Google

როგორ დავრეგისტრირდე ინდივიდუალურ მეწარმედ?

დაწერილია:February 11, 2013

იუსტიციის_სახლი_iHOW.GEთუ თქვენ გსურთ ინდ.მეწარმედ დარეგისტრირება მოგიწევთ იუსტიციის სახლში სტუმრობა, სადაც საკმაოდ ოპერატიულად ხდება ამ პროცედურის გავლა, იუსტიციის სახლის იდეამ, საკმაოდ გაამარტივა და ჩემი აზრით გააიაფა ის ხარჯები რაც ბიზნესის რეგისტრაციისათვის იყო საჭირო, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ის საფასური რაც ბიზნესის რეგისტრაციისათვის არის დაწესებული ძვირია. აღნიშნულს მოაზრებას პირადად მე არ ვეთანხმები, რადგან – ადრე წესდების დაწერისათვის ცალკე ფული უნდა გადაგეხადა (აღნიშნული ინდ.მეწარმეს არ ეხება), საბუთების შეგროვებისათვის გარკვეული ხარჯები უნდა გაგეწია და ა.შ, ამჟამად წესდების ნიმუში ვებ-გვერდზე დევს, საბუთების ჩამონათვალი კი ისეთი არის, რომელსაც დამოუკიდებლად ძალიან მარტივად შეაგროვებთ, პლიუს ამას მომსახურება და კომფორტი ცალკე პროდუქტია, რომელშიც ძალიან ბევრი დამატებით ფულსაც კი იხდის, სწორედ ამ მიზეზთა გამო არ ვფიქრობ, რომ ბიზნესის რეგისტრაციის საფასური ძვირია.

რა არის ინდივიდუალური მეწარმე (ინდ.მეწარმე)?

ინდივიდუალური მეწარმე (ინდ. მეწარმე) – ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო  საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

ჩემი აზრით ინდ.მეწარმის უარყოფითი მხარე არის ის რომ ის კრედიტორების (ანუ მევალეების) წინაზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, რაც იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ გაქვთ ვთქვათ რომელიმე ბანკის ვალი ან გადასახდელი გაქვთ თანხა მომწოდებელზე, მაგრამ გაკოტრდით და ბიზნესი აღარ გაქვთ მევალეს ამ შემთხვევაში ბანკს ან მომწოდებელს შეუძლია ეს დავალიანება ამოიღოს თქვენს სახელზე რეგისტრირებული ნებისმიერი ნივთიდან არ აქვს მნიშვნელობა ეს ნივთი თქვენ ბიზნესის დაწყებამდე გქონდათ, ბიზნესის დაწყების შემდეგ შეიძინეთ თუ გაკოტრების შემდეგ, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად არსებობს სხვა სამართლებრივი ფორმები მაგალითისათვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება-შპს.

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირდებიან ძირითადად ის ადამიანები ვინც შედარებით უფრო წვრილი ბიზნესის დაწყებას აპირებენ მაგ: მინი მარკეტი, საცხობი, სავაჭრო დახლი ბაზრობაზე, ასევე მიკროავტობუსის მძღოლებიც ინდ. მეწარმედ არიან რეგისტრირებულნი.

ზოგადად რა არის რეგისტრაცია?

რეგისტრაცია ნიშნავს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. ინდივიდუალური მეწარმე წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

რა იგულისხმება სამეწარმეო საქმიანობაში?

სამეწარმეო საქმიანობა არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა. შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ ასეთი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.

ვის შეუძლია რეგისტრაციის სერვისით სარგებლობა?

აღნიშნული სერვისი განკუთვნილია ფიზიკური პირთათვის, რომელთაც სურთ დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირებს. არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირის რეგისტრაცია შესაძლებელია  მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლებისა (მშობლები, მეურვე, მზრუნველი) და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.

ვინ შეიძება იყოს განმცხადებელი ინდ. მეწარმედ რეგისტრაციაზე?

განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (ვინც რეგისტრირდება ინდივიდუალურ მეწარმედ) ან დაინტერესებული პი­რის წარმომად­გე­ნე­ლი.

რა დოკუმენტაციაა საჭირო ინ. მეწარმედ რეგისტრაციისათვის?

როგორც უკვე აღვნიშნე ინდ. მეწარმედ რეგისტრაციისათვის დაგჭირდებათ იუსტიციის სახლში ვიზიტი ან შეგიძიათ ეწვიოთ შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.iusticiis_saxli_iHOW.GE

  • განცხადება (რომელსაც ადგილზე ოპერატორი შეგივსებთ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
  • კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად (მაგრამ ეს ძალიან იშვიათად, რომ საჭირო გახდეს).

ინდ. მეწარმედ რეგისტრაციის ვადა და ფასი

  • რეგისტრაცია ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
  • რეგისტრაცია იმავე სამუშაო დღეს – 50 ლარი.

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დამატებით რა შეიძლება გავითვალისწინოთ ინდ.მეწარმედ რეგისტრაციისას?

