როგორ დავძლიოთ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება?

  • zviadii
  • იანვარი 12, 2015

სოციალური ქსელიამ ინსტრუქციაში თქვენ გაიგებთ ყველაზე მარტივ ხერხს თუ როგორ დავაღწიოთ თავი სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას. ამისათვის საჭიროა სურვილი და ძლიერი მონდომება.

პირველი ნაბიჯი

მანამ სანამ რამეზე უარს იტყოდეთ უნდა გაათვითცნობიეროთ, რომ ეს თქვენ ნამდვილად გჭირდებათ. ამისათვის უნდა აწონოთ პლიუსი და მინუსი მოქმედებისა რომლის განხორციელებასაც აპირებთ. რა არის სოციალური ქსელების პლიუსები: ურთიერთობა, თქვენთვის ახლო ადამიანთან სიახლოვე მანძილის მიუხედავად, ძიება და პოვნა იმ ადამიანებისა ვისთანაც თავის დროზე რეალურ ცხოვრებაში რაღაც არ აგეწყოთ, ანუ მათი პატიება ვინც თქვენთვის სულ ერთი არაა და ა.შ. მინუსები: დამოკიდებულების გაჩენა, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს; დროის უქმად კარგვა; მხედველობის გაუარესება; წონის მომატება მჯდომარე ცხოვრების წესის გამო; რეალური ცხოვრება მიდის კომპიუტერთან, რაც ნიშნავს, რომ არ ვითარდება ანუ კარგავთ კავშირს მათთან ვინც თქვენს გვერდითაა არა ონლაინ რეჟიმში არამედ თქვენს სიახლოვეს აქ და ახლა და ა.შ

 მეორე ნაბიჯი

ვიღაცისათვის რელური ცხოვრება თავისი ყოველდღიურობით კარგავს ყოველგვარ აზრს. სტუდენტისათვის უფრო ადვილია დაივიწყოს სესიები თუ დიპლომი ვიდრე არ შევიდეს სოციალურ ქსელში. დაფიქრდით სანამდე შეიძლება ამან მიგიყვანოთ? არ გამოვა ნუთუ ისე, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ დაღუპავთ თქვენს მომავალს, ხოლო ინტერნეტში თქვენ იქნებით მხოლოდ მხიარული და კარგი მოსაუბრე. ასევე ხომ რეალურ ცხოვრებაშიც შეგიძლიათ იყოთ.

მესამე ნაბიჯი

არის მხოლოდ ერთი ხერხი აავსოთ თქვენი ცხოვრება აზრით: უბრალოდ აღარ უნდა შეხვიდეთ იქ. ის ვისთვისაც თქვენ მთავარი და ძვირფასი ხართ ნახავს საშუალებას თქვენთან შეხვედრისა და ურთიერთობისა სოციალური ქსელების გარეშეც.

შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ. დაუწესეთ თქვენს თავს დროითი შეზღუდვები და ნელ-ნელა მოუკელით შემდეგ კი საერთოდ თქვით უარი იქ გამოჩენაზე. თუ საკუთარი ძალები არ გყოფნით ამ დამოკიდებულებასთან საბრძოლველად მაშინ მიაკითხეთ ფსიქოლოგს.

წინა «
შემდეგი »