როგორ დავხატოთ ნატურმორტი?

  • pkzeze
  • მაისი 25, 2013

როგორც იცით, ნატურმორტი ფრანგული სიტყვაა და სიტყვასიტყვით “მკვდარ ბუნებას” ნიშნავს. სახვითი ხელოვნების ეს ჟანრი მართლაც უსულო საგნებს ასახავს. ნატურმორტის “გმირად” შეიძლება იქცეს ნებისმიერი ნივთი: ჭურჭელი, ხილი, ყვავილები, ქსოვილი, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა. მხატვრები ამ ნივთებს სურათის სიბრტყეზე, თავისი ჩანაფიქრის შესაბამისად, ისევე ანაწილებენ, როგორც თქვენ განალაგეთ საგნები მაგიდაზე. ელემენტების განაწილებით იქმნება ნატურმორტის კომპოზიცია.

frans snyders    ნატურმორტი დამოუკიდებელ ჟანრად XVII საუკუნიდან გვხვდება. ეს ჟანრი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ჰოლანდიაში, სადაც იგი რიგით ჰოლანდიელთა სახლების კედლებს ამკობდა და მათი ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო.
ჰოლანდიელი მხატვრები ნატურმორტებზე ხშირად საგნებთან ერთად ცხოველებს, ფრინველებს და თევზებსაც კი გამოსახავდნენ, ოღონდ ისინი ყოველთვის ნანადირევის სახით (ანუ დახოცილი) იყო წარმოდგენილი, რითიც ამ ჟანრის სახელწოდება სრულიად მართლდებოდა. ნატურმორტი ნანადირევით ჰოლანდიელთათვის ან ჟანრის ერთ-ერთი საყვარელი სახეობა იყო.

francisco surbaranფრანცისკო სურბარანის ამ ნატურმორტზე თითქოს ნივთების “პორტრეტებს” ვხედავთ, რადგან თითოეული ნივთის ფორმა, ფერი, ფაქტურა მათ ხასიათს გადმოსცემს და უბრალო, სადა ნივთების მომხიბვლელობას განაპირობებს. შესაძლოა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ნივთებს ყურადღება არც კი მივაქციოთ, ნატურმორტის ფუნქცია კი სწორედ ესაა – ჩვეულებრივში მშვენიერება, პოეტური სილამაზე დაგვანახოს.

როგორ დავხატოთ
ნატურმორტის დასახატად მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა ნივთებს შევარჩევთ. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო, ნივთი შესაძლებელია მხატვრის ყურადღების ღირსი გახდეს. ნატურმორტი შეიძლება ერთი ან რამდენიმე ნივთისგან შედგებოდეს.
მხატვრები საგანგებოდ არჩევენ ნივთებს ნატურმორტისათვის, შემდეგ ალაგებენ მათ და ეძებენ წერტილს, საიდანაც ის უნდა დახატონ. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სურათზე მუშაობა. სამუშაოს ეს თანმიმდევრობა ყველამ უნდა დაიცვას ნატურმორტის ხატვისას.
თავდაპირველად, როდესაც მხატვარი ნატურმორტის ხატვას იწყებს, იგი ცდილობს ისე გაანაწილოს მის მიერ დადგმული ნატურმორტის შემადგენელი ნივთები, რომ ფორმატზე მისთვის სასურველი კომპოზიცია შექმნას. გარდა ამისა, იგი ითვალისწინებს თითოეული საგნის ზომას და მათ ურთიერთშეფარდებას.
ნატურმორტის ხატვისას მხატვრები ყოველთვის ითვალისწინებენ საიდან ეცემა ნივთებს სინათლე და ამის მიხედვით ანაწილებენ მათ ზედაპირზე შუქ-ჩრდილს. განათებული ადგილები შედარებით ღია ფერით იხატება, ჩრდილში მოქცეული კი – მუქი ფერებით.

P25-05-13_14.46
– ნებისმიერი საგნის ან ფორმის გადმოსაცემად მხატვრები ხშირად შუახაზს იყენებენ.

ჟან ბატისტ შარდენი. 1766 წ.
Jean-Baptiste_Siméon_Chardin_011   შარდენის ამ ნატურმორტს საგანგებოდ არ აწერია სახელწოდება.
მხატვარს ამ ნატურმორტით, რომელშიც შემოქმედთა (მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის) სამუშაო მასალები, იარაღები და ატრიბუტებია გამსოახული, სურდა ხაზი გაესვა როგორც შემოქმედის კეთილშობილი შრომისთვის, ისე საერთოდ ხელოვნების მნიშვნელობისთვის. ნამუშევარს შესაბამისი სახელწოდება აქვს – “ხელოვნების ატრიბუტები”.
როგორც დაინახეთ, საზოგადოდ, მხატვარი ნატურმორტში უსულო საგნებს ასახავს, მაგრამ აცოცხლებს მათ, წარმოაჩენს მათ “ხასიათს”, მნიშვნელობას და შესაბამის განწყობილებას ქმნის.

დავდგათ და დავხატოთ ნატურმორტი

* დასახატად დადგმულ ნატურმორტს ყველა თქვენგანი კარგად უნდა ხედავდეს.
* სანამ ფერით დაიწყებდეთ ხატვას ჯერ ფანქრით მსუბუქად მოხაზეთ ნივთები და გაანაწილეთ ისინი ფორმატზე, განსაზღვრეთ მათი პროპორციული ურთიერთშეფარდება
* სიმეტრიული აგებულების მქონე ნივთების დასახატად ფანქრით გაავლეთ შუახაზი. ეცადეთ ამისთვის არ გამოიყენოთ სახაზავი.
* განსაზღვრეთ, საიდან ეცემა შუქი თქვენს ნატურმორტს, მონიშნეთ ყველაზე ნათელი და მუქი ადგილები, დადეთ ან არეებზე შესაბამისი ფერი და შეეცადეთ, მუქიდან ნათლისკენ თანდათანობით გააღიაოთ იგი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.