როგორ დავწეროთ განცხადება?

  • ნათია ჩაკვეტაძე
  • September 9, 2016
  • 0

xelis mowera do'kumentzeგანცხადება წერილობითი დოკუმენტია, რომელიც იწერება ცალკეულ პირთა მიერ რომელიმე წარმოება-დაწესებულების ან მისი ხელმძღვანელის სახელზე. პიროვნების განცხადება შეიძლება იყოს ნებართვის აღება, გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლა, ასევე იგი შეიცავს თხოვნას ან საჩივარს.

  საერთოდ გავრცელებულია განცხადების გაფორმების შემდეგი სახე:

1. ფურცლის მარჯვენა მხარეს იწერება, თუ ვის მიემართება განცხადება.

2. მომდევნო სტრიქონზე იწერება თუ ვისგანაა განცხადება.

3. ერთი ან ორი სტრიქონის გამოტოვებით იწერება სიტყვა ”განცხადება”.

4. ერთი სტრიქონის გამოტოვებით იწერება ძირითადი ტექსტი,რომელიც უნდა შეიცავდეს განცხადების დაწერის მიზეზს,დასაბუთებას,განმცხადებლის სურვილს.განცხადება უნდა დაიწყოს სიტყვით ”გთხოვთ”.

5. ქვევით, განცხადების მარცხენა მხარეს იწერება თარიღი.

6. ბოლოს-ხელის მოწერა.

  განცხადების ნიმუში:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს (სახელი და გვარი)

ფილოლოგიის ფაქულტეტის სტუდენტის (სახელი და გვარი)

გ         ა           ნ         ც          ხ         ა         დ         ე         ბ        ა

გთხოვთ ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ ლექციებიდან ამა წლის 12 მარტს და გაცდენილი საათები ჩამითვალოთ საპატიოდ.

თარიღი:                                                                                   ხელმოწერა:

წინა «
შემდეგი »