როგორ დავიწყო საუბარი, როცა არაფერი მაქვს სათქმელი

  • ihow.ge
  • ოქტომბერი 14, 2013

მონოლოგიუცხო ადამიანთან საუბრის დაწყება გაცნობის მიზნით ან უბრალოდ დასადგურებული უხერხული სიჩუმის დარღვევაზე ფიქრი ბევრი ადამიანისათვის ძალიან დამღლელია, ზოგიერთ შემთხვევაში სტრესულიც კი. სწორად ამ სტატიის მიშვეობით მიიღებთ რჩევებს საუბრის დაწყებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ფიქრობთ, რომ არაფერია ისეთი თემა, რაზეც ნაცნობს ან თუნდაც თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს დაელაპარაკოთ.

წარუდგინეთ საკუთარი თავი (თუ რა თქმა უნდ არის ამის საჭიროება). თუ ადამიანს არ იცნობთ თქვენს შორის არსებული “ყინული” გალღვობა მარტივია თუ ამ ყველაფერს სწორად მიუდგებით (მაგრამ არა რომელი საათია? ხომ კარგი ამინდია? ამ საღამოს რას აკეთებ და ა.შ მიდგომებით). უპირველეს ყოვლისა ეცადეთ მიიღოთ ე.წ სანდომიანი გამომეტყველება, უთხარით თქვენი სახელი, გაუწოდეთ ხელი ჩამოსართმევად და გაუღიმეთ.

ყურადღება გაამახვილეთ ადგილმდებარეობაზე ან ირგვლივ არსებულ მოვლენებზე. მიმოიხედეთ ირგვლივ და დააკვირდით არის თუ არა რაიმე ისეთი რისი აღნიშვნაც შეიძლება და გააკეთეთ მოკლე კომენტარი. რა შესანიშნავი ოთახია, რა კარგი მომხახურებაა, რა მშვენიერი ხედია, მშვენიერი ძაღლია ან რამე მსგავსი.

დასვით ღია კითხვები. ღია კითხვები არის ისეთი ტიპის კითხვები რომელზე თანამოსაუბრე მხოლოდ კის ან არას ვერ გიპასუხებთ. ღია კითხვები იწყება შემდეგი სიტყვებით: ვინ? სად? როდის? როგორ? რატომ? და ა.შ.  ადამიანთა უმრავლესობას უყვარს საუბარი საკუთარ თავზე, ამით უნდა ისარგებლოთ და თქვენც ხელი უნდა შეუწყოთ და საშუალება უნდა მისცეთ რაც შეიძლება მეტი ისაუბროს.

ღია კითხვები შემდეგი სახისაა: რა ტიპის წიგნები მოგწონს? (წიგნები მოგწონს? – ეს დახურული კითხვაა, რომლის პასუხია კი ან არა), რას საქმიანობთ ამჟამად? და ა.შ.

შეეცადეთ საუბარში ჩართოთ განხილვის ელემენტებიც. ეს თქვენს დიალოგს გახდის უფრო მარტივს და მნიშვნელოვანს, რადგან ეს დაგეხმარებათ ერთმანეთის უკეთ გაცნობაში, განხილვა კი ისე დაასრულეთ, რომ მეტწილად დაეთანხმეთ თანამოსაუბრეს და არავითარ შემთხვევაში არ გადაზარდოთ განხილვა კამათში, იმის მიუხედავად ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას (კამათის დრო მოგვიანებითაც გექნებათ), ასეთ დროს შეგიძლიათ განიხლიოთ რომელიმე წიგნი, ფილმი ან რაიმე მსგავსი და არავიტარ შემთხვევაში პოლიტიკა, რელიგიან ან ატომური ელექტროსადგურების რაობა.საუბარი

მიუხედავად იმისა, რომ ამინდზე საუბარი ერთი დიდი კლიშეა, როდესაც ადამიანები გაცნობის ადრეულ ეტაპზე არიან მაინც იშველიებენ ამინდს მდუმარების დასარღვევად ასე რომ მზად იყავით შეიძლება ნებისმიერ დროს სინოპტიკოსობა მოგიწიოთ.

