როგორ დავხატოთ პორტრეტი?

  • pkzeze
  • მაისი 22, 2013

portrati_iHOW.GEპორტრეტის დახატვა საკმაოდ რთული საქმეა. ადამიანის გამოსახვა სიბრტყეზე, მისი მსგავსების გადმოცემა, შინაგანი სამყაროს გახსნა, დეტალებისა და აქსესუარების დახატვა, მათი ფაქტურის ჩვენება – ეს ის ამოცანებია, რომლებიც პორტრეტის შექმნისას მხატვრის წინაშე დგას.
პორტრეტი კონკრეტული ადამიანის გამოსახულებაა, ის უმეტესწილად გარეგნული მსგავსების გადმოცემას გულისხმობს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა; ხშირად, განსაკუთრებით XX საუკუნის ხელოვნებაში, მხატვრები სულაც არ ისახავდნენ ამას მიზნად.

პაბლო პიკასო. 
ამბრუაზ ვოლარის პორტრეტი,
1909-1910 წწ.

picaso_iHOW.GE

პაბლო პიკასოს მიერ შექმნილ ამბრუაზ ვოლარის პორტრეტზე თავდაპირველად ადამიანის გამოსახულება შეიძლება ვერც დავინახოთ,  რადგან მთელ ყურადღებას სიბრტყეზე დახვავებული ტეხილი გეომეტრიული ფიგურები იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მნახველი პორტრეტზე ჩვეულებრივ გამოსახულებას ვერ ხედავს, მას გარკვეული განწყობილება მაინც ეუფლება და ამ ადამიანის შესახებ შესაბამისი შთაბეჭდილება ექმნება.

პორტრეტის შესაქმნელად უამრავი ხერხის გამოყენება შეიძლება. ხშირად რომელიღაც კონკრეტული ფერი ამა თუ იმ ადამიანთან ასოცირდება ან მისი ხასიათის რომელიმე თვისებას შეესაბამება, რასაც აქტიურად იყენებენ თანამედროვე მხატვრები. ზოგჯერ მხატვრები პორტრეტის შექმნისას თავად ადამიანს სულაც არ ხატავენ, ისინი კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელ რაიმე ნიშანს, ან ისეთ დეტალსა და აქსესუარს იყენებენ, რომლებიც ამ ადამიანს გაგვახსენებს, ან მასთან იწვევს ასოციაციას.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.