როგორ დავფაროთ ტყუილი?

  • nanuka
  • დეკემბერი 23, 2015

მატყუარასხეულის არავერბალური ენის წაკითხვა ყველასთვისაა შესაძლებელი. შეგვიძლია არ ვენდოთ ადამიანის სიტყვებს, მაგრამ მისი მიმიკები და მოქმედებები ყოველთვის გამოააშკარავებენ მას. სხეულის ენას ადამიანი ვერ შენიღბავს, რადგან მისი კონტროლი შეუძლებელია. პროფესიონალი აუცილებლად მიხვდება იმასაც რომ ადამიანი თავისი ემოციების დაფარვას ცდილობს, რადგან მას სიტყვების და ემოციების შეუსაბამობა გამოააშკარავებს. გარდა სიტყვების და ემოციების შეუთანხმებლობისა, არსებობს ტყუილის გამოაშკარავების კიდევ ერთი ქმედება – ,,მიკროექსპრესიები”. ,,მიკროექსპრესიებს” ადამიანი მაშინ ავლენს, როცა თავისი ემოციების დაფარვას ცდილობს. სახეზე გამოიხატება მიმიკა, რაც მხოლოდ წამის მეხუთედი გრძელდება. მისი დაფარვა შეუძლებელია, რადგან გაუაზრებლად იჩენენ თავს. გამოიყოფა შვიდი მიკროექსპრესია: შიში, სიხარული, გაოცება, გაბრაზება, ზიზღი, არაფრად ჩაგდება, მოწყენილობა.

მიუხედავად მიკროექსპრესიების არსებობისა, ჩვენ შეგვიძლია დავფაროთ ტყუილი. რადგან მიკროექსპრესიები სახეზე ძალიან მცირე დროით ჩნდება, მისი შემჩნევა გაწაფული თვალისთვის ან განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანისთვის შესაძლებელია, მაგრამ სხვა ემოციების შემჩნევა ძალზედ ადვილია არაპროფესიონალისთვისაც.

ტყუილის დასაფარავად აუცილებელია, რომ გავაკონტროლოდ ხელები, რადგან პირველ რიგში ადამიანს ხელები გამოააშკარავებს. სწორედ ამიტომაა, რომ სასამართლოში ბრალდებულს კარგად გამოსაჩენ ადგილას აყენებენ. თუ თქვენ შეძლებთ ხელების მოძრაობის და ემოციებთან სიტყვების თანხვედრის გაკონტროლებას, მაშინ ნებისმიერი არაპროფესიონალის მოტყუებას შეძლებთ.

წინა «
შემდეგი »