სინქრონიზაცია. როდესაც თქვენი თანამოსაუბრე დაიწყებს ლაპარაკს, ყურადღებით მოუსმინეთ, გააკეთეთ გარკვეული რაგირება მის საუბარზე, რომ დარწმუნდეს რომ ნამდვილად გაინტერესებთ რასაც საუბრობს, შეეცადეთ გამოიცნოთ რა რეაგირებას ელის თქვენგან წინადადების დასრულებისას და თქვენც ის რეაგირება გაკეთეთ რათა ნასიამოვნები დარჩეს თქვენთან საუბრით.

  • დაიმახსოვრეთ მისი სახელი და საუბრის დროს მიმართეთ სახელით ამ ჟესტით მისი შინაგანი მე გარკვეულ პატივისცემას იგრძნობს;
  • წაახალისეთ უკუკავშირით, შეიძლება ერთი და იგივეს გამეორება რამოდენიმეჯერ მოგიწიოთ მაგრამ ეს არ არის პრობლემა. დაეთანხმეთ პერიოდულად, ასევე წარმოთქვით “აჰაა”, “ვაუ”, “უპს”, “ჰმმ” და მსგავსი ბგერები, ასევე ხშირად გამოიყენეთ სიტყვები “ნამდვილად”, “საოცარია”, “მერე”, “წარმომიდგენია”, “ვხვდები რასაც განიცდი”;
  • ჩართეთ საქმეში სხეულის ენა. დათანხმების დროს დააქნიათ თავი, უყურეთ თვალებში, გამხნევების დროს შეეხეთ მხარზე, მოკლედ იყავით მგრძნობიარე.
  • რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ და ნუ დაიშურებთ სიცილს თანამოსაუბრის მხიარულ კომენტარებზე.

ფრთხილად დიალოგი მონოლოგში არ გადავიდეს. როდესაც მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ საუბარმა დაკარგა აქტუალობა და უინტერესო გახდა ნუ დაიშურებთ საკუტარი ტავის მიმართ კრიტიკულ სიტყვებს, “მგონი მოსაწყენი ადამიანი ვარ”, “არცი ისე კარგი ვარ”, “გაცდენთ და დროს გაკარგვინებთ” და ა.შ. დროდადრო დაფიქრდით რა შთაბეჭდილება მოახდინეთ თანამოსაუბრეზე და ასევე გაითვალისწინეთ ის რომ ყველა უნდა სხვაზე შტაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ ხანდახან ეჭვი ეპარებათ თავიანთ შესაძლებლობებში.

გაცნობა

ეცადეთ არ დასვათ არასაჭირო კითხვები. დარწმუნდით რომ თქვენთან მოსაუბრეს თქვენს კიტხვებზე პასუხის გაცემა არ აღიზიანებს, როგორც წესი ქალებს არ უყვართ წონაზე, ასაკზე და კრიტიკულ დღეებზე საუბარი. ნუ დასვამთ ისეთ კითხვებს რამოდენიმეჯერ რომელზეც პასუხის გაცემისაგან თავს იკავებს თანამოსაუბრე.

ივარჯიშეთ საუბრის დაწყებაში. თავდაპირველად ეს შეიძლება ცოტა რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ ყოველ შემდეგ ჯერზე უფრო გაგიადვილდებათ და ადრე დაშვებულ შეცდომებს უნებურად გამოასწორებთ, შემდეგ კი უცხო ადამიანებთან საუბრის დაწყების ერთგვარი რეფლექსიც კი განგივითარდებათ. ამის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ არის ბევრი ისეთი ადამიანი რომელთანაც ჩხუბით, კინკლაობით და არასასურველ ტემებზე საუბრით უფრო დაახლოვდებით ვიდრე სტანდარტული მიდგომით.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.