როგორ დავწეროთ დღიური?

  • An'na
  • January 21, 2018
  • 0

დღიურიდღიურის წერა არაჩვეულებრივი გზაა რთული დღისა და იმედგაცრუებების გადასატანად. თუ გსურთ დღიურის დაწყება, მაგრამ არ იცით ეს როგორ მოახერხოთ, რამდენიმე იდეას მოგაწვდით!

5 მთავარი წესი:

1. დაწერეთ ყველაფერი ის რასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ. იყავით გულახდილები და გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი დეტალი.
2. ჩაწერეთ მასში ყოველ დღე, ერთი და იმავე დროს.
3. გააფორმეთ თქვენი ჩანაწერები საკუთარი ილუსტრაციებით.
4. შეცვალეთ ყდა ისე, რომ ის უფრო პირადული გახდეს.
5. ნუ გაავსებთ დღიურს სამახსოვრო ფოტოებით.

ჩამოაყალიბეთ თქვენი დღიურის პირობები. რა ტიპის დღიურს აწარმოებთ, მთლიანად არის დამოკიდებული თქვენი წერის სტილზე, პირად პრივილეგიებსა და სხვა ფაქტორებზე. სანამ დღიურს იყიდით დაფიქრდით რას ჩაწერთ მასში.

  • რამხელა ასოებით წერთ? თუ პატარა და კოხტა ნაწერი გაქვთ, შეგიძლიათ უფრო ვიწრო ხაზიანი დღიური აარჩიოთ. თუ დიდად წერთ, ან ჩანახატების გაკეთება მოგწონთ, შეგიძლიათ თეთრფურცლიანი, უხაზო დღიური შეიძინოთ.
  • გსურთ თქვენი დღიური მუდმივად თან ატაროთ? ბევრ ადამიანს სურს დღიური მუდამ თან ჰქონდეს და მასში ყოველდღე წერდეს. თუ თქვენი გეგმაც ასეთია, შეიძინეთ პატარა ზომის დღიური.
  • თუ სხვა ხალხთან ერთად ცხოვრობთ და პირადი სივრცე გჭირდებათ, შეიძინეთ დღიური საკეტით. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღიურის ბოქლომი ადვილი გასახსნელია.
  • არსებობს უამრავი საიტი, სადაც შეგიძლიათ ონლაინ დღიურის წარმოება. მისი დადებითი მხარეები ისაა, რომ ნაკლები ადგილი სჭირდება და თანაც აკრეფვა წერაზე ბევრად მარტივია. თუმცა უსაფრთხოება ნამდვილად პრობლემაა. საიტი პაროლითაც რომ იყოს დაცული, ესეც არ გაძლევთ 100%-იან დაცულობის გარანტიას.

წინასწარ შეარჩიეთ ადგილი დღიურის შესანახად. ის შეიძლება შეინახოთ ლეიბის ან ტანსაცმლის ქვეშ, ან ნებისმიერ ადგილზე, სადაც არავინ შეეხება.

აღნიშნეთ ყოველი ახალი თავი. ამისთვის ბევრი გზა არსებობს. შეგიძლიათ თარიღი მიუთითოთ, რითიც გაიხსენებთ ხოლმე რთულ პერიოდებს. თუ გსურთ, მოიფიქრეთ მხიარული და კრეატიული სათაურები.

დღიურის წარმოება სასარგებლოა. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ გულწრფელად წერა ეხმარება ადამიანის ტვინს ემოციის რეგულირებაში.

  • ბევრი ადამიანი დღიურს განსაწმენდელ საშუალებად მიიჩნევს, სადაც შეუძლიათ თავიანთი ნამდვილი თავის გამოჩენა, ემოციების, როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის, აღწერა.
  • დაივიწყეთ წერის ხარისხი. თქვენი დღიური თქვენი საიმედო სივრცეა. დაწერეთ პირველივე რამ, რაც თავში მოგივათ.

დღიურის მრავალი ტიპი არსებობს. ზოგიერთი ადამიანი დღიურს ყოველდღიური ამბების ჩასაწერად იყენებს, თუმცა ზოგი დღიურში თავიანთ ოცნებებზე წერს. თუ რაიმე მიზნის მიღწევაზე მუშაობთ, მაგალითად წონის დაკლებაზე, დღიურში შეგიძლიათ თქვენი პროგრესი და განცდები ჩაწეროთ.

დღიურიგამოიყენეთ ბევრი დეტალი. დღიური ასევე მნიშვნელოვანია მოგონებების და მისი უეცარი შედეგების დასამახსოვრებლად. მეხსიერება საკმაოდ არამყარია ყველა მოგონების ზუსტად დასამახოვრებლად და დროთა განმავლობაში დეტალები დაგავიწყდებათ.

  • სანამ წერას დაიწყებთ, დაფიქრდით რომელია ისეთი მოგონება წარსულიდან, რომლის დამახსოვრებაც გსურთ.
  • ყველა დეტალის აღწერისას გულახდილი უნდა იყოთ, რათა არ დაამახინჯოთ მოგონებები.

თუ გსურთ დღიურის ყოველდღიურად წერა, თუმცა ამისთვის დროს ვერ პოულობთ, შეადგინეთ განრიგი. ასე დღიური თქვენი რუტინის ნაწილი გახდება.

არ შეადგინოთ ისეთი განრიგი, რომელსაც იცით, რომ ვერ შეასრულებთ. ყოველდღე წერის ნაცვლად დაწერეთ კვირაში სამჯერ.

როდესაც დროის ნაკლებობას განიცდით, დაწერეთ ნაკლები ინფორმაცია. დაწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციები და ფიქრები. მოიშორეთ ისინი, რაც თავს ცუდად გაგრძნობინებთ. ამბის გავრცობა თავისუფალ დროსაც შეგეძლებათ, უბრალოდ მნიშვნელოვანია ზოგიერთი ინფორმაციის შენახვა სანამ დაგავიწყდებათ.

დაამატეთ ილუსტრაციები. ბევრი ადამიანი ხატვას უფრო მოსახერხებლად თვლის, ვიდრე წერას. ამიტომ ჩანახატების გაკეთება სახალისო გზაა რომ დღიური უფრო პირადი გახადოთ.

შეგიძლიათ პატარა ჩანახატი ყველა გვერდისთვის გააკეთოთ. მაგალითად, თუ გყავთ კატა, შეგიძლიათ ყველა გვერდის ქვედა ნაწილში პატარა კატა დახატოთ. შეგიძლიათ ნახატები თარიღებსაც შეუსაბამოთ. ზამთარში კატა ციგით ისრიალებს, ზაფხულში კი სათვალეებით დახატეთ.

ილუსტრაცია შეიძლება ეხებოდეს თქვენ ნაწერს. ყოველი თავის შემდეგ დახატეთ მასთან დაკავშირებული რამ. დახატეთ ადამიანები, რომლებიც შეგხვდნენ, საჭმელი, რომელიც ჭამეთ, ფილმები, რომელბსაც უყურეთ. ნებისმიერი სამახსოვრო რამ.

გადააკეთეთ ყდა. ბევრ დღიურს დეკორატიული ყდა აქვს, თუმცა ზოგიერთი უბრალოა. თუ თქვენ ყდას მოსაწყენად და უბრალოდ თვლით, დაამატეთ გაფორმებები. დაწერეთ თქვენი სახელი ფერადი და განსხვავებული ასოებით, დააკარით სტიკერები ან დააწებეთ ჟურნალებიდან და გაზეთებიდან ამოჭრილი ფოტოები. შეგიძლიათ დახატოთ მარკერებით. ყდის შეცვლითაც კი შეგიძლიათ გაერთოთ!

თუ არ გსურთ ან არ შეგიძლიათ ჟურნალის გაფორმება, შეგიძლიათ ის ონლაინ მაღაზიაში შეუკვეთოთ. ასე შეძლებთ თქვენ თვითონ აირჩიოთ ილუსტრაცია, დღიურის ტიპი, დაამატოთ ყდის შიგნით თქვენი სახელის, მისამართის, ტელეფონის ნომრის ადგილი. დღიურების უმეტესობა გათვლილია უფრო ახალგაზრდა მომხმარებლისთვის, ამიტომ მასში ხაზების ნაცვლად შეიძლება ცარიელი ფურცლები იყოს.

არ გადააჭარბოთ. ძალიან კარგია დღიურში კონცერტის ბილეთების, ფოტოების, ბროშურების და სამახსოვრო ნივთების ჩაკვრა, თუმცა დღიურის ძირითადი მიზანი წერაა და ამიტომ ის ალბომს არ უნდა დაემსგავსოს.

წინა «
შემდეგი »