Google

როგორ დავწეროთ სტატია (iHOW.GE)

დაწერილია:May 20, 2012

საკმაოდ ბევრ ადამიანს გააჩნია სტატიის დაწერის და გამოქვეყნების სურვილი, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკლებად ერკვევიან „კომპიუტერში“, ეს საკმაოდ რთულად ეჩვენებათ და წარმოუდგენიათ.

მოცემულ სტატიაში ნახავთ თუ რაოდენ მარტივია სტატიის დაწერა ტექონოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო წერის კულტურას და სტატიის სტრუქტურულ გამართულობას აღნიშნულ სტატიაში არ განვიხილავთ.

ვებ-გვერდზე რეგისტრაცია

იმისათვის, რომ თქვენ მოგეცეთ ვებ-გვერდზე სტატიის დაწერის საშუალება, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლა ძალიან მარტივია, აკლიკებთ ღილაკზე “რეგისტრაცია

– გადადიხართ სარეგისტრაციო გვერდზე;

– შეგყავთ მითითებული მონაცემები;

– აკლიკავთ ღილაკს “რეგისტრაცია“.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ შემდეგ შეტყობინებას:

ახალი სტატიის დაწერა

შეამოწმეთ ელ-ფოსტა, სადაც გამოგზავნილი იქნება თქვენი მომხმარებლის სახელწოდებაც და პაროლიც.

ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენ გადამისამართდებით კონსოლში, სადაც საშუალება გაქვთ დაარედაქტიროთ თქვენი პროფილი და რაც მთავარია დაწეროთ ახალი ჩანაწერი (ანუ სტატია).

მას შემდეგ, რაც დააკლიკავთ „ახლის დამატებას“, გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე, სადაც ისრებით მითეთებულია ის ველები სადაც უნდა შეიყვანოთ სტატიის სათაური და დაწეროთ სტატია.

სტატიის გაფორმება და გამოქვეყნება

სტატიის გაფორმებას არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე მის შინაარს, რადგან სტატიის სწორად გაფორმება მნიშვნელოვნად ზრდის მისი მნახველების რაოდენობას საძიებო სისტემების მეშვეობით.

შავ გრაფაში მოთავსებულია მედიის დამატების ღილაკი, რომელიც ძირითადად სურათის ასატვირთად გამოიყენება. სურათს უნდა დაარქვათ შესაბამისი სახელი და ბოლოში მიუწეროთ -ihow.ge (მაგ:  როგორ-დავწეროთ-სტატია-ihow.ge და არა sfkj8576jlj-ihow.ge)

შენიშვნა: ახალ დარეგისტრირებულ წევრებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის სურათის ატვირთვასთან დაკავშირებით, სტატიის მოდერაციის გარეშე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და ა.შ. (თუ გსურთ აღნიშნული ფუნქციების გააქტიურება მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით).

1. წითელი ისრით მონიშნულია ის ფუნქცია რომელიც ასე ვთქვათ სტატიას წყვეტს და სვამს სტატიის დაწვრილებით… წაკითხვის ფუნქციას;

2. წითელი ისრით ნაჩვენებია მენიუს დაფარვის და გამოჩენის ფუნქცია;

შავი ისრით მითითებულია სტატიის წერის ფორმატი „ვიზუალური“, რომელიც გიჩვენებთ თქვენს მიერ დაწერილ სტატიას იმ ფორმით, რომლითაც ის განთავსდება გამოქვეყნების შემდეგ ვებ-გვერდზე. 

ყველა ფუნქციას დეტალურად არ განვიხილავთ დანარჩენი ფუნქციები შეგიძლიათ თავად ნახოთ და გამოსცადოთ.

ქართული კლავიატურა ავტომატურად გააქტიურებულია და იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ ქართული ასოების გამოყენება შეგიძლიათ გათიშოთ ქართული კლავიატურა მითითებული სანიშნის მოშლით ან უბრალოდ დააჭირეთ ( ~ ) ფრჩხილებში მოთავსებულ ღილაკს.

სტატიის დასრულების შემდეგ, ირჩევთ სტატუსს – დასამტკიცებელი და აკლიკებთ ღილაკზე „შენახვა დასამტკიცებლად“.

შენიშვნა

სტატიის გამოქვეყნებამდე უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

- სტატია უნდა მიაკუთვნოთ რომელიმე კატეგორიას;

- უნდა დაამატოთ ტეგები ანუ ის საკვანძო სიტყვები, რომელიც სტატიაში გაქვთ გამოყენებული;

- უნდა დააყენოთ მინიატურა.

მინიატურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ის სურათი, რომელიც სტატიაში გაქვთ გამოყენებული, სურათის მინიატურად დაყენება მისი ატვირთვისტანავე შეგიძლიათ შემდეგნაირად:

აკლიკებთ ბმულზე “გამოსახულების ესკიზის სახით გამოყენება” და შემდეგ აკლიკებთ ღილაკზე “ჩანაწრში ჩასმა“.

ასევე წაიკითხეთ . . .

Translate »