როგორ ვიზრუნოთ სწორ აღნაგობაზე?

  • Creed
  • მარტი 5, 2014

სწორად-აღნაგობა-ihow.geსანამ მივუდგებით ამ კითხვის გადაჭრას, უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს პროცესი ხანგრძლივია. ამიტომაც პირველი რაც თქვენ დაგჭირდებათ, ეს არის მოთმინების უნარი. თუ როგორ გამოვასწოროთ ეს მავნე ჩვევა, წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.

 

 

 

გამართული-დგომა-ihow.geყურადღება მიაქციეთ თუ რა მდგომარეობაში დგეხართ. პრობლემის გამოსასწორებალად თქვენ უნდა იდგეთ გამართულად და დაეყრდნოთ ორივე ფეხს ერთგვარი ძალისხმევით. ასეთ მდგომარეობაში დატვირთვა წელზე ნაწილდება თანაბრად, რაც ეწინააღმდეგება მის გაბრუდებას.

 

 

 

გამართული-სიარული-ihow.geამ ჩვევის გამოსასწორებლად, ყურადღება მიაქციეთ საკუთარი სიარულის მანერას და წელის მდებარეობას სიარულის დროს. სწორედ, ასე უნდა გავაკეთოთ: მუცელი შეწეული, ზურგი გამართული, მხრები გამართული, ბეჭები ერთმანეთისკენაა დაჭიმული, კისერი სწორია, თავი კი აწეულია ცოტათი ზევით.

 

 

 

მძიმე-ტვირთის-გადატანა-ihow.geროგორ გამოვასწოროთ ეს მძიმე ტვირთის გადატანის დროს, გაანაწილეთ დატვირთვა ორივე ხელზე, თუ თქვენ სარგებლობთ ჩანთით, რომლის გადაკიდებაც შეგიძლიათ მხარზე, მაშინ დღის განმავლობაში პერიოდულად შეცვალეთ მისი მდებარეობა ხან ერთ და ხან მეორე მხარზე.

 

 

 

ვარჯიშები-წელის-გამართვისთვის-ihow.geსპეციალური ვარჯიშების ნაკრები გამოგადგებან სწორ აღნაგობისათვის:
1. შეკარით ხელები ზურგის უკან (როგორ სურათზეა ნაჩვენები) და გაჩერდით ასეთ მდგომბარეობაში მომდევნო 5 წუთი.
2. მჯდობიარე მდგომარეობაში, გაასწორეთ ზურგი და ამოძრავეთ მხრები ზევით-ქვევით.
3. დადექით ზურგით კედელთან, ისე რომ კეფა, მხრები, დუნდულები და ქუსლები ეხებოდეს კედელს. ასეთ მდგომარეობაში თავი შეიკავეთ 5 წუთის განმავლობაში.

 

 

სწორად-ჯდომა-ihow.geროგორ გავმართოთ ზურგი? ნუანსები ამ საკითხზე ბევრია: სწორი კვება, კალცის მოცულობა ორგანიზმში აუცილებელ რაოდენობაში (და სხვა მინერალებიც), ფეხსაცმელი დაბალი ქუსლებით, და მუდმივი დაკვირება იმისა, რომ წელი იყოს გამართული.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.