როგორ ვიმკურნალოთ ხორცით

  • marinola
  • September 11, 2012
  • 0

შემწვარი ხორციცოტა ვინმემ თუ იცის, რომ სხვადასხვა პირუტყვის ხორცი სამკურნალოდ გამოდგება, თუკი გვეცოდინება როგორ გავანეიტრალოთ მისი მავნე თვისებები.

თხის ხორცი. ძალზე სასარგებლოა ზაფხულობით, მწვავე ციების დროს თხის ხორცი ზეითუნის ზეთითა და ხახვით შეწვით  და თალგამთან ერთად მიირთვით. დააყოლეთ ხურმა, შაქარი, ნუში, რათა მასში შემავალი მავნე ნივთიერებები განეიტრალდეს. თუ თხის ქონს ირმისას შეურევთ და ნიკრისის ქარის კვანძებზე წაიცხებთ, შვებას იგრძნობთ.

ძროხის ხორცი საუკეთესოა დეკეულისაზე, გამხდრებმა სჯობს გაზაფხულზე მიირთვან: სხეულს არგებს, ძროხის ხორცს ხარშავენ ქერის ბურღულთან, სანელებლებსა და ძმართან ერთად, წვენის გასაუვნებლად. ხორცი რომ სწრაფად მოიხარშოს, ქვაბში ნესვის ქერქი ჩადეთ, მნიშვნელობა არა აქვს გამხმარი იქნება თუ ახალი.

ხბოს ხორცი. ყველაზე მარგებელია ახალშობილი ხბოს ხორცი, იგი სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს, ხოლო ვნებს მათ, ვისაც ელენთა აქვს გადიდებული. ხბოს ხორცის მავნე მოქმედებას ანეიტრალებს ფიზიკური შრომა და ბანაობა.

კურდღლის ხორცი. მოხარშული კურდღლის ხორცის ნახარშის აბაზანა რგებს ნიკრისის ქარისა და ძვლის დაავადებებს. ჩაშუშული კურდღლის ხორცი კურნავს ნაწლავების წყლულს.

ღორის ხორცი. ღორის ძველი ქონი არჩენს ლიბრგადაკრულ თვალებს და აყუჩებს ყურის ტკივილს. ღორის ხორცის ბულიონი საუკეთესო შაშუალებაა შარდის შეკავების დროს, ღორის ჩაშუშული შარდის ბუშტი კი პირიქით, შარდის შეუკავებლობას რგებს. გოჭის ქონი საუკეთესოა სიმსივნეებისა და ნაწლავური წყლულების დროს, ასევე ყველა სახის ცხოველის ნაკბენის მოსაშუშებლად. ღორის ქონის მავნე მოქმედებას ილი ანეიტრალებს.

პირუტყვის გული – უმჯობესია არ მიირთვათ, მაგრამ თუკი საკვებში გამოიყენებთ, მაშინ ზეთში შეწვით. საუკეთესოდ ითვლება ახალგაზრდა პირუტყვის გული, რომელსაც პილპილითა და სხვა სანელებლებით მიირთმევენ, ასე უკეთ გადაამუშავებს ორგანიზმი.

პირუტყვის თავი – სასარგებლოა ძვლის სიმსივნეებისას; მოხარშული თავის ხორცი ყურძნის ღვინოსთან ერთად უნდა მიირთვათ, ასევე კარგია პირუტყვის მოხარშული ფეხებიც.

იხვი, ბატი. ბატის ხორცი ხრინწიან ხმას ასუფთავებს, ასევე საუკეთესოა სახის კანის გასაუმჯობესებლად. მსუქანი ბატის ღვიძლი სისხლის შემადგენლობას აჯანსაღებს. ბატის ქონი სიმსივნეებს აცხრობს. ყველაფერი ეს იხვის ხორცსაც შეეხება.

მამალი და ქათამი. ქათმის ხორცი ამაგრებს თავის ტვინსა და აჩერებს ცხვირიდან სისხლდენას. ქათმის ქონი საუკეთესოა გაციებისას. ბულიონი კი რგებს ასთმას. კამით მოხარშული მამლის ხორცი ამსუბუქებს სახსრების ტკივილს.

მდინარის კიბორჩხალა – ხელს უწყობს მკვრივი სიმსივნეების გაწოვას, შლის და გამოჰყავს შარდის ბუშტიდან ქვები. ქერქთან ერთად მოხარშული კიბორჩხალა ტუბერკულოზიანს შვებას აძლევს, ასევე კარგია ბრონქებისა და ფილტვების სიმშრალის დროს.

წინა «
შემდეგი »