იმ შემთხვევაში, თუ პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირდება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას, დამატებით წარმოსადგენი იქნება აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა).

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი.

რა შემთხვევაში  ხდება ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება?

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია რეგისტრირებული პირის განცხადება გაუქმების მოთხოვნით, ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალება, გარდაცვლილად გამოცხადება, ქმედუუნაროდ აღიარება.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია განცხადების წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, ან იმავე დღეს დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში.

ვადა და საფასური ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმებისათვის:

  • ერთი სამუშაო დღეში – 20 ლარი
  • იმავე დღეს – 50 ლარი

ინდივიდუალური მეწარმის რეგსიტრაციის გაუქმება მისი გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების, ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებისათვის საფასური არ გადაიხდება.

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

სტატია მომზადებულია იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის დახმარებით: http://house.gov.ge/

ასევე იხილეთ სტატია: მეწარმე და არასამეწარმეო პირის რეგისტრაცია

ასევე წაიკითხეთ . . .

  • როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზეროგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაცია ბეჭდურიდან ნელ-ნელა გადადის ელექტრონულ ვერსიაზე, რაც თავის მხრივ ამარტივებს მასზე ხელმისაწვდომობას, რაც […]
  • როგორ დავიწყო თამაში eRepublik.com-ზე?როგორ დავიწყო თამაში eRepublik.com-ზე? eRepublik.com ეს არის ონლაინ თამაში, სადაც შექმნილია ვირტუალური სამყარო და როგორც რეალურად იქაც მიდის ბრძოლა პირველობისათვის. თამაშში […]
  • როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს (რეგისტრაცია Williamhill-ზე)როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს (რეგისტრაცია Williamhill-ზე) პირველ სტატიაში (როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს) ვეცადე რაც შეიძლება მოკლედ და ლაკონურად დამეწერა რათა სტატია არ ყოფილიყო დამღლელი, მაგრამ […]
  • როგორ დავიყენოთ მუცლის პრესიროგორ დავიყენოთ მუცლის პრესი სტატიაში საუბარია მუცლის პრესის დაყენებაზე და ცხიმების დაწვაზე, რის შედეგადაც თქვენი პრესი მიიღებს ე.წ "კუბიკების" […]
  • რატომ არის კარგი დიდი ცხვირირატომ არის კარგი დიდი ცხვირი ადამიანები, რომელთაც დიდი ზომის ცხვირი აქვთ, სხვადასხვა ვირუსული ინფექციისაგან ყველაზე მეტად არიან დაცული. მეცნიერები დარწმუნებული არიან, […]
  • ქალური ტაქტიკაქალური ტაქტიკა ქმარს თავი არ მოაბეზროთ რჩევებით სამსახურის, კარიერასა და მისი შესაძლებლობების შესახებ. ნუ იქნებით მეტისმეტად ეჭვიანი. ამით შეიძლება […]
  • დეპრესია. როგორ დავეხმაროთ მეგობარს?დეპრესია. როგორ დავეხმაროთ მეგობარს? დეპრესია ეს არის ნორმალური ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევა, რომელიც მოიცავს სხეულსა და გონებას. დეპრესია გავლენას ახდენს […]
  • როგორ დავივიწყოთ ყოფილი მეუღლეროგორ დავივიწყოთ ყოფილი მეუღლე ეჰ, ცუდი მომენტია, მაგრამ დარჩენილ ცხოვრებას თვითგვემაში ხომ არ გაატარებთ? პირველ რიგში დავიწყოთ საკუთარი გარეგნობით. შეიცვალეთ […]
  • მცენარეები დაგვიცავსმცენარეები დაგვიცავს მცენარეები უძველესი დროიდან გამოიყენებოდა როგორც დამცავი ან თილისმა. ყოველი მცენარე ფლობს ენერგიას, რომელსაც ადამიანის ენერგიასთან […]
  • როგორ აღვადგინოთ მონაცემები ფლეშკაზეროგორ აღვადგინოთ მონაცემები ფლეშკაზე თუ ფლეშკა ფაილებს არ აჩვნებს, ხოლო მის მონაცემებში წერია: RAW, დაკავებულია :0 ბაიტი. თავისუფალია:  0 ბაიტი. მოცულობა : 0 ბაიტი. გააკეთეთ […]
  • როგორ დავამზადოთ პუფიროგორ დავამზადოთ პუფი პუფის გარეშე თანამედროვე ინტერიერის წარმოდგენა შეუძლებელია. ეს „ბალიშები“ არაჩვეულებრივად ავსებენ ინტერიერს.  რა თქმა უნდა პუფის შეძენა […]
  • როგორ ავარჩიოთ მზის სათვალეროგორ ავარჩიოთ მზის სათვალე სათვალის შერჩევისას მრავალი ჩვენგანი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, როცა ორიენტაციას იღებს მოდელის ,,მოდურობასა" და ზოგად ქალურ […]