როგორ ვიზრუნოთ კურდღელზე ორსულობის პერიოდში?

  • zzlevani_6
  • იანვარი 12, 2015

კურდღელითუ თქვენ გყავთ ორსული კურდღელი ალბათ გინდათ რომ მას კარგად მოუაროთ ეს თქვენ სიამოვნების მონიჭების გარდა გაძლევთ საშუალებაას რომ დაიბადოს ჯანმრთელი პატარა ბაჭია.

ნაბიჯი 1:

როგორ შევამოწმოთ ჩვენი კურდღელი ორსულია თუ არა?

პატარა ჯიშის კურდღლები ზრდასრულ ასაკს აღწევენ 4-5 თვის ასაკში ხოლო დიდი ზომის ჯიშის კურდღლები – 6-9 თვის ასაკში. თუ თქვენი კურდღელი ამ ასაკისაა არაფერი იქნება უჩვეულო იმაში რომ ის შეიძლება ორსულად იყოს. ორსულობის გაგება შესაძლებელია 10-14 დღეში შეჯვარების შემდეგ (საშუალოდ 12 დღე). ამ პერიოდში ის იწყებს უჩვეულოდ ქცევას, მუცლის ტკივილი ექნება ან სულაც სიმაღლეში ზრდა. ამიტომ თუ მას ასეთი ჩვევები აქვს აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ რადგან კურდღელი არც თუ ისე ხშირად წააგავს ორსულს. აი კიდევ რამდენიმე მინიშნება:

  • 3 კვირის შემდეგ მას შეიძლება გაეზარდოს მუცელი ამას თქვენ პატარა მოძრაობის დროსაც კი შეამჩნევთ;
  • კურდღელს შეიძლება ხშირად უფუჭდებოდეს განწყობა. ასევე არ მოსწონდეს როდესაც ვინმე აკვირდება ან როდესაც ხელში იყვანენ. ასევე მან შეიძლება უჩვეულო ადგილებში წამოწოლა მოინდომოს მუცლის ტკივილის გამო;
  • ბოლო 2-3 დღეში შეიძლება მან სოროს (ბუდის) კეთებაც კი დაიწყოს. ხშირად ისინი ამისათვის თავიანთ ბეწვს იცვენენ;
  • გახსოვდეთ რომ თუ ეს ჩვევები ახასიათებს შეიძლება სულაც არ იყოს ორსულად რადგან მათ ხშირად ემართებათ ცრუ ორსულობა, ისინი შეიძლება გასუქდნენ ბევრი ჭამისაგან ან სულაც არ გამოხატოს ეს ჩვევები მან.

ნაბიჯი 2:

კურდღლის ორსულბა შეადგენს დაახლოებით 31-33 დღეს

შესაბამისად როდესაც მას მუცელში 4 ზე ნაკლები ბაჭია ეყოლება ორსულობა უფრო ნაკლებ დროს გასტანს ვიდრე მაშინ როდესაც მას 4 ან მეტი ბაჭია ჰყავს. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ დაორსულების თარიღი რადგან 32 დღეში მან აუცილებლად უნდა გააჩინოს თუ ადრე დაიბადა აუცილებლად ვეტერინარს უნდა აჩვენოთ ხოლო თუ 34 დრე გავიდა მაშინ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ რომ ბაჭია მკვდარია.

ნაბიჯი 3:

ორსულობის დროს კურდღელს ესაჭიროება სრულფასოვანი კვება

ორსულობის პერიოდში კურდღელს აუცილებლად ესაჭიროება ახალი დიეტა, მას სჭირდება ბევრი ვიტამინი. მისი გახდომა არ შეიძლება ამიტომ თუ მალე ხდება, ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით აჭამეთ ქერი (კორმა) და დიდი რაოდენობით წყალი დაალევინეთ (სუფთა).

  • ნელ-ნელა შეიტანეთ მის დიეტაში ცვლილებები (ცვლილებები აუცილენლად უნდა ხდებოდეს): სტაფილო, ნიახური, კიტრი, სალათა, თივა, პომიდორი, ოხრახუში აუცილებელია ნარჩევი ბალახის და არა ნებისმიერით გამოკვება;
  • კურდღლის წონა მუდმივად იცვლება ორსულობის დროს ამიტომ მიეცით ხშირად ახალი საჭმელები მაგ: სალათა თასით და სუფთა წყალი;
  • გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე შეუმცირეთ დიეტა, მაგრამ არა წყლის რაოდენობა რათა რაიმე სამედიცინო პრობლემები არ შეექმნას. შეამცირეთ რაციონი 50% მდე;
  • გაჩენის შემდეგ კი აუცილებლად დააბრუნეთ ჩვეულ კვებისკენ, ხოლო მისი მდგომარეობა 1-2 კვირაში თვითონ დაუბრუნდება ნორმას.
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.