როგორ ვაბანაოთ ზღვის გოჭი?

  • commail.comedyin
  • მარტი 27, 2014

ზღვის გოჭიზღვის გოჭის დაბანვა არ არის რეკომენდირებული, მაგრამ თუ არის ამის საჭიროება ეს ძალიან ფრთხილად და აკურატულად უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში სპეციალური ზღვის გოჭების ან მღრღნელების შამპუნის შეძენა არის საჭირო. ის იყიდება ნებისმიერ ზოომაღაზიაში და ზოგიერთ აფთიაქში.

 

 

ზღვის გოჭის ბანაობასათლში ჩაასხით თბილი წყალი 3-4 სანტიმეტრამდე. ნელა ჩასვით შინაური ცხოველი წყალში. ერთი ხელით უნდა გეჭიროთ ზღვის გოჭი მეორეთი კი წყალი უნდა დაასხათ ჭიქიდან ან სხვა მცირე ჭურჭლიდან. არავითარ შემთხვევაში არ მიუშვიროთ მას შხაპი ან ონკანი ეს მას შეაშინებს. თვითონ დაბანვის პროცესი მისთვის დიდი სტრესია. არ დაუშვათ წყლის გაციება.

 

შამპუნი ზღვის გოჭისთვისმცირე რაოდენობის შამპუნი დაისხით ხელზე. შეფუთვაზე უნდა ეწეროს შამპუნის მილიგრამების თანაფარდობა ზღვის გოჭის მასასთან. წაუსვით ბეწვს და გაქაფეთ. ზღვის გოჭის თავის დაბანა და დასველება არ არის საჭირო. ძალიან დიდი დაკვირვებით ჩამობანეთ შამპუნი, ისევ ჭიქით ან სხვა რამით. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცესი. სასურველია ეცადოთ რომ ზღვის გოჭის დაბანვის პროცესი სწრაფად დამთავრდეს, მაგრამ მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ და არ გამოსცეთ ხმაური. გოჭი ისედაც შეშინებულია.

ზღვის გოჭის გამშრალებაამოიყვანეთ გოჭუნია წყლიდან და სუფთა რბილი პირსახოცით გაამშრალეთ. აკურატულად გაამშრალეთ თქვენი შინაური ცხოველი და დატოვეთ პირსახოცში რამოდენიმე წუთით. შემდეგ ჩასვით გალიაში და მოათავსეთ ისეთ ოთახში სადაც არ არის ორპირი. რამოდენიმე საათი იზრუნეთ ოთახის ტემპერატურაზე არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ გოჭუნას გაციება. ამ ყველაფრის შემდეგ აჭამეთ მას ისეთი საჭმელი რომელიც მოსწონს. ეცადეთ რაც შეიძლება იშვიათად დაბანოთ ზღვის გოჭი

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.