როგორ ვითამაშოთ “მე არასდროს”?

  • An'na
  • December 20, 2017
  • 0

თამაში “მე არასდროს” ხალხის გაცნობის,ან უკვე ნაცნობის შესახებ მეტის გაგების სახალისო საშუალებაა. შეგიძლიათ ითამაშოთ ამ თამაშის ძირითადი ვარიანტი,რომელიც ყველა ასაკს ერგება. თუ ყველა მოთამაშე სრულწლოვანია,თამაში შეგიძლიათ დასალევ გასართობად გადააქციოთ.

ძირითადი ვერსია:

  1. შეკრიბეთ მინიმუმ 5 კაციანი ჯგუფი და დასხედით წრეში. ხუთ კაცზე ნაკლებ ადამიანში თამაში ისეთი სახალისო არ არის.
  2. ყველა წევს 10 თითს და თითოეულ მოთამაშეს 10 შანსი აქვს.
  3. პირველი მოთამაშე ამბობს ისეთ რამეს,რაც მას არასდროს გაუკეთებია. მოთამაშე უნდა ეცადოს, რომ ისეთ რამ თქვას,რაც სხვა მოთამაშეს არასდროს უქნია. მაგალითად, “მე არასდროს ვყოფილვარ ევროპაში”.
  4. თუ პირველი მოთამაშის ნათქვამი რამ გაკეთებული გაქვთ,მაშინ ერთი თითი უნდა ჩასწიოთ, ხოლო თუ თქვენც არ გაგიკეთებიათ,მაშინ თითს არ სწევთ.
  5. გადადით შემდეგ მოთამაშეზე საათის ისრის მიმართულებით.
  6. ბოლო მოთამაშე,ვისაც თითები აწეული დარჩება, იმარჯვებს.

 

დალევის თამაში ზრდასრულებისთვის:

  1. შეკრიბეთ მოთამაშეები. დარწმუნდით,რომ ყველას თანაბარი რაოდენობის სასმელი უსხია. ყოველ ჯერზე,როცა ვიღაც თითს ჩაწევს,სასმელიც უნდა დალიოს და ჭიქები თავიდან უნდა გაივსოს.
  2.  თამაშის ამ ვერსიაში მმოთამაშეები უფრო რისკიან აღიარებას აკეთებენ.
  3. თუ მოთამაშე თითს ჩაწევს,მაშინ მან სასმელიც უნდა დალიოს. შეთანხმდით დროზე,რომელშიც უნდა დალიოთ ეს სასმელი. ყველაზე ოპტიმალური დრო არის 3 წამი.
  4. თუ მოთამაშე სხვებს ვერ დაალევინებს, ანუ რაც მას არ გაუკეთებია,ის არც არავის უქნია,მანდ უნდა დალიოს.
  5. თამაში სრულდება მაშინ,როდესაც სასმელი მხოლოდ ერთ მოთამაშეს დარჩება.

 

 

წინა «
შემდეგი »