როგორ ვიპოვოთ ჰობი?

  • An'na
  • დეკემბერი 28, 2017

ჰობი გაძლევს საშუალებას აღმოაჩინო ახალი საინტერესო რაღაცეები სამსახურს გარეთ. ისინი გეხმარებიან იყო კრეატიული და გამოცადო ახალი რაღაცეები. თუ შენ მოიწყინე ძველი ჰობით, იპოვო ახალი იქნება ყველაზე კარგი შესაძლებლობა გახადო შენი ცხოვრება უფრო კრეატიული. არ დაგავიწყდეს ყურადღება მიაქციო შენს ბიუჯეტს, რადგან ზოგიერთი ჰობი ძვირადღირებულია. არ ინერვიულო მცირე ბიუჯეტის ქონის შემთხვევაშიც არსებობს ძალიან ბევრი ჰობი. 

 1 მეთოდი. დაეყრდენი შენს ახლანდელ ინტერესებს

1. დააკვირდი რა გაინტერესებს.

განიხილე რა იკავებს შენს თავისუფალ დროს, როდესაც გაქვს. გიყვარს წიგნების ყიდვა? იქნებ სცადო მისი შენით დაწერა. მოგწონს ცივი ლუდი დღის ბოლოს? იქნებ მოგეწონოს, რომ შენთვითონაც დააყენო ლუდი სახლში. აქციე ჰობად ის რაც უკვე გიყვარს.

2. დაფიქრდი რას აფასებ ყველაზე მეტად.

რა თვისებებია ღირებული? აფასებ სიმამაცეს ან სიბრძნეს? ხარ მოხიბლული სამხატვრო მიმდინარეობით? ეს თვისებები დაგეხმარება ჰობის არჩევისას.

  • მაგალითად შეგიძლია დაიწყო მუშაობა ბიბლიოთეკაში თუ აფასებ განათლებას ან შეიძლება დაიწყო ხატვა რადგან მოხიბლული ხარ ხალხით, რომელიც ავლენენ თავის თავს ხელოვნებაში.

3. განიხილე შესაძლებლობები და ინდივიდუალურობა.

ზოგიერთი ჰობი მოითხოვს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს.

  • თუ შენ არ ხარ მომთმენი, მაშინ ალბათ შენი ჰობი ვერ იქნება ხელით კერვა. თუ შენ მოგწონს ნივთების აწყობა/შეკეთება მაშინ ჰობად უნდა განიხილო ძველი მანქანების შეკეთება ან ავეჯის აწყობა. იმუშავეთ თქვენს ძალებზე.

4. მიაქციე ყურადღება იმას თუ რა განიჭებს სიამოვნებას.

  • იფიქრე თემებზე, რომლებზეც დაუსრუებლად შეგიძლია ისაუბრო. კითხე მეგობრებსა და ოჯახს ყველაზე ხშირად რაზე ლაპარაკობ. შემდეგ გაარკვიე როგორ შეიძლება გადააქციო ეს თემა ჰობად. მაგალითად თუ გიტაცებს ლოკალური პოლიტიკა ეს შეიძლება გახდეს შენი ჰობი.

2 მეთოდი. თვალი გადაავლე შენს ბავშვობას

1. გაიხსენე რა გიყვარდა ბავშვობაში.

მოგწონდა ველოსიპედით სიარული შენს მეგობრებთან ერთად? იყავი დაინტერესებული კომიქსებით? გიყვარდა ხატვა და გაფერადება? დაფიქრდი რა გაღელვებდა როგორც ბავშვს და რისი კეთება შეგეძლო მთელი დღე.

2. შეარჩიე ის სადაც შეჩერდით.

მაგალითად თუ გიყვარდა ველოსიპედის ტარება, იყიდე ზრდასრულის ველოსიპედი და დაათვალიერე ქალაქი.

3. იარე იმის გაკვეთილებზე რაც გიყვარდა.

თუ გიყვარდა ხატვა იარე ადგილობრივ ხატვის კოლეჯში ან ხელოვნების მუზეუმში.

 

4. მოძებნე იმის ზრდასრული ვერსია რაც გიყვარდა ბავშვობაში.

მაგალითად თუ გიყვარდა კომიქსები იპოვე ხალხი იმავე ინტერესებით ვინც ესწრება კომიქსური წიგნების კრებას (კომიკონს). იქნებ მოგწონდა სამაგიდო თამაშები ბავშვობაში. იპოვეთ სამაგიდო თამაშების ფართო სახეობა მარკეტში.

3 მეთოდი. გამოიკვლიე ახალი ტერიტორია იდეისთვის

1. ეწვიეთ პროფესიების საცავს.

იარე პროფესიების საცავში/სასწავლებლებში, რომ ნახო რომელი ჰობია ხელმისაწვდომი რომ შეისწავლო. შენ უნდა იპოვო ისეთი რამ რაზეც არასდროს არ გიფიქრია. მაგალითად ააწყო თვითმფრინავის მოდელი ან გამოძერწო რამე თიხით.

2. ეწვიე მოწყობილობების მაღაზიას.

როგორც პროფესიების საცავი/სასწავლებელი, მოწყობილობების მაღაზიაც ერთ-ერთი გზაა იპოვო ახალი ჰობი. იქნებ შენ გინდა იმუშავო ხეზე ან ბაღს მოუარო. მოწყობილობების მაღაზიას ნამდვილად ექნება ის რაც შენ გჭირდება.

3. დაათვალიერე ადგილობრივი ბიბლიოთეკა.

თქვენს ბიბლიოთეკას ექნება წიგნები სათაურებით “როგორ” სხვადასხვა გაგრძელებებით. დაათვალიერე ისეთი სათაური, რომელიც დაგაინტერესებს და გადააქციე ის ჰობად.

4. გააკონტროლე შენი დრო.

შენი დრო არის ძვირფასი და შენ გაქვს შეზღუდული დრო. იყავი დარწმუნებული, რომ გამონახავ რამდენიმე წუთს დღის განმავლობაში შენი ჰობისთვის.

 

5. შეამოწმე ვებსაიტები ჰობთან დაკავშირებით.

რამოდენიმე ვებსაიტი მიძღვნილია მხოლოდ იმისთვის, რომ შეგასწავლოთ სხვადასხვა ჰობი და შეგიძლია გამოიყენო ისინი რათა გაარკვიო რა გინდა გააკეთო თავისუფალ დროს.

6. სცადე ერთ ჰობიზე მეტი.

პირველი ჰობი შეიძლება არ იყოს თქვენი შესაფერისი. არ შეგეშინდეთ განაგრძოთ სვლა და მოძებნოთ ახალი ჰობი. რთულია გადაწყვიტო მაშინ როდესაც არ ხარ დაინტერესებული არაფრით.

7. თქვი “კი”.

უთხარი კი იმ აქტივობებს, რომლებისგანაც შორს ხარ. შესაძლოა ხელოვნების მუზეუმში წასვლა არ იყოს შენთვის ამაღელვებელი, მაგრამ როდესაც მეგობრები მიგიწვევენ მაინც მიეცი მათ ერთი შანსი. შენ შეიძლება ისეთი ჰობი იპოვნო, რომელსაც არც კი მოელოდი, მაგალითად როგორიცაა ხატვა ან ნახატების აღდგენა.

8. ხელახლა შეიცანი საკუთარი თავი.

ერთადერთი რამ რამაც შეიძლება შეგაკავოთ რაღაცა ახალის ცდისგან არის ის, რომ იფიქროთ “მე არ ვარ ასეთი ადამიანი”. შეიძლება შენ იფიქრო, რომ არ ხარ საკმარისად ძლიერი ან სოციალური რაიმე განსაკუთრებული ჰობისთვის. არ შეგეშინდეს და ეცადე გადააბიჯო ამ ფიქრებს.

  • მაგალითად განიხილე ის აქტივობები, რომელიც გამოტოვე იმიტომ, რომ გეგონა ვერ შეძლებდი. შეიძლება შენ ყოველთვის გინდოდა დაგეკრა გიტარაზე ან გესწავლა სამეჯლისო ცეკვები, მაგრამ გეგონა რომ არ გქონდა ნიჭი. მაინც სცადე ბედი. იქნებ გაქვს ამის უნარი და არც კი იცი.

9. სცადე შენს მეგობართან ერთად.

შენს მეგობარს უკვე აქვს შენნაირი ინტერესები, ასე რომ თქვენ ერთად უნდა შეუერთდეთ რომელიმე ჰობს.

  • მაგალითად შენს მეგობარს მოსწონს რხევითი ცეკვა. შენ მასთან ერთად უნდა წახვიდე გაკვეთილებზე ან მხოლოდ ძირითად ცეკვას შეუერთდე.

4 მეთოდი. გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს

1. ჩაინიშნე თუ სად დახარჯავ ფულს.

ერთი თვის განმავლობაში ჩაინიშნე თუ რაში ხარჯავ ფულს. შეგიძლია გამოიყენო სმარტფონის აპლიკაცია ამ საქმეში.

  • დაყავი კატეგორიებად ის რაშიც ხარჯავ ფულს. მაგალითად შეგიძლია გქონდეს კატეგორიები როგორიცაა “საჭმელი”, “გაზი”, “ტანსაცმელი”, “გართობა”, “ბინის გადასახადი”, “გადასახადები”. ასევე შეგიძლია გადასახადები გაყო ორ კატეგორიად: ისინი, რომლებიც აუცილებლად საჭიროა მაგალითად დაზღვევა, და ისინი, რომლებიც შეიძლება რომ გააუქმო მაგალითად ტელეფონი.

2. შექმენი ბიუჯეტი.

ფურცელზე ან აპლიკაციის საშუალებით, დათვალე რა რამდენ პროცენტს იკავებს თქვენი ფულისა, მაგალითად ბინის გადასახადი და გადასახადები. ასევე გამოიყენე ბოლო თვის ჩანაწერები, რომ გაიგო რამდენ ფულს ხარჯავ საჭმელზე და გაზზე.

3. გადაწყვიტე რამდენი ფული გინდა დახარჯო ჰობზე.

თუ იწყებ ახალ ჰობის ცოტაოდენი ფული უნდა მოაკლდეს სხვა ხარჯებს. მაგალითად უნდა გაერთოთ ნაკლებად ან ჭამოთ ცოტა. დახარჯეთ ცოტა პროდუქტების მაღაზიაში. რამდენი ფულის დახარჯვა გინდა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ ჰობის აირჩევ. ზოგიერთი მათგანი არის უფრო ძვირიანი ვიდრე სხვები.

4. აირჩიე ჰობი, რომელიც არ იქნება ძვირიანი ან იქნება უფასო.

არსებობს ძალიან ბევრი ჰობი, მაშინ როცა არ გაქვს დიდი ბიუჯეტი. მაგალითად წაიკითხო ან დაწერო, ირბინო დილაობით, ან მოუარო ბაღს.

წინა «
შემდეგი »