როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომი?

  • anzori
  • აგვისტო 19, 2015

უნივერსიტეტის დამთავრებასაბაკალავრო ნაშრომი (ასევე სამაგისტრო ნაშრომი) ეს ის გარდაუალი მომენტია, რომელსაც ვერცერთი სტუდენტი ვერ აცდება, რომელსაც სწავლის დასრულება სურს (ზოგადად ძალიან კარგი იქნება უნივერსიტეტები საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომებს თუ შეუცვლიან დანიშნულებას და ამ ნაშრომისაგან სტუდენტი რეალურად მიიღებს სიღრმისეულ ცოდნას გარკვეულ საკითხში და არ იქნება ორიენტირებული იმაზე თუ საიდან დააკოპიროს ან მოიპაროს მასალა რათა მარტივად გავიდეს ფონს).დღესდღეობით საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომებით სტუდენტები სწავლობენ სხვისი მასალის (საბაკალავრო ნაშრომის) მითვისებას და არა რაიმე ღირებულს. წლების განმავლობაში ბრუნავს რამოდენიმე თემა, რომელიც შექმნილია წლების წინ და ლექტორებიც ამაზე თვალს ხუჭავენ. ზოგი კი ისეთია, რომ ვერც ამჩნევს რომ აღნიშნული თემა წინა წლებშიც ჩაიბარა და უბრალოდ ახლა ის არის ოდნავ განსხვავებული მოდიფიკაციით.

საბაკალავრო ნაშრომი

საბაკალავრო ნაშრომის სტანდარტები

  1. ჩავრთოთ Microsoft Office Word
  2. შევქმნათ სატიტულო ფურცელი (ყდა)
    3. ავირჩიოთ A4 ფორმატის ზომა
  3. მინდვრები: 2,5 სანტიმეტრი ქვემოთ და ზემოთ, 3 სმ – მარცხნივ და 1,5 – მარჯვნივ
  4. ავირჩიოთ ფურცლის ზომა A4: Page Layout > Size > A4
    ფურცლის ზომა
  5. შუაშია დავწეროთ უნივერსიტეტის სახელი სრულად.
  6. ტექსტი გავხადოთ მუქი. (Bold)
  7. ტექსტის ზომა იყოს 12.
  8. ფონტი Times New Roman.
    იხილეთ სურათ
  9. გამოვტოვოთ რამდენიმე ადგილი და დავწეროთ “სათაური” დახრილი ასოებით ( I )
  10. გამოვტოვოთ ადგილი დავწეროთ “სტუდენტის სახელი, გვარი” დახრილი ასოებით ( I )
  11. ქვემოთა ხაზზე დავწეროთ “საბაკალავრო / სამაგისტრო ნაშრომი ( ფაკულტეტის სახელი ).
  12. ჩამოვიდეთ რამდენმე ხაზზე და დავწეროთ მარჯვენა მხარეს “ხელმძღვანელი” და ქვემოთა ხაზზე აკადემიური თანამდებობა სახელი, გვარი (დახრილი ხაზით ( I ).
  13. სულ ქვემოთა ხაზზე “ქალაქი და წელი” მაგ : თბილისი 2015
  14. სატიტულო ფურცელი
  15. შემდეგი ეტაპი არის გავაკეთოთ ახალ გვერდზე საბაკალავრო ნაშრომის სარჩევი.
  16. მარცხენა მხარეს დავწეროთ სამადლობები სიტყვა, (მოვნიშნოთ და მივუთითოთ Heading 1, ტექსტის ზომა ავტომატურად გახდება 14.) მის ქვემოთ დავწეროთ სამადლობელი სიტყვა ისე რომ დაშორება იყოს 1.5 ტექსტებს შორის.
    იხილეთ სურათი
  17. შემდეგ უნდა იყოს რეზიუმე ანუ მოკლე შინაარსი. (გავიმეოროთ 17 გზა)
  18. შემდეგ არის ცხრილები და გრაფიკები (ყველა გამოყენებული ცხრილი და გრაფიკი უნდა იყოს დანომრილი)
  19. შემდეგი ნაწილია საბაკალავრო ნაშრომის შესავალი
  20. თავები და ქვეთავების გამოყენება. თავებისისთვის ვიყენებთ (Heading 1 ) ხოლო ქვეთავი არის ( Heading 2 , 3 ,4 და ასშ)
  21. და ბოლოს დასკვნა და ლიტერატურის სია.
  22. სარჩევის სტილის შესარჩევად შევიდეთ Reference > Table of Content > Content
  23. სარჩევი
  24. მოვნიშნოთ სარჩევი და დაშორება გავაკეთოთ ტექსტებს შორის 1.5 ხოლო ტექსტის ზომა 12
    სარჩევი
    26. აუცილებელი თვისებები საბაკალავრო ნაშრომის ტექსტის წერისას
  25. გამოიყენეთ შრიფტი Times New Roman ინგლისურისთვის და თურქულიისთვის, Sylfaen – ქართულენოვანი ტექსტებისთვის.
  26. თავის სათაური უნდა იყოს აკრეფილი 14 ზომის შრიფტით, დიდი ასოებით, ქვესათაურები – 12 ზომით, ტექსტი – 12 ზომით. სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5.
    უმჯობესია, სათაურები განთავსდეს ხელმარცხნივ. ყოველ შემთხვევაში, ყველა სათაური უნდა გაფორმდეს ერთნაირად – მარჯვენა მინდორზე დაწყებული ან სტრიქონის ცენტრში.
  27. შესავალი, ყოველი თავი, დასკვნები და ლიტერატურის სია უნდა დაიწყოს ახალი გვერდიდან. ქვე-თავებს შორის უნდა იყოს 1-2 სტრიქონი გამოტოვებული. ცხრილის სათაური უნდა იყოს იმავე გვერდზე სადაც ცხრილია.
  28. ქვე-თავის სათაური არ უნდა ასრულებდეს გვერდს (მას სულ ცოტა ერთი სტრიქონი უნდა მოსდევდეს).
    31. საბაკალავრო ნაშრომი – გვერდების დანომვრა.
  29. ყდა არ უნდა დაინომროს.
    ყრდის არ დანომვრა
  30. მადლობის წერილი, ცხრილების, ნახატებისა და გრაფიკების სია, შემოკლებების სია, რეზიუმე და სარჩევი უნდა დაინომრონ რომაული ციფრებით. (გავიმეოროთ 32 ნაბიჯი იგივე მოქმედება სარჩევის გვერდზე ოღონდ მითითებული იყოს სარჩევის ფურცელი, დავაჭიროთ ორჯერ მარჯვენა კუთხეში სარჩევის გვერდზე გამოჩნდება Footer ის განყოფილება)
    სურათი 1
  31. გადავიდეთ Design > და მოვხსნათ link to Previous
  32. ავიდეთ გვერდ 1-ზე დავაჭიროთ ორჯერ და შემდეგ Delete
  33. ჩამოვიდეთ გვერდ 2 ზე და ნახეთ სურათი
    დანომვრა
  34. გვერდები უნდა დაინომროს ქვემოთ, შუაში. არაბული ციფრებით დანომვრა იწყება შესავლიდან. (იხელმძღვანელეთ ზემოთა ნაბიჯებით)

საბაკალავრო ნაშრომი დამუშავებულია ტექნიკურად ახლა უკვე ის თქვენ ღირებული კონტენტით უნდა შეავსოთ

წყარო: ips.ibsu.edu.ge
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.