როგორ ვიგრძნოთ თავი შეყვარებულად?

  • An'na
  • December 28, 2015
  • 0

თავმოყვარეობაყველას სჭირდება იგრძნოს თავი შეყვარებულად. ეს არის მნიშვნელოვანი მხარე გახდე ადამიანი. არცერთი კაცი არ არის კუნძული, როგორც ისინი ამბობენ. თუ გაქვთ პრობლემები სიყვარულში ან უბრალოდ გინდათ მეტი მიიღოთ ცხოვრებისგან, დაიწყეთ ქვევით მოცემული პირველი ნაბიჯიდან და მიეცით უფლება ამ სტატიას მოქცეთ ცხოვრების გამარტივების გზა.

 

ნაწილი 1/3 შემოუშვით სიყვარული თქვენში

1. გქონდეთ თავმოყვარეობა. ხშირად ჩვენ უფრო მეტი გზა გვაქვს სიყვარულისთვის ვიდრე ვაცნობიერბთ. მიზეზი იმისა, რომ თქვენ ვერ ხვდებით რომ ვინმეს უყვარხართ არის ის რომ თქვენ ფიქრობთ რომ არ ხართ ღირსი ვინმემ შეგიყვაროთ და დარწმუნებული ხართ, რომ არავის უყვარხართ. მაგრამ თქვენ ნამდვილად ხართ სიყვარულის ღირსი! თუ თქვენ გინდათ ებრძოლოთ ეჭვებს თქვენს გონებაში, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ თქვენი თავმოყვარეობის შენება. გახსოვდეთ არ არის საჭირო იყოთ იდეალური, რადგან არავინ არ არის ასეთი. თქვენ არაჩვეულებრივი ხართ ისეთი, როგორიც ხართ. გაიხსენეთ ყველა საოცარი რამ რაც თქვენ გააკეთეთ და მათ შესასრულებლად განვლილი გაჭირვება. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი თუ იმუშავებთ კარგად, სწორედ ეს ქმნის მსოფლიოს უკეთესს.

2. პატივი ეცი შენს თავს. როდესაც თქვენ სცემთ თქვენს თავს პატივს, მაშინ სხვებიც ამას აკეთებენ. ასიამოვნეთ თქვენი თავი და მოუარეთ მას. მოუარეთ თქვენს სხეულს და დაიცავით პირადი ჰიგიენა. რაც მთავარია ჩაიცვით სუფთა ტანსაცმელი, რომელიც გერგებათ. არ ისაუბროთ ბევრი თქვენს თავზე და ადმიანებს არ მისცეთ საშუალება მოახდინონ ზეწოლა თქვენზე. ეს მათ მისცემს ნებას, იფიქრონ, რომ თქვენ ამის ღირსი ხართ.

ბიჭი

3. იყავით კეთილი. თქვენი ქცევა ბედნიერების მთავარი საფუძველია. გაიღიმეთ და იყავით კომუნიკაბელური. ეცადეთ იყოთ იმაზე ბედნიერი ვიდრე ეს შესაძლებელია. როდესაც ვინმე გკითხავთ რაიმეს, პასუხი გაეცით ზრდილობიანად და პატივისცემით. როდესაც თქვენ სხვებს ასიამოვნებთ, ისინიც იგივეს ეცდებიან. პატივი ეცით ყველას ვისაც გინდათ რომ კიდევ შეხვდეთ. ესაუბრეთ უფროსებს ზრდილობიანად და სხვები ყოველთვის შეგაქებენ.

ზრდილობიანობა

4. გამოიჩინეთ განსაკუთრებული ინტერესი სხვის პრობლემებზე. როდესაც ადამიანს სჭირდება დახმარება არ იყოყმანოთ, რომ მას ხელი გაუწოდოთ. პირველად გაეცანით პრობლემას, მიეცით რჩევა და განიხილეთ დიდი ინტერესით. ზოგჯერ ადამიანებს არ მოსწონთ ჭკუის დარიგება. თუ თქვენ ცდილობთ დაეხმაროთ ადამიანებს, ზოგჯერ ისინი ფიქრობენ, რომ თქვენ მის საქმეში ერევით. მხოლოდ დაეხმარეთ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ თქვენი დახმარება და შესთავაზეთ მათ თქვენი აზრის გაზიარება ამ პრობლემის ირგვლივ.

პრიბლემები

5. დაანახეთ ხალხს თქვენი ტალანტი. მიეცით ხალხს უფლება დაინახონ როგორი გასაოცარი ხართ. არ იყოთ მორცხვი. ანახეთ ხალხს რომ  თქვენი ნიჭი განსხვავებულია და არ იტრაბახოთ ამით. იამაყეთ იმით რაც დაამათავრეთ და ზურგსუკან დაუკარით ტაში თქვენ თავს, ეს სასარგებლოა.

ტალანტი

ნაწილი 2/3 იპოვეთ ის რაც გჭირდებათ

1. გადაწყვიტეთ რა გჭირდებათ. რა გინდათ რომ ამ ცხოვრებისგან გქონდეთ? გინდათ გყავდეთ კომპანიონი, როგორც საუკეთესო მეგობარი თუ გქონდეთ რომანტიული ურთიერთობა. ზოგჯერ, როდესაც გინდათ გქონდეთ რომანტიული ურთიეთობა და პრობლემა გექმნებათ, ეს პრობლემა გადაიჭრება კარგი მეგობრობით. აღიარეთ რომ არ გჭირდებათ რომანტიული ურთიერთობა, იმისთვის რომ ბედნიერი იყოთ და მიიჩნიეთ მეგობრული ურთიერთობა საჭიროდ და უფრო იოლად ვიდრე სიყვარულის სირთულეები.

მეგობრობა

2. განიხილეთ რატომ. რატომ არ გრძნობთ თავს შეყვარებულად ახლა? ეს დაუჯერებლად მნიშვნელოვანი კითხვაა. თუ გიყვართ და ვერ იღებთ ან გრძნობთ მას, მაშინ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა, და მიიღოთ მეტი სიყვარული. თუ ხართ ურთიერთობაში და გრძნობთ, რომ მას არ უყვარხართ, მაშინ კარგად დააკვირდით თუ ღირს ცდად. ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ მოცლილია და გირჩევნიათ იყოთ მის გარეშე. თუ ისინი არ გასიამოვნებენ და არ უყვარხართ, მაშინ უნდა დაიწყოთ სხვისი ძიება. თქვენ უკეთესს იმსახურებთ.

სიყვარული

3. შეეგუეთ თქვენი სიყვარულის განსაზღვრას. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ბრილიანტის ბეჭდებში არ ბანაობს და სწრაფ დაბადების დღის ბარათებს არ უგზავნიან, ე.ი არ უყვართ. ეს რა თქმა უნდა არ არის სიმართლე. ის რომ იგი გჩუქნით საჩუქრებს ეს აუცილებლად და უპირობოდ არ ნიშნავს სიყვარულს. დარწმუნდით რა ტიპის არის თქვენი ურთიერთობა და შემდეგ შეგიძლიათ აღიაროთ იგი თქვენს ცხოვრებაში.

ფული

4. მიიღეთ დახმარება თუ გჭირდებათ. თუ თქვენ გრძნობთ თავს უსიყვარულოდ ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს დეპრესიასთან ან ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. იპოვნეთ სანდო ინდივიდი ან მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის. გაიგეთ აიჰაუზე როგორ იყოთ ბედნიერი და ჯანმრთელი.

  • არაფერია სათაკილო იმაში რომ მიიღო დახმარება, ცუდად ყოფნისას. არ უნდა იყოთ დარცხვენილი, იმის გამო, რომ გაქვთ დაავადება. ეს არ არის შენი ბრალი და შენ არაფერი არ დაგიშავებია ცუდი.

ჯანმრთელობა

მეთოდი 3/3 გამოიყენეთ შემთხვევა

1. შეიძინეთ მეგობრები. თუ გინდა შექმნა მეტი შესაძლებლობები, რომ იგრძნოთ თავი შეყვარებულად, კარგი გზა არის მეტი მეგობრების გაჩენა.

კომუნიკაცია

2. აიყვანეთ ცხოველი. ცხოველი არის ყველაზე კარგი გზა იმისთვის, რომ მეტი სიყვარული მიიღოთ  ცხოვრებაში. ჩვენ ცხოველებს ვუყვარვართ უპირობოდ და მათ ძალზე დიდი დამოკიდებულება აქვთ ჩვენზე.

ცხიველი

3. შეუერთდით ეკლესიას. ეკლესიასთან დაკავშირება შეიძლება იყოს დიდებული გზა მეგობრების შეძენისთვის, კომუნიკაციების და ძლიერი მხარდამჭერი ქსელებისთვის. იპოვეთ ჯგუფები, რომელიც იზიარებენ თქვენს შეხედულებებს და ცადეთ იყოთ ის ვინც მუდმივად ესწრება ღონისძიებებს..

ეკლესია

4. შეხვდით ვინმე ახალს. თუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ თქვენ გჭირდებათ მნიშვნელოვანი პიროვნება, შეგიძლიათ გაიჩინოთ შეყვარებული ბიჭი ან შეყვარებული გოგო. უბრალოდ გახსოვდეთ რომ ზოგჯერ ამ ურთიერთობებს უფრო მეტი პრობლემა მოაქვს, ვიდრე მათი გადაჭრის გზები.

შეყვარებული

5. იყავით მოხალისე. მოხალისეობა არის საუკეთესო გზა, რომ იგრძნოთ თავი უკეთესად, სანამ თქვენს ახლად წამოწყებულ ურთიერთობაში მოხდება რაიმე პოზიტიური მოვლენა. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მოხალისე ყველგან უფასო სასადილოებში, საავადმყოფოებში და პირდაპირ შეხვდეთ იმ ადამიანს რომელსაც ეხმარებით. ცადეთ ეს დღეს! მეტის დაგვიანება არ შეიძლება.

მოხალისეობა

 

წინა «
შემდეგი »