როგორ ვიმკურნალოთ ბადრიჯნით?

  • commail.comedyin
  • May 13, 2014
  • 0

ბადრიჯანიმრავალი ადამიანი ბადრიჯანს აღიქვავს როგორც ძალიან გემრიელ საკვებს, მაგრამ რომ იცოდეთ, მოხარშული ან გამომცხვარი ბადრიჯანი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს და ვიტამინებს. ისინი სასარგებლოა გულის იშემიური დაავადებების, ანემიის, სტენოკარდიის, კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის დაავადების, კანის დაავადებების, კუჭის წყლულის დროს.

 

 

ბადრიჯანიიმისათვის რომ ბადრიჯანს მოვაცილოთ მავნე მარილები და არასასიამოვნო გემო, საჭიროა მომზადებამდე დავასხათ ადუღებული წყალი და მოვწალოთ. როგორც წამალი, ბადრიჯანი გამოიყენეთ 40გრ კვებამდე ერთჯერ დღეში. შემდეგში შეიძლება გავზარდოთ დოზა 100 გრამამდე 1-2 ჯერ დღეში. ზამთრისთვის შეიძლება გამოიყენოთ ნახარში, რომელიც ასე მზადდება: 1 სუფრის კოვზ დაფქულ გამხმარ ბადრიჯანს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე. მიიღეთ 1/3 ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შემწვარი ბადრიჯანითუ თქვენ მოგინდებათ უფრო ეგზოტიკური რამ, ვიდრე მოხარშული ან გამომცხვარი ბადრიჯანი, გამოიყენეთ ჯანმრთელი რეცეპტები:

გამოაცხვეთ ბადრიჯანი ღუმელში, გააცალეთ კანი. წვრილად დაკეპეთ, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, და ცოტა მზესუმზირის ზეთი. მიირთვით გაგრილებული.

ზამთრისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი და სასარგებლო ბადრიჯნის ხიზილალა. მკვრივი საშუალო ზომის ბადრიჯანი გამოვაცხოთ ღუმელში, ან მოვშუშოთ მცირე რაოდენობი ზეთში, დავაქუცმაცოთ. ცალკე მოვშუშოთ ხახვი, სტაფილო და პომიდორი.

ბადრიჯნის ხიზილალაშემდეგ საჭიროა ავურიოთ ყველაფერი ერთად, დავაყაროთ მარილი. ჩავყაროთ სუფთა ქილებში და სტერილიზაცია გავუკეთოთ 20-30 წუთის განმავლობაში და მოვხუფოთ. ბადრიჯნის ფაფა შეიზლება გამოვიყენოთ კანის დაავადებისას (დერმატიტი, ეგზემა, ფურუნკული), ფაფა დაიდეთ დაზიანებულ კანზე და შეიხვიეთ, სახვევი შეცვალეთ დღეში სამჯერ. ეს საფენი შეიძლება გამოიყენოთ აგრეთვე მოყინვისა და დაჩირქებული ჭრილობის შემთხვევაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წინა «
შემდეგი »