როგორ და რატომ უნდა ვისწრაფოთ განათლებისკენ ?

  • landa
  • თებერვალი 20, 2014

განატლებაგანათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, განათლებელი რომ იყო აუცილებლად გჭირდება ბევრი კითხვა და მონდომება, განათლებლული ადამიანი თავს ყველგან გაიტანს და არც თავის რჩენა არ გაუჭირდება.

ამისთვის ერთადერთი სწორი გზა სწავლაა. ეს გეხმარებათ საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
ბავშვებისა და ახალგაზრდობის მოვალეობაა ბეჯითობა რათა მათ მიღონ განათლება. ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ვიყოთ განათლებულები, განათლებულის ცხოვრება უზრუნველყოფილია ეს ყველამ ვიცით.

სწავლა არა მარტო საზოგადოებასთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ, არამედ თქვენი სასურველი პროფესიის დაუფლებაშიც. ასევე დაგეხმარებათ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობის გაცნობიერებაში.განათლებული ადამიანი იმას მაღწევს, რაც უნდა და რისი გაკეთებაც სურს მას. ასევე არის ინდივიდუალური განათლება, უმაღლესი განათლება და ა.შ.

სწავლაეს ისეთი ძალაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გექნებათ და გაგაძლიერებთ. მართალია სწავლის ძირი მწარეა, მაგრამ ცხოვრებაში გამოგვადგება და სწორედ მაშინ დატკბება.

საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტელექტის უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გააგრძელოთ და მათი მაქსიმალური რეალიზება მოახდინოთ, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საზღვრებს გარეთაც.

განათლებაბულმა ადამიანმა იცის სწავლის ფასი და ცდილობს რომ მიღოს კიდევ მეტი ცოდნა. იძიებენ ახალ იმფორმაციებს: წიგნებით, ინტერნეტით და ყველა იმ საშუალებით, რითაც შეძლებენ უფრო და უფრო განავითარონ თავიანთი ცოდნა და შეისწავლონ და გაიგონ, კიდევ ახალი სიახლები. ასეთ ადამიანებს არ უჭირთ სხვა ადამიანთან დამეგობრება, საზოგადოებაში ურთიერთობა, დამუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება და ა.შ

როგორც იცით წიგნი საუკეთესო საშუალებაა განათლების მისაღებად, მაგრამ ახალმა ტექნოლოგიებმა და მისმა განვითარებამ კიდევ ახალი საშუალებები შემოგვთავაზა. ყველა თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტით, ასევე დიდი არჩევანია ელექტრო წიგნებისა. მთავარია ისწრაფოთ თვითგანვითარებისკენ და ყველაფერს გამოიყენებთ, რათა თქვენი ინტელექტი ამაღლდეს.

იყავით განათლებულნი ეს გამოგადგებათ ცხოვრებაში სწორად იაროთ , არ დაიზაროთ სწავლა, უფროსების რჩევა გაითვალისწინეთ და სულ იმას შეეცადეთ რომ წარმატებას მიაღწიოთ, რაც მეტი მცოდნე ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით მეტად კარგი და განვითარებული ქვეყანა გვექნება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.