როგორ ვიმკურნალოთ მუცლის ცეკვით?

  • tatatatusi
  • ივნისი 2, 2014

აზიური ცეკვამას ჩვენში მუცლის ცეკვას უწოდებენ და უბრალოდ, ეროტიკულ აღმოსავლურ ცეკვად მიიჩნევენ, რომ ამ ეგზოტიკურ აღმოსავლურ ხილს უამრავი სამკურნალო თვისებაც აქვს. ალბათ ამიტომაც არის, რომ belly dance-მა (სწორედ ასე იხსენიებენ მუცლის ცეკვას თანამედროვე სამყაროში) ათასწლეულებს გაუძლო და დღესაც განუზომელი პოპულარობით სარგებლობს.

თანამედროვე belly dance-ის შესრულებისას მთელი სხეული ირხევა. ვიბრაცია იმდენად ძლიერია, რომ მოძრაობაში მოდის სხეულის ყველა კუნთი. მუცლის ცეკვას შეუძლია, ის კუნთებიც კი აამუშაოს და განავითაროს, რომელთა ამოქმედებაც შეუძლებელია სპორტის ნებისმიერი სახეობით დატვირთვის დროს. ამ თვალსაზრისით belly dance უნიკალური სპორტია. მუცლის ცეკვის დროს აქტიურად იტვირთება მენჯის ღრუს შიგა კინთები, რომლებსაც დიდი როლი აკისრია გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობას თუ პროფილაქტიკაში და მშობიარობის პროცესში. თუ ეს კუნთები საკმარისად არის განვითარებული, მშობიარობაც მარტივი და ნაკლებად მტკივნეულია, ორსულობა კი პრობლემების გარეშე ჩაივლის. ასე რომ, ქალბატონებს, რომლებიც შვილის გაჩენას აპირებენ, ვურჩევთ, მუცლის ცეკვა შეისწავლონ.

მუცლის ცეკვაbelly dance რეკომენდებულია მათთვისაც, ვინც ცოტახნის წინ იმშობიარა და სასურველი ფორმის დაბრუნება უჭირს – ამ პრობლემის მოგვარებაში სწორედ მუცლის ცეკვა დაეხმარებათ. ამ ცეკვის შესრულებისას მთელი სხეული ბუნებრივ ვიბრომასაჟს განიცდის, რაც განსაკუთრებით სასიკეთოდ მკერდსა და მუცლის ფორმებზე აისახება. ქალები, რომლებისთვისაც მუცლის ცეკვა ცხოვრების წესია, არჩვეულებრივი მკერდის ფორმითა და მუცლით გამოირჩევიან. მათთვის უცხოა ცელულიტი, მუცელსა და თეძოებზე ცხიმების დაგროვება.

დღეს მსოფლიოში belly dance-ის 50-მდე სახეობა არსებობს. ცნობილია მუცლის ცეკვის რამდენიმე სკოლაც: ეგვიპტური, პაკისტანური, ინდური, ტაილანდური, თურქული… საქართველოში ყველაზე მეტად სწორად თურქული და ინდური ნაირსახეობანი გახლავთ გავრცელებული. შესაძლოა, ახალბედა მოცეკვავეს ყველა მოძრაობის ათვისება და შესრულება გაუძნელდეს, მაგრამ იმედს ნუ გადაიწურავთ – სპეციალისტთა მტკიცებით, არ არსებობს ქალი, ამ უზომოდ ქალური ცეკვის დაუფლება რომ ვერ შესძლოს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.