როგორ ვისარგებლოთ ბიბლიით?

  • daviti
  • დეკემბერი 27, 2011

 ბიბლია  – წიგნი, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო და ბინა თითქმის ყველა ოჯახში დაიდო. მისი რჩევები და დარიგებები დღემდემ მოქმედებს. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანია, თუმცა სამწუხაროა, რომ ბევრმა არც კი იცის რისგან შედგება ეს წიგნი და როგორ ვიხელმძღვანელოთ მისით. ყველას ვურჩევ დაიწყოს ბიბლიის კითხვა. ეს სტატია კი ვიმედოვნებ, რომ გზას ცოტათი მაინც გაგიკვალავთ.

 

 

ბიბლია განიმარტება როგორც წიგნთა წიგნი, თუმცა შესაძლებელია სიტყვა ბიბლიოთეკა მისგან წარმოიშვა, რადგანაც თავად მასში 52 წიგნია. ეს წიგნები იყოფა ორ ნაწილად – ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. მე არ დავიწყებ ყველა წიგნის ჩამოთვლას რადგან მათი წაკითხვა სარჩევში შეგიძლიათ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში არის ისტორიული, დამრიგებლობითი და საწინასწარმეტყველო წიგნები.

წიგნებს სხვადასხვა სახელები აქვთ და ნუმერაციის ტიპი სხვადასხვაა. კითხვისას დაინახავთ ორი ტიპის ციფრს ერთს დიდს (თავის აღსანიშნავად) და ასევე მეორეს რომელიც ყველა წინადადების მარცხნივ არის (მუხლი). ასეთი ნუმერაცია ადვილად გვეხმარება მოვძებნოