როგორ დავძლიოთ უძილობა?

  • tatatatusi
  • დეკემბერი 7, 2013

ძილიჯერ მხოლოდ დილის 10 საათია, თქვენ კი ფეხზე ძლივს დგახართ, თუმცა უკვე რამდენიმე ფინჯანი ყავის დალევა მოასწარით, საინტერესოა ღამე როგორ გატარეთ…

ალბათ, თვალებ დაჭყეტილი იწექით და მოუსვენრად წრიალებდით. სხვათაშორის ინკვიზიტორები ყველაზე საშინელ წამებათ უძილობას მიიჩნევდნენ… ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია.

მრავალი ჩვენგანი ნებით ისჯის თავს, როცა ძილს ღამის კლუბზე, ბარზე, კაზინოზე, ინტერნეტსა თუ ღამის სატელევიზიო გადაცემებზე ცვლის.

დაურთეთ ამას უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა და მშვიდობით ძილო! ცხოვრების ასეთ წესი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებას და ათას სხვა უბედურებას იწვევს.

სპეციალისტები გვირჩევენ: იძინეთ იმდენი რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ. მიეცი ნერვიულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალება. ერთი უძილო ღამე რომ აინაზღაუროთ, ორი ღამე მაინც არის საჭირო, დღის ძილი კი არც თუ ისე სასარგებლოა. ის ბიორიტმებს ცვლის და ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა დესინქრონიზაციას იწვევს.

გვერდზე გადადეთ ყველაფერი რაც დაძინებაში ხელს გიშლით: სიგარეტსა და ყავას დაწოლამდე 4 საათით ადრე გამოეთხოვეთ, ხოლო ვახშამი დაწოლამდე 2 საათით ადრე მიირთვით. საწოლში არ იკითხოთ და არ უყუროთ ტელევიზორს.

დაწექით როცა ძილი მოგერევათ. ასე რეფლექსები გამოგიმუშავდებათ და დაწვებით თუ არა უმალვე დაგეძინებათ. თუ უძილობამ თვეზე მეტხანს გასტანა აუცილებლად მიმართეთ სომნოლოგს, ნერვოლოგს, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს.

აგრეთვე უძილობისა და დაღლილობის დროს სასურველია ჩვენს საკვებ მენიუს დავუმატოთ სპილენძით მდიდარი პროდუქტი, სადილად მივირთვათ ქათამი, გახეხილი თხილი, მზესუმზირა, რომელიც შეიცავს სპილენძს და შეგვიძლია დამატებით მივიღოთ ვიტამინების კომპლექსი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.