როგორ დავუმეგობრდეთ ზრდასრულ ქალიშვილს? (დედებისთვის)

  • An'na
  • დეკემბერი 28, 2017

დედა_შვილისაერთო გაგებით, კარგი ურთიერთობითა და ერთად გართობით დედები და  ქალიშვილები მხოლოდ კარგ ოჯახურ კავშირს კი არ დაამყარებენ, ეს ნამდვილ მეგობრობას ჩაუყრის საფუძველს. დედისა და ქალიშვილის ურთიერთობა ცნობილია როგორც ყველაზე ჩახლართული და დაძაბულობა ყველაზე ხშირად თავს მაშინ იჩენს, როდესაც ქალიშვილი ზრდასრულ ასაკს მიაღწევს.

კონფლიქტი ზრდასრულ ქალიშვილსა და დედას შორის სამსახურზე, ქორწინებასა და ოჯახზე ხშირად ხელს უშლის მეგობრობის ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამისა, დედებს მაინც შეუძლიათ რაღაცეების შეცვლა ჯანსაღი და მტკიცე ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

შეისწავლეთ ოჯახის წარსული. შექმენით საოჯახო ფოტო ალბომი ან გააფართოვეთ თქვენი ოჯახის ხე. გაუზიარეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა ოჯახის წევრებს. საერთო სასაუბრო თემა და გამოცდილება დაგაახლოვებთ.

არ დაამყაროთ მშობლისა და შვილის ურთიერთობა. იმუშავეთ თანასწორი, ზრდასრული კავშირის ჩამოყალიბებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მშობლის მოვალეობა სამუდამოა, ურთიერთობის ტიპი ბავშვის ფსიქიკური, სოციალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად უნდა შეიცვალოს.

  • ისაუბრეთ არა როგორც დედამ და ქალიშვილმა, არამედ როგორც მეგობრებმა, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ.
  • განიხილეთ პრობლემები, სადავო საკითხები და კითხვები წყნარად, ისე როგორც მათ ორი მეგობარი განიხილავდა.
  • მხარი დაუჭირეთ მას გატაცებებსა და იუმორში. თავისუფლად იხუმრეთ თქვენ მოგონებებსა და სიტუაციებზე.

დააბალანსეთ მეგობრობა და გართობა ემოციურად მხარდამჭერ მშობლობასთან ერთად. შეათავსეთ მშობლის ინტერესები, ყურადღება და კრიტიკული განსჯა მიუხედავად ასაკისა.

აღზარდეთ თქვენი ქალიშვილი მხარდაჭერით და ნდობით ზრდასრულ ასაკშიც კი. კვლევებით დადგენილია, რომ დედის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდის გოგონას დამოუკიდებლობისა და საკუთარი თავის შეგრძნებას.

განიხილეთ თქვენი ურთიერთობის სუსტი მხარეები. დედები ქალიშვილებთან უფრო ადვილად ამჩნევენ დაძაბულობას, ვიდრე ვაჟებთან. ხშირად ეს დაძაბულობა თაობებს შორის განსხვავებით ძლიერდება. აზრთა სხვადასხვაობა ჩნდება ჩვევებისა და საქციელების გამო. ამ ბარიერების აღმოჩენა პირველი ნაბიჯია ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

იმუშავეთ იმაზე, რომ გადალახოთ თაობრივი განსხვავება თქვენსა და თქვენს ქალიშვილს შორის. ხშირად, მშობლისთვის რთულია კეთილგანწყობით შეხვდეს ფაქტს, რომ მისი ქალიშვილი, რომელიც სრულ განაკვეთზე მუშაობს, ნაკლები დრო ექნება სახლის საქმეებში დასახმარებლად.

  • ბევრი დედა კონცენტრირებულია იმაზე, რომ მათი ქალიშვილები, რომლებიც ბევრს მოშაობენ და ამავდროულად ოჯახი აქვთ, ძალიან დაღლილები და დასტრესილები არიან.

საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ ოჯახის კონსულტანტს ესტუმროთ. ასაკობრივი სხვაობის გამო აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება უფრო გართულდეს და პირადულ პრობლემად იქცეს.

  • მაგალითად, დედები შეიძლება ქალიშვილს ისევ ზარმაც, უპატივცემულო და უპასუხისმგებლო ადამიანებად მიიჩნევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძირითადად თინეიჯერობის ასაკისთვისაა დამახასიათებელი.

იპოვეთ საერთო ინტერესები.  იპოვეთ ინტერესები, რომლებიც გააღრმავებენ დედა-შვილურ კავშირს და ორივესთვის კარგ გასართობ და დასასვენებელ აურას შექმნის.

აირჩიეთ გასართობი მოქმედებები ერთად. ვარჯიში, შოპინგი, ახალ რესტორანში წასვლა, ფილმის ნახვა, სპა ან რამე ისეთი მარტივიც კი, როგორიცაა ერთად ყავის დალევა, ეს აქტივობები გაამყარებს თქვენს კავშირს.

 თანამედროვე ტექნოლოგია თქვენს უპირატესობად გამოიყენეთ. თუ თქვენ და თქვენი ქალიშვილი ახლოს არ ცხოვრობთ, სცადეთ კავშირის სხვა მეთოდები.

გაატარეთ დრო ოჯახის სხვა წევრებთან და მეგობრებთან ერთად. დაესწარით საოჯახო შეკრებებს, ოჯახის ერთად გასვლებს ან ოჯახის მეგობრების შეკრებებს.

წადით არდადეგებზე ერთად.  თუ ყოველდღიურ რუტინას მოშორდებით, ამით ორივე ძალიან დაისვენებთ, ძალებს აღიდგენთ და კავშირს გააუმჯობესებთ.

  • ოჯახური არდადეგები ფსიქიკური დაავადების მკურნალია. ის ამცირებს დეპერსიის და სხვა დაავადებების შანსს.
  • ამ არდადეგებით ერთად შეიქმნით მოგონებებს და გააქრობთ სტრესს.

იპოვეთ გზები, დიდი თუ პატარა, რომ აგრძნობინოთ სიყვარული და მადლიერება ერთმანეთს.  დაუტოვეთ ერთმანეთს პატარა ჩანაწერები, ხშირად თქვით „მადლობა“ და „მიყვარხარ“.

შექმენით ჯანსაღი საზღვრები. პატივი ეცით თქვენი ქალიშვილის პირად სივრცეს.

  • მიეცით ურთიერთობას უფლება, რომ ბუნებრივად განვითარდეს. ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ქორწინება, ცალკე გადასვლა, შვილის ყოლა, თქვენთვის ახალი გამოცდა იქნება.
  • მოერიდეთ აზრების გამოთქმას საკუთარი ინიციატივით. დედის რჩევა, თუნდაც კარგი, ხშირად ნეგატიურ განსჯასთან ასოცირდება.

პატივი ეცით ყველა აზრს, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. ეს თქვენ ქალიშვილს დაარწმუნებს, რომ თქვენი ურთიერთობა დამყარებულია პატივისცემაზე და არა დიქტატურაზე.

არ ჩაერიოთ თქვენი ქალიშვილისა და მისი პარტნიორის ურთიერთობაში. რა თქმა უნდა თუ ეჭვი არ გაქვთ რომ პარტნიორი მას შეურაცხმყოფელად ექცევა, მნიშვნელოვანია, რომ მას მხარი დაუჭიროთ. არგუმენტის დროს არ აირჩიოთ მხარე თქვენ ქალიშვილსა და მის პარტნიორს შორის. თავი შეიკავეთ მისი გაკრიტიკებისგან. ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს მათ ურთიერთობაში.

ფრთხილად მოუსმინეთ და თავდაჯერებულად დაეხმარეთ. ქალიშვილები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შეუძლიათ პირადი ინფორმაცია მოგანდონ.

  • არ ესაუბროთ მის პრობლემებზე სხვა ოჯახის წევრებს.

დაეხმარეთ მას ფსიქიკურად და ემოციურად როცა შეგიძლიათ. იქნება ეს ბავშვის მოვლა, გადასვლაში დახმარება თუ ავადმყოფობის დროს მოვლა, დედის დახმარება ყოველთვის  დასაფასებელია მიუხედავად ასაკისა.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.