როგორ ვასწავლოთ ბავშვს სიარული?

  • xFamE
  • იანვარი 10, 2015

ბავშვიარ არსებობს ნორმები და მკაცრი წესები სიარულის დაწყების. ეს პარამეტრი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბავშვზე. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ბავშვები პირველ ნაბიჯებს დგავენ ათი თვიდან ორწელნახევრის ინტერვალებში.

 ბავშვის მზადყოფნა

როგორც ძალიან არ უნდა გინდოდეთ, რომ თქვენმა პატარამ აიდგას ფეხი, ფიზიოლოგიის წინააღმდეგ წასვლა არ ღირს. რადგან ეს სახიფათოა ბავშვის სამოძრაო აპარატის განითარებისათვის. ბავშვის სხეული მზად უნდა იყოს დატვირთვისთვის. უმჯობესია თუ პატარა ჯერ ცოცვასა და ოთხზე სირბილს აითვისებს. სიარული ბავშვისთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს, რადგან საჭიროა დიდი კონცენტრაცია და ფიზიკური დატვირთვა.

საუკეთესო სტიმული – ცნობისმოყვარეობა

გააკეთებინო ბავშვს ის, რაც მისთვის საინტერესო არარის, ძალიან ძნელია. ამიტომ საუკეთესო საშუალება ბავშვის ცნობისმოყვარეობის გამოყენება. თუკი პატარა უკვე ოთხზე დააცოცავს, შეეცადეთ მიიქციოთ მისი ყურადღება რამე ნათელი და სახალისო ნივთით, რომელიც მისი თვალთახედვის ზევით იქნება.

ბავშვის ოთახი

 

გადაადგილეთ ის ბავშვისგან რამოდენიმე ნაბიჯში. ბავშვს გაუჩნდება სტიმული გადადგას რამოდენიმე ნაბიჯი სასურველი მიზნის მისაღწევად, ამისთვის საყრდენად ის გამოიყენებს სავარძელს, კედელს, მაცივარს და ა.შ. შეცადეთ თანდათანობით გაზარდოთ დაშორება ბავშვის საყრდენ საშუალებებს შორის, რადგან რამოდენიმე ნაბიჯი დამოუკიდებლად გაიაროს.

ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ ხშირად პირველი ნაბიჯებისას დაცემის დროს ბავშს შიში უჩნდება. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია დროებით გადადოთ სწავლება. შეეცადეთ პატარა შედეგზეც კი შეაქოთ პატარა, გაასეირნეთ პარკებში სადაც სხვა პატარები დადიან, დანახეთ პატარას ისინი და უთხარით შემდეგი სიტყვები: გოგო დარბის, ბიჭი დადის და ა.შ. პატარები ხშირად იმეორებენ ერთმანეთის ქცევებს და ეს მეთოდი დაგეხმარებათ თქვენს ბავშვს დააწყებინოთ სიარული.

წინა «
შემდეგი »