როგორ ეგუება ორგანიზმი თავის საარსებო გარემოს?

  • pkzeze
  • მაისი 22, 2013

cxovreba_iHOW.GEცოცხალი ორგანიზმი თავისი შინაგანი და გარეგანი აგებულებით, ინსტიქტებითა და ქცევებით შეგუებულია საარსებო გარემოს. გარემო პირობების ცვლილებების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ორგანიზმი ეჩვევა, ეგუება ახალ პირობებს. ამ პროცესს ადაპტაცია ეწოდება.

ადაპტირება შეიძლება გამოიხატოს სწრაფი ცვლილებით ან გარკვეული დროის შემდეგ. ასე გამომუშავდა რიგი შეგუებულობანი საარსებო გარემოსთან. კერძოდ: წყალში, ხმელეთზე, ჰაერსა და ნიადაგში ცხოვრებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ცოცხალი ორგანიზმების და გარემოს ურთიერთშესაბამისობა ციკლურ ცვლილებებზე დაკვირვებისას. იგულისხმება პერიოდულად განმეორებადი წელიწადის დრომ დღე-ღამის მონაცვლეობა და ა.შ.

რაც გამოიხატება მაგალითად, მცენარეებში ყოველწლიური ფოთოლცვენით, მწერებში ზამთრის სვენების მდგომარეობით, ძუძუმწოვრებში ბეწვის შეფერილობის ცვლილებით სეზონის მიხედვით და ა.შ.

ზოგ ცხოველს, იმისათვის რომ ნაკლებად შესამჩნევი იყოს, გამოუმუშავდა გარემოს კონკრეტულ პირობებთან შეგუებულობა. მაგალითად, მწერების შეფერილობა ხშირად მწვანე (ფოთლების შესაფერისი) ან რუხი (ღეროს ან მიწის შესაფერისი) გვხვდება. ფსკერის თევზებს ქვიშისგან ვერ გამოარჩევთ. ხშირად ფონის შესაბამისად მათ პიგმენტაციის შეცვლაც შეუძლიათ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.