როგორ დავძლიოთ ფრენის შიში?

  • zviadii
  • November 20, 2014
  • 0

ფრენის შიშიროგორც კი დგება შვებულების დრო, უმეტესობა მიემგზავრება საზღვარგარეთ დასასვენებლად. მგზავრობის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება თვითმფრინავია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ფრენის პანიკური შიში აქვთ. გთავაზობთ ინსტრუქციას ამ შიშის დასაძლევად.

1) ეცადეთ იფიქროთ სასიამოვნოზე. სინამდვილეში თქვენ გაშინებთ უცოდინარობა. ამიტომ გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე დაჯექით, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ყველაფერი რაც მოხდება. როგორ შედიხართ თვითმფრინავში, როგორ ჯდებით, როგორ იკრავთ უსაფრთხოების ღვედებს, როგორც კი იწყება შიში მაშინვე უნდა დაიწყოთ ფიქრი რაიმე სასიამოვნოსა და კარგზე. მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ წევხართ პლიაჟზე, თბილ ქვიშაზე და მიირთმევთ გამაგრილებელ კოქტეილს. როგორც კი დამშვიდდებით, გააგრძელეთ წარმოდგენა რა მოხდება თვითმფრინავში შემდეგ. ყოველ ჯერზე როგორც კი იგრძნობთ შიშის მოახლოებას, მაშინვე დაიწყეთ ფიქრი რაიმე კარგზე.

2) დაიწყეთ უკუღმა თვლა ათამდე. ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში და როდესაც მოდუნებული ხართ შიში ნაკლებია. ასეთი ვარჯიში სასურველია გაიმეოროთ რამდენჯერმე.

3) დაკავდით რამით. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ადამიანები რომლებიც არაფრით არ არიან დაკავებულნი, ყოველთვის რაღაცით არიან გაღიზიანებულნი. ამიტომ თან იქონიეთ რომელიმე საინტერესო წიგნი. ყველაზე უფრო გამოგადგებათ დეტექტივი. კითხვა დაიწყეთ ჯერ კიდევ სახლში რათა მოასწროთ სიუჟეტში “ჩაფლობა”.

თვითმფრინავში სმა4) თქვით რომ გეშინიათ. ამგვარ შიშს განიცდის ბევრი ადამიანი. ამიტომ ავიახაზები მზად არიან ასეთი მგზავრების მისაღებად. თქვენ უბრალოდ თავიდანვე უდა გააფრთხილოთ სტიუარდესა თქვენი შიშის შესახებ. მან შესაძლოა შემოგთავაზოთ ცოტაოდენი სასმელის ან წამლის მიღება. თუ თქვენ გაგიჩნდებათ ძლიერი შიში, რომელიც უკვე პანიკაში გადადის თქვენ აუცილებლად დაგელაპარაკებათ ვინმე და დაგამშვიდებთ.

5) რაც უფრო ნაკლები საგანი გახსენებთ რომ იმყოფებით თვითმფრინავში, მით უკეთესი. ამიტომ მაშინვე დახურეთ ფანჯარა (ილუმინატორი). უთხარით თქვენს გერდზე მჯდომ მგზავრს, რომ გეშინიათ ფრენის. მასთან საუბარი გადაგატანინებთ ყურადებას.

6) თუ შეძლებთ ეცადეთ დაიძინოთ. შეგიძლიათ თხოვოთ ექიმს, გამოგიწეროთ საძილე საშუალება ფრენის დროს და იმ დროისათვის სანამ თქვენ გაიღვიძებთ თვითმფრინავი მივა დანიშნულების ადგილამდე. მანამდე გააფრთხილეთ ბორტგამცილებელი, რომ არ გაგაღვიძონ სადილზე.

წინა «
შემდეგი »