როგორ დავიკლოთ წონაში ეფექტურად მკაცრი დიეტის გარეშე?

  • Palitra
  • დეკემბერი 23, 2015

ზემდეტი კილოგრამების მოშორებაზედმეტი კილოგრამების მოშორება ბევრი ადამიანის ოცნებაა. ზოგიერთები ძალისხმევას არ იშურებენ, თავს იტანჯავენ “დიეტებით”, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, ან დაკარგულ კილოგრამებს მალევე ერთიორად ინაზღაურებენ. იმისათვის, რომ წონაში მარტივად დაიკლოთ სულ რამდენიმე ხრიკის ცოდნაც საკმარისია.

წყალი

ამ უებარ და სიცოცხლისათვის საჭირო სითხესაც აქვს მოხმარების წესები. მინიმუმ რამდენი მილილიტრი წყალი უნდა მიიღოთ დღის მანძილზე ეს სულ ადვილი გამოსათვლელია, ამისათვის თქვენი წონა უნდა გააამრავლოთ 30 მილილიტრზე. (მაგ: თუ ადამიანი 80 კილოგრამს იწონის მან დღის მანძილზე უნდა მიიღოს 2,4ლ (240 მილილიტრი) წყალი).

სასმელი წყალი

დილა დაიწყეთ ჭიქა წყლით. სითხე უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის. წყალი მიიღეთ აუცილებლად წახემსებამდე ან ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. (წყლის ხსენებული წესით მიღება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას და საკვების მონელებას). ჭამის დროს და შემდგომი 2 საათის მანძილზე წყლის მიღება რეკომენდირებული არ გახლავთ.

ზედმეტი ნაბიჯი=ნაკლები კილოგრამი

ნუ დაიზარებთ რამდენიმე ზედმეტი ნაბიჯის გადადგმას. ნუ დაელოდებით ლიფტს ჩაირბინეთ კიბეზე ფეხით, თუ ავტობუსი აგვიანებს გაიარეთ ერთი გაჩერება ფეხით, ასე ლოდინის წუთებსაც გაიხალისებთ და მეტ ენერგიასაც დახარჯავთ. ძილის წინ 20 წუთიანი გასეირნება წესად აქციეთ, მაგრამ თუ სახლიდან გასვლას ვერ ახერხებთ შეგიძლიათ რამდენიმე მარტივი ვარჯიშით შემოიფრგლოთ. (მაგ: გააკეთეთ რამდენიმე ჩაჯდომა, ე.წ. ბუქნი. ასევე შეგიძლიათ მუცლის პრესის ვარჯიების გაკეთებაც. თუ ვარჯიში გეზარებათ ჩართეთ მუსიკა და ცოტა იცეკვეთ).

ცვლილებები რაციონში

შეზღუდეთ ცომეული: დღის მანძილზე მიიღეთ მხოლოდ 2 ნაჭერი შავი პური, მადისაღმძვრელი ფუნთუშები და ნამცხვრები კი მხოლოდ განსაკუთრებულ, იშვიათ შემთხვევებში მიირთვით.
თავი შეიკავეთ შემწვარი პროდუქტებისაგნ და ჩაანაცვლეთ ისინი მოხარშულით.

ჯანსაღი საკვები

დაივიწყეთ სწრაფი კვება და მისი გემრიელობები, უარის თქმა მოგიწევთ ჩიფსებსა და კრეკერებზეც.
მიირთვით ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, მოხარშული ხორცი და თევზი. ბოლო წახემსება დაძინებამდე 4 საათით ადრეა რეკომენდირებული.

მოატყუეთ კუჭი

საკვები დაიდეთ პატარა თეფშზე, რათა შეიქმნას ილუზია, რომ თეფში კარგადაა სავსე, (იდეალურია შავი ლამბაქი, რადგან შავი ფერი მადას აკარგვინებს) იმისათვის, რომ ტვინმა კუჭისაგან ინფორმაცია მიიღოს დაახლოებით 20 წუთია საჭირო, ამიტომ ნუ დანაყრდებით, მიირთვით ნელა და პატარ-პატარა ლუკმებით.

ამ მარტივი წესების წყალობით ერთ თვეში 5 კილოგრამამდე დაკლებაა შესაძლებელი.
გისურვებთ წარმატებებს…

წინა «
შემდეგი »