როგორ ვიკვებოთ სწორად?

  • sandro
  • ოქტომბერი 5, 2013

წონაამ ქვეყნად არაფერია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ მას დაცვა სჭირდება. ვარჯიში და სწორი კვება აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი. ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით სწორ კვებაზე.

ეს სტატია არ ეხება არანაირ დიეტას, ის უბრალოდ დაგვეხმარება გავიგოთ თუ როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად.

მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაასკვენს, რომ ადამიანის ყოველდღიური მოთხოვნილება ენერგიაზე უნდა დაკმაყოფილდეს 50% ნახშირწყლებით, 15% ცილებით და 35% ცხიმებით. ამიტომ კვების რაციონის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს საკვებ პროდუქტში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების %-ულ შემცველობას.ჯანსაღი კვება

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვების რაციონის შედგენის დროს გათვალისწნებული იყოს საკვები პროდუქტების საერთო ენერგეტიკული ღირებულება. თუ გვეცოდინება სხვადასხვა პროფესიის ადამიანი რამდენ ენერგიას ხარჯავს დღეღამეში, შესაძლებელი იქნება მათთვის კვების რაციონის შედგენა.

წვის პროცესში ყველაზე მეტი ენერგია ნახშირწყლებიდან გამოიყოფა.

წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელბიც მდიდარია ნახშირწყლებით (100 გრამ საკვებ პროდუქტში) და მათ ენერგეტიკულ ღირებულებას (კკალ-ებში).

                              ნახშირწყლები                  ენერგეტიკული ღირებულება

ჭვავის პური                                   39.3                                               230

ხორბლის პური                                56                                                 250

ბრინჯი                                          77,7                                                360

კარტოფილი                                   18,5                                                 80

კვების რაციონის გათვალისწინებისას უკეთესია თუ დილას მივიღებთ ცილებს ეს შეიძლება იყოს: ყველი, ლორი, საქონლის ხორცი (საშუალო ცხიმიანობით), მოხარშული კვერცხი და ა.შ

კვების რაციონი

როგორც ყველა ადამიანი მეც გირჩევდით მოერიდოთ ქუჩაში ან ისეთ ადგილებში კვებას სადაც საკვები ერთსა და იმავე ცხიმში იწვება. ყოველთვის უკეთესია თუ თან გვექნება სახლში გამზადებული საკვები.

გახსოვდეთ ! როცა სკოლაში ან სამსახურში ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ორგანიზმში ნახშირწყლები გამოილია და წვა აღარ მიმდინარეობს. ამ დროს საუკეთესო ვარიანტია შოკოლადის ან კარტოფილის ღვეზელის (გამომცხვარი) საკვებად მიღება, რა თქმა უნდა ეს თქვენ არ დაგასვენებთ, მაგრამ თქვენს ორგანიზმს კვლავ დაუბრუნდება აქიტიურად მუშაობის უნარი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.