როგორ დავიგრძელოთ და გავაძლიეროთ წამწამები?

  • gvantsa28
  • თებერვალი 11, 2014

წამწამილამაზი წამწამები არის ბოლო ტრენდი ამ დღეებისათვის და კოსმეტიკური ნაწარმის მწარმოებელი კომპანიები ყველგან გვთავაზობენ პროდუქტს და გვპირდებიან რომ იგი ქალს მიანიჭებს უფრო გრძელ და მუქ წამწამებს,ზედმეტი ნიღბებისა და მისამაგრებელი, ხელოვნური წამწამების გარეშე.

თუმცა ყველა ამ ინსტრუქციის მიუხედავად რთულია გაიგო რომელი გზა თუ ხერხი არის შედეგიანი და რომელი არა. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს თუ როგორ დაიგრძელოთ წამწამები!

1) ერთერთი საუკეთესო საშუალება დაიგრძელოთ წამომწამები არის შემდეგნაირი: სანამ გამოიყენებთ ტუშს, წამწამებზე დაიყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. ეს ხერხი ნამდვილად დაგიგრძელებთ და დაგისქელებთ წამწამებს, ასევე თქვენი ტუშიც ცოტათი უფრო დიდიხანი გაჩერდება თქვენს წამწამებზე.

2) ყველაზე მარტივი გზაა უბრალოდ რეგულარულად ისვათ “ვაზელინი” წამწამებზე. შედეგი მართალია სწრაფი ვერ იქნება, მაგრამ იგი აუცილებლად დაგიგრძელებთ წამწამებს. თუ სხვა პროცედურები გეზარებათ, მაშინ გირჩევთ ამ უმარტივეს ხერხს მიმართოთ!

3) იქიდან გამომდინარე რომ წამწამების ზრდისთვის ვიტამინები აუცილებელია, შეგიძლიათ ღამღამობით წამწამებზე ზეთის ხილის ზეთი წაიცხოთ. ეს ხერხი ჭრის და შედეგიც საკმაოდ დიდია.

წამწამები

4) რეგულარულად დაიმასაჟეთ თქვენი წამწამები, რაც მათ გააძლიერებს და შესაბამისად გაზრდის კიდეც. რასი მდგომარეობს მასაჟი? უბრალოდ ხშირად დაიზილეთ თვალები, ისე თითქოს ახლად გაღვიძებულები ხართ. ესეც ძალიან წარმატებული საშუალებაა მათი ზრდისთვის.

7) ასევე წამწამებს სიგრძეში ზრდაში ეხმარება ვიტამინი E და ვიტამინი B.

წამწამები8) წარმოიდგენდით რომ დიეტას შეუზლია დაგეხმაროთ წამწამების ზრდაში?! ეს მართლაც ასეა, როდესაც თქვენ იღებთ ნაკლებ ცხიმებსა და სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ საკვებს თქვენი წამწამები იზრდება, ძლიერდება და ცვენასაც წყვეტს.

9) წამწამების ზრდას ხელს უშლის ასევე უხარისხო ტუშის ხმარება, ამიტომ დარწმუნებული იყავით მის ხარისხში. ასევე მათი ზრდისთვის ცუდია მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებების ხშირი გამოყენება.

10) ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალება შემდეგნაირად ჟღერს: ყოველდღიურად წამწამებზე წაისვით ტუჩის ბალზამი (იგივე გამჭვირვალე ტუჩსაცხი). ის დაგიგრძელებთ და ასევე აგიპრეხთ წამწამებს.

11) ძილის დროს გაიკეთეთ საძილე ნიღაბი,იგი არც ისე სწრაფი ხერხია მათი სიგრძეში გასაზრდელად, მაგარამ არც უსიამოვნო.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.