როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან ?

  • ninimate
  • იანვარი 26, 2014

2014 wlis moda როგორ დავიწყოთ ბიზნესი
ნულიდან? ამაზე ხშირად ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც სხვასთან მუშაობენ ცოტაოდენ ხელფასზე ან დაიღალნენ მუდმივად
სამსახურის ძებნით და გასაუბრებებზე სიარულით.
ბევრმა ბიზნესმენმა დაიწყო ბიზნესი ნულიდან, რომლთაც იდეის გარდა არაფერი ჰქონდათ.
კარგი იდეა ნახევარი საქმეს უდრის. ამის შემდეგ კი ბევრი შრომა და მონდონებაა საჭირო.
აქ შემოგთავაზებთ, რამდენიმე უბრალო და კარგ იდეას ბიზნესის ნულიდან დასაწყებად.

1. სწავლა, ტრეინინგი.

სასწავლო კურსები, ცხო ენის გაკვეთილები, ცეკვის სკოლა, ფოტოგრაფიის, მხარვრობის ან კულინარიის სკოლა…
მოკლედ ბევრი რამ შეიძლება ასწავლო, მთავარია კარგად იცოდე ეს საქმე და იყო პროფესიონალი. თუ არ გაქვთ იმის საშუალება, იქირაოთ ფართი და აიყვანოთ პერსონალი, შეგიძლიათ გაკვეთილების სახლში ჩატარება. ან ინტერნეტით იმუშაოთ. ამ ბოლო დროს პოპულარულია ინგლისურის სწავლა Skype-თი. ფასი ინდივიდუალური, მაგალითად საათი
5 $. მოკლედ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი ცოდნის მიხედვით დაიწყოთ ონლაინ გაკვეთილები.

2. ხელნაკეთი ნივთების გაკეთება.

ხელნაკეთი ნივთები ყოველთვის ფასობდა. საკმაოდ ძვირად ფასობს ხელით ნაქსოვი და ნაქარგი ხალიჩები.
თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ: სამკაულები, სუვენირები, მისალოცი ბარათები , რბილი სათამაშოები, ხელოვნური ყვავილები და რაც კი მოგაფიქრდებათ, რომ შეძლებთ გაკეთებას. თუ არ იცით და დაინტრესებული ხართ ამ საქმით, ინტერნეტი სავსეა ასეთი სახის გაკვეთილებით. მთავარია თქვენი პროდუქტი განსხვავებული და ხარისხიანი იყოს. შეგიძლიათ ინტერნეტითაც გაყიდოთ, გამოიყენოთ ამისთვის სოციალური ქსელები
ან ინტერნეტ მაღაზიები.

3. ტურისტული სააგენტო.
biznesi
ტურის დაგეგმვა – კიდევ ერთი ბიზნეს ვარიანტი. შეგიძლიათ გახსნათ ოფისი ორგანიზებული სამოგზაურო ტურებისთვის,
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კარგად ჩამოაყალიბეთ და დაგეგმეთ რა პროფილის იქნება და რას შესთავაზებთ ტურისტებს. ეს შეიძლება იყოს ველოტურიზმი, ფოტოტურიზმი, ტური მათთვის ვისაც თევზაობა უყვარს. მოკლედ შეადგინეთ გეგმა, ჩაატარეთ კვლევა რა სიტუაციაა ამ მხრივ და შეუდექით საქმეს, თუ იქნებით განსხვავებული და ტურისტებსაც კმაყოფილს გაუშვებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ.

4. საბავშვო სადღესასწაულო ცენტრის გახსნა.

გასართობი საბავშვო ცენტრის გახსნა, მშვენიერი იდეაა კომუნიკაბელური, გახსნილი ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. ამ იდეის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ფართი, თოჯინები, თიატრალური კოსტიუმები, კარგი გასრთობი სცენარი.
აქცენტი გააკეტეთ იმაზე რომ შოუ იყოს საინტერესო და ლამაზი. ასევე შეიძლება გააკეთოთ, შოუ ბავშვებისთვის და აღარ ეძებოთ ფართი, რადგან თქვენ წახვალთ გამოძახებაზე.

5. დიზაინ-სტუდია

იმისთვის, რომ დაიწყოთ ეს ბიზნესი, უნდა შეგეძლოთ ხატვა და მზად იყოთ ახალი ცოდნისთვის.
მუშაობა შეიძლება ინტერიერზე, ექსტერიერზე, ლანდშაფტზე. ან თუნდაც სავიზიტო ბარათებზე,
კალენდრებზე, სასაჩუქრე ბარათებზე და ა.შ. აქ მთავარია კარგი გემოვნება და განსხვავებული გამორჩეული
სტილი. დამკვეთები შეიძლება მოიძიო ახლობლებიდან, რეკლამით ან სოციალური ქსელით.

6. საკურიერო მომსახურება.

ეს კარგია ოჯახური ბიზნესისთვისაც. დასაწყისისთვის საკმარისია მობიურის ქონა და ქალაქის კარგად ცოდნა.
გადაადგილება შეგიძლიათ, როგორც საზოგადოებრივი, ასევე საკუთარი ტრანსპორტითაც. მომხმარებლები შეიძლება მოიძიოთ, როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული კლიენტებიდანაც. ხშირად შემოსავლის წყარო არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს აწვდის პროდუქციას.შეგიძლიათ მათაც შესთავაზოთ თქვენი მომსახურეობა. ამ ბიზნესში მთავარია ქალაქის ქუჩების კარგად ცოდნა.

biznes idea

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ?

როდესაც გადაწყვეტთ ბიზნესის დაწყებას, აირჩიეთ ისეთი ნიშა, რომელიც მოერგება თქვენს ნიჭს. გააანალიზედ კარგად, მიყევით ნაბიჯნაბიჯ, გამოიიყენეთ ყველა შესაძლებლობა, როდესაც დაიწყებთ საქმიანობას დიდი ყურადღება მიაქციეთ მომხმარებლებს, შეიქმენით კარგი რეპუტაცია, რათა ისინი არიან თქვენი წარმატების
გარანტი. არ მოგერიდოთ სთხოვოთ კლიენტებს, ეკომენდაცია გაგიწიონ სხვებთანაც. არ შეგეშინდეთ, ყველა ბიზნესი ნელა ეტაპობრივად ვითარდება და თუ თავდაჯერებულად მოთმინებით მიყვებით საქმეს, წარმატებაც არ დააყოვნებს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.