როგორ დავიწყოთ სახლის აშენება ?

  • ninimate
  • თებერვალი 16, 2014

saxli როგორ დავიწყოთ სახლის აშენება ?

ეს კითხვა ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს ვისაც არ აქვთ სახლის აშენების გამოცდილება, მაგრამ აქვთ სურვილი ააშენონ სახლი დამოუკიდებლად.
თუ გაინტერესებთ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მომავალმა მშენებელმა? რა არ უნდა დაავიწყდეს? რა მომენტები უნდა განიხილოს? ეს სტატია დაგეხმარებათ ამის განხრციელებაში.

მათ ვისაც სურს ააშენოს სახლი, სადაც იცხოვრებს ან უბრალოდ ჰქონდეს დასასვენებელი აგარაკი. იქნება ეს პატარა ლამაზი თუ მისი იდეებით გაკეთებული დიდი მშვენიერი სახლი და ამ ყველაფრის გაკეთება მარტოს უწევს. მოუწევს მრავალი ფაქტორის გათვალისწინება და დეტალების გაგება.
პირველი ეს დაკავშირეულია თანხასთან, როგორ სახლს ააშენებს, იქნება ეს დიდი თუ პატარა, ყველა მფლობელს ერთი სურვილი აქვს. იყოს სახლი მყუდრო და ლამაზი.
როგორი უნდა იყოს სახლი?  აგურის თუ ლამაზი ბათქაშით? რა მასალებია საჭირო ?
სახლის ვიზუალის დიზაინის მოძებნა დღეს უკვე ინტერნეტშიც თავისუფლად შეიძლება, სადაც უამრავ ფოტოს ნახავთ.
saxlis asheneba
აქ არ დავიწყებ საუბარს ტექნოლოგიაზე. შემოგთავაზებთ ეტაპობრივ გეგმას, რომლის შესრულებაც მოგიწევთ.
პირველი ყველაზე მთავარი ასპექტი, რაც მოგიწევთ ამ დიდ საქმეში ეს არის ადგილის შერჩევა სადაც დაიწყებთ სახლის მშენებლობას. ვისაც არ აქვს ადგილი სახლისთვის მოუწევთ შერჩევა. მათ კი ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი, შეუძლიათ საქმეს შეუდგნენ.
პირვალად კარგად უნდა დაფიქრდეთ რა თანხა დაჯდება საჭირო მასალისთვის და რამდენ დროს მოითხოვს ეს ყველაფერი.
შემდეგ უნდა მიიღოთ მშენებლობის უფლება,ამის შემდეგ კი უნდა გაკეთდეს პროექტი, რაც შეგიძლიათ თავად გააკეთოთ, მაგრამ უმჯობესია ეს საქმე კომპეტენტურ ადამიანებს მიანდოთ. ისინი ისეთ დეტალებზე გაგამახვილებინებენ ყურადღებას, რომელიც შეიძლება თქვენ არც კი გიფიქრიათ.
დასაწყისისთვის უნდა დადგინდეს სახლის ღერძის პოზიცია, როდესაც ამ ყველაფერში ჩამოყალიბდებით, დაიწყეთ ფუნდამენტის გაჭრა, სადაც ჩაასხავთ ბეტონს, რომელზეც აიყვანთ კედლებს. კედლების დასრულების შემდეგ კი სახურავის ჯერიც დადგება. კარკასი მომავალი სახლისა მზად იქნება, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება.
თქვენ ჯერ კიდევ მოგიწევთ სახლს მისცეთ მყუდროება. უნდა გაიყვანოთ ელექტრო გაყვანილობა, ასევე გაიყვანოთ საკანალიზაციო მილები, შელესოთ და გაათეთროთ კედლები, დააყენოთ შტებსელები, გააკეთოთ იატაკი, ჩააყენოთ ფანჯრები და კარები. აღსანიშნავია, რომ შიდა საქმეები კარკასის გაკეთებაზე ძვირი ჯდება.
მთავარ საქმეებს, რომ მოითავებთ თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვით შეიძლიათ დაიწყოთ კოსმეტიკური რემონტი. მოიწყოთ კომფორტი და მყუდროება. ამის შემდეგ შესაბამის ინსტანციაში უნდა აიღოთ სახლის პასპორტი და დაიწყოთ ბედნიერი ცხოვრება საკუთარი ხელით აშენებულ სახლში.

ashenebuli saxli

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.