენ, მსოფლიო ნაგავის 8%-ს. მათ უზომო რაოდენობას გამოუშვებენ და შესაბამისად ყრიან. არადა მაღაზიიდანაც პროდუქტები რაღაცით უნდა წამოიღო, ამისთვის შეგიძლიათ გქონდეთ ეკო-ჩანთა. რომელიც იქნება განკუთვნილი მხოლოდ საყიდლების მოსატანად, ბევრი ადამიანი ხმარობს ამ ჩანთებს.

წინა «
შემდეგი »