როგორ დავწეროთ კარგი სტატია

  • ihow.ge
  • დეკემბერი 9, 2012
სტატიებს ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რაც გამოწვეულია თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებით, რამაც საშუალება მისცა ნებისმიერ ადამიანს წეროს მისთვის საინტერესო თემაზე, ზოგიერთი ამას გართობის მიზნით აკეთებს, ხოლო ზოგიერთისათვის ეს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. სტატიის დაწერა არ არის რთული, მაგრამ კარგი სტატიის დაწერაც არ არის ადვილი. მოგცემთ რამოდენიმე რჩევას რომელიც დაგეხმარებათ სტატიის სრულყოფაში იმის მიუხედავად თქვენ წერთ სტატიებს გაზეთისთვის, ჟურნალისთვის თუ უბრალოდ თქვენი ბლოგისათვის.

 

განსაზღვრეთ სტატიის თემატიკა – თავდაპირველად განსაზღვრეთ თუ რა თემატიკაზე აპირებთ წერას. ამ საკითს უნდა მოეკიდოთ ძალიან ყურადღებით და თავიდანვე განსაზღვროთ რისი თქმა გსურთ აღნიშნული სტატიით და როგორ გააკეთებთ ამას.

სტატიის მოცულობა – რა მოცულობის უნდა იყოს თქვენი სტატია? ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სად განთავსდება თქვენი სტატია ინტერნეტში, გაზეთსა თუ ჟურნალში, ასევე სტატიის მოცულობა მის თემატიკაზეა დამოკიდებული. რთულია სიტყვების ის რაოდენობა დაასახელო რომელიც განსაზღვრავს სტატიის სიცუდეს ან სიკარგეს მაგრამ ოპტიმალურ მოცულობად მაინც 500-750 სიტყვა ითვლება.

  • ყოველთვის ეცადეთ მკითხველის ადგილზე წარმოიდგინოთ საკუთარი თავი;
  • სტატიის დასრულების შემდეგ ხელახლა გადაიკითხეთ ის რამოდენიმეჯერ;
  • გაამარტივეთ ის სიტყვებისა და ტერმინების შეცვლის მეთოდით;
  • დარწმუნდით რომ სტატია ადვილად და სწრაფად წასაკითხია.

წინააღმდეგ შემთხვევაში თუ სტატია ძალიან დიდია მკითხველი დაკარგავს კონცენტრაციას და ის შეწყვეტს კითხვას. შეამოწმეთ თქვენი წინადადებები და აბზაცები, გადახედეთ სიტყვებს და დარწმუნდით, რომ ისინი კარგად არიან თანწყობილნი.

აბზაცი უნდა გადმოგვცემდეს ერთ კონკრეტულ, დასრულებულ აზრს და იგი უნდა შედგებოდეს რამოდენიმე წინადადებისაგან. აბზაცი არ უნდა იყოს ძალიან დიდი, რათა იგი იყოს ადვილად წასაკითხად.

აზრი გადმოეცით სწორად და ზუსტად – დარწმუნდით რომ თქვენი წინადადებები გამართულია სტრუქტურულად და გრამატიკულად. განავითარეთ თქვენს მიერ შერჩეული თემა ლოგიკურად. აბზაციდან აბზაცზე გადასვლა უნდა ხდებოდეს ისე რომ საერთო აზრი არ იკარგებოდეს და საბოლოოდ უნდა მივიღოთ დასკვნა სტატიაში დაწერილ საკითხზე.

    სტატია უნდა პასუხობდეს შემდეგ 5 კითხვას
  • როგორ?
  • ვინ?
  • სად?
  • როდის?
  • რა?

სათაური და სტატიის პირველი სიტყვები არის ძალიან მნიშვნელოვანი მკითხველის ყურადღების მისაპყრობად, პირველი შთაბეჭდილების მოხდენის შემდეგ უნდა განავითაროთ სტატია ნაბიჯ-ნაბიჯ.

დაგეგმეთ რის თქმას აპირებთ, ასევე მოისაზრეთ თუ როგორ იტყვით ამ სათქმელს, გააკეთეთ ე.წ სია საკვანძო საკითხებისა და შემდეგ შეუდექით ამ საკითხებზე მუშაობას, განავითარეთ სტატია ლოგიკურად, ბუნებრივად და მარტივად, ისე რომ წაკითხული წინადადებებიდან აზრის გამოტანა მარტივი იყოს.

სტატიის ბოლოს გააკეთეთ კარგი შეჯამება მიმოხილული საკითხებისა, სტატიის კარგად დასრულების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მთელი სტატიის ერთიანობის შენარჩუნებას.

დასრულებულ სტატიას გაუკეთეთ რედაქტირება. წაიკითხეთ სტატია ხმამაღლა და დარწმუნდით, რომ აზრები სწორად და გასაგებად გაქვთ დალაგებული, ასევე ყურადღება მიაქციეთ გრამატიკულ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.

წინა «
შემდეგი »