როგორ დავისვენოთ და განვიტვირთოთ?

  • tatatatusi
  • იანვარი 22, 2015

დასვენებადღევანდელი ჩვენი რეალური ცხოვრება ძალზედ დამღლელია, მუდმივად გადატვირთულნი ვართ, სამსახურიდან მოვდივართ და სახლშიც რა გამოლევს კიდევ საქმეებს. საბოლო ჯამში კი რასაც დასვენებას ვეძახით, ძირითადად ტელევიზორთან ყოფნაა და მეტი არაფერი. დასვენებისას საჭიროა, რომ მთლიანად დავისვენოთ, ანუ როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად.შემოგთავაზებთ რამოდენიმე სრული დასვენების მეთოდს.

1 – დავჯდეთ მოხერხებულად, გავასწოროთ წელი, ხელები დავილაგოთ მუხლებზე. ჩავისუნთქოთ ღმად ისე რომ ვიგრძნოთ ფილტვები როგორ ივსება. გონებაში წარმოვთქვათ – მე ვსუნთქავ სიხარულს და ჯანმრთელობას. შემდეგ ამოვისუნთქოთ და ასე გავაგრძელთ 10–15 წუთი.

2 – ეცადეთ ხშირად ისეირნოთ ქალაქ გარეთ, ამას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, უბრალოდ უნდა გამოინახოს თავისუფალი დრო. მცენარეებს შეუძლიათ თქვენგან ამოიღონ ნეგატიური ენერგია და დადებითით შეცვალონ.

3 – მედიტაცია არის ყველაზე აპრობირებული და ეფექტური გზა სრულად დასვენებისთვის.ამისთვის საჭიროა დაჯდეთ სკამზე და მაქსიმალურად მოდუნდეთ, შემდეგ დახუჭოთ თვალები და ხელები დაიწყოთ მუხლებზე (ხელის გულები ზევით უნდა იყოს მიმართული) მოიშორეთ ყველანაირი ფიქრი რაც გაწუხებთ. კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ თქვენ სუნთქვაზე და ყოველ ამოსუნთქვაზე იმეორეთ სიტყვა – სიწყნარე.

4 – ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა, შემდეგ აყევით მას და შეიგრძენით მთლიანად. იმოძრავეთ მასთან ერთად და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს გარდა არავინ არ არის, მხოლოდ თქვენ და მუსიკა.

რელაქსაცია5 – დაჯექით სადმე მყუდრო ადგილას, შემდეგ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ იშლება უშველებელი მწვანე მოლი. ისუნთქეთ ღრმად.. ეს უბრალოდ მაგალითია, თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის რაც მეტად გაწყნარებთ, მიჰყევით ექსპერიმენტებს.

6 – ადუღებულ წყალში ჩაყარეთ პიტნა და ჩააწვთეთ რამოდენიმე წვეთი ლიმონი, ასე დატოვეთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ მოსვით ნელ-ნელა და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, ან უბრალოდ იოცნებეთ და ეცადეთ მოხერხებულად იჯდეთ.

7 – აბანო ერთერთი ყველაზე კარგი საშუალებაა დასვენებისთვის. კარგი იქნება თუ გამოიყენებთ რაიმე ეთერზეთებს, თუ იქნება საკმარისად ბევრი ქაფი. წყალი უნდა იყოს საშუალო ტემპერატურის. გამორთეთ გონება, გადადეთ ყველანაირი პრობლემა, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, რომ საერთოდ არაფერზე არ იფიქროთ, უბრალოდ დაისვენეთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.