როგორ დავზოგოთ დრო დილას?

  • An'na
  • April 23, 2015
  • 0

დილით ადგომააბსოლუტური უმრავლესობა დამეთანხმება რომ დილით ადგომა არის კოშმარი, მაგრამ აუცილებელი, დარწმუნებული ვარ ყველას გქონიათ ის მომენტი როდესაც მობილურის მაღვიძარას 5-5 წუთით ავადებთ ხოლო არიან გამონაკლისები რომლებიც დროის მოგების მიზნით თავს ძალას ატანს და დილით ადრე დგება, ხოლო ამის შემდეგ გარკვეულწილად დასტრესილია. ამ სტატიაში გაეცნობით რამოდენიმე მარტივ ხერხს თუ როგორ დავზოგოთ დრო დილას.

ნაბიჯი 1: იბანავეთ ან მიიღეთ შხაპი ღამით, დილის მაგივრად. ეს არის გზა დავზოგოთ დრო.

შხაპი

ნაბიჯი 2: აარჩით და მოამზადეთ მომდევნო დღეს ჩასაცმელი სამოსი ღამით. ყველაფერი დატოვეთ ნორმალურად, რადგან დილით მარტივად და სწრაფად მოემზადოთ. ასევე შეარჩიეთ როგორ უნდა გქონდეთ ვარცხნილობა.

ტანსაცმლის შერჩევა

ნაბიჯი 3: მოამზადეთ ყავის ან ჩაის მადუღარა; ასევე მოიფიქრეთ დილას მისართმევი საუზმე და გადადეთ ინგრედიენტები.

მადუღარა

ნაბიჯი 4: თუ თქვენ გაქვთ/გინდათ სადილი სამსახურში მაშინ თქვენ შეგძლიათ ღამევე მოამზადოთ საშუალო ზომის კონტეინერში საუზმის ნაწილი სამსახურში წასაღებად. საღამოსვე გააკეთეთ არჩევანი თუ რა გინდათ წაიღოთ სამსახურში (ჯანსაღი, უფრო გემრიელი, იაფი) სადილი.

საკვები კონტეინერი

ნაბიჯი 5: ღამე მოამზადეთ თქვენი ჩანთა/სკოლის ჩანთა. შეამოწმეთ თუ ჩანთაში გაქვთ საშინაო დავალებები, საშოპინგო სია, ბიბლიოთეკის წიგნები, ნათხოვნი ნივთები და ა.შ.

ჩანთის მომზადება

ნაბიჯი 6: გაიხეხეთ კბილები (ყოველ დღე). თუ თქვენ გჭირდებათ გაპარსვა, მაშინ გაიპარსეთ (მაგრამ არ გაიპარსოთ ხშირ–ხშირად რადგან ეს დაგახარჯვინებთ დროს და ასევე გააღიზიანებს თქვენს კანს).

კბილების გახეხვა

ნაბიჯი 7: მიირთვით საუზმე და შემდეგ თუ შეძლებთ გააკეთეთ მცირე ვარჯიში. ეს შეამზადებს თქვენ ტვინს სკოლისთვის/სამსახურისთვის და ასევე შეუწყობს ხელს სისხლის მოძრაობას.

საუზმე

ნაბიჯი 8: ჩაიცვით და მოემზადეთ წასასვლელად. მიალაგეთ თქვენი საწოლი და ამ ოთახში თქვენ მეტი არაფერი აღარ გჭირდებათ.

სამსახურში წასვლა

 

ერთი შეხედვით თითქოს ძალიან უმნიშვნელო რჩევები არის მაგრამ უბრალოდ სცადეთ და რამოდენიმეჯერ გამოიყენეთ პრაქტიკაში და თავადაც დარწმუნდებით მათ ეფექტურობაში.

წინა «
შემდეგი »