როგორ ვებრძოლო ჩრჩილს?

  • lelalela8
  • ოქტომბერი 3, 2014

ჩრჩილიჩრჩილი უმეტესად განმარტოებულ, ბნელ ადგილზე ბინადრობს, სადაც მზე და შუქი ვერ აღწევს. ჩრჩილის პეპელა საშიში არ არის. საშიშია ჩრჩილის პაწაწა თეთრი მატლები, რომლებიც ტანისამოსში იმალება და მატყლისა და ბეწვის ნაწარმს ანადგურებენ.

იგი უმეტესად იბუდებს შალის ქსოვილში, ფეტრსა და ბუმბულის ნაწარმში. განსაკუთრებით მოსწონს ტანისამოსის გაოფლილი, დალაქავებული ადგილები, ნაკეცები, ნაოჭები, საყელოს და მანჟეტის გადანაკეცები.

ჩრჩილი

ჩრჩილთან ბრძოლის მეთოდები

თუ სახლში ჩრჩილი გაჩნდა, პირველად რიგში ტანისამოსი შეამოწმეთ, სამოსი დაზიანებულისაგან გამოაცალკევეთ, გაამზეურეთ, გაბერტყეთ, თუ შესაძლოა გარეცხეთ კიდეც. შალის ტანისამოსი ზაფხულში სასურველია ქაღალდის მკვრივ პარკებში (ტომრებში) შეინახოთ, სადაც ქაფურის ნატეხები უნდა მოათავსოთ, შეიძლება აგრეთვე მძაფრსუნიანი თამბაქო (ან წებო) ფისოვანი ხის ნაფიტები, ანდა გამხმარი აბზინდა (ავშანი), კარგია კაკლის ფოთლებიც.

მაღალი ფოტონციდების გამო, კაკლის ფოთლის სუნი აფრთხობს ბუზებს და ჩრჩილს. ამიტომაა, რომ ხმელ ფოთლებს აწყობენ ბეწვეულისა და შალის ქსოვილებში. ფოთოლს ახმობენ კაკლის ყვავილობის დროს.

ჩრჩილის მატლი

 

ქუდებს, ყელსახვევებს და ამგვარ რამეებს ახვევენ გაზეთის ფურცლებში, რომელსაც სტამბის საღებავის სუნი ასდის. საიმედოდ შენახული ტანსაცმელი ზაფხულში თვეში ერთხელ მაინც უნდა გაამზეუროთ, დაბერტყოთ, შეამოწმოთ და ისევ შეინახოთ.

თუ სავარძელს ჩრჩილი გაუჩნდა, ძმრის ორთქლით ანადგურებენ. პირფართე ქვაბში აადუღეთ ერთი ლიტრი ძმარი; სავარძელს იატაკამდე ზეწარი გადააფრეთ და ქვეშ შედგით გახურებული (მაგრამ ქსელიდან გამორთული) ელექტრო ქურაზე მდგარი ქვაბი, რომელიც დუღილს ისევ განაგრძობს, ორთქლი ჩრჩილს სრულიად მოსპობს. თუ ჩრჩილი სავარძლის ნაკეცებში გაჩნდა, ასეთი ადგილები ძმარგარეული წყლით გამორეცხეთ და აღნიშნული საშუალებები იხმარეთ. ჩრჩილის გასანადგურებლად განჯინაში რამდენიმე ადგილზე ფინჯნით დადგით მძაფრი ძმარი, ან დააწყვეთ კაკლის ფოთლები, ასევე შეგიძლიათ მოხერხებულად დააწყოთ ტანსაცმლის კარადაში ყოველივე ეს საშუალებები.

შეჭმული ტანსაცმელი

 

ჩრჩილი ვერ იტანს ნაბეჭდის სუნს, ამიტომ ხალიჩის და შალეულის შენახვის დროს კარგია თუ სხვა საშუალებებთან ერთად გაზეთს შეაყოლებთ და გაახვევთ კიდეც მასში ხალიჩას, ან შალეულს. ოთახის მცენარე “ჭინჭარი” პიტნის მსგავს სუნს აფრქვევს, რომელიც მაშინვე კლავს ოთახში მოხვედრილ ჩრჩილს. შალეულის შესანახად იხმარება სუნამო, ან ოდეკოლონი, ჩრჩილი მის სუნს ვერ უძლებს. კარგია მძაფრი სუნიანი საპონიც.

წინა «
შემდეგი »

ვცხოვრობ ბათუმში. ვარ მასწავლებელი პრაქტიკოსი ვასწავლი კომპიუტერის ”საოფისე” პროგრამებს. ჩემი მისამართია: ბატუმი. ინასარიძის ქუჩა 22, ბინა 20. სალუქვაძე ლეილა. ვარ 61 წლის.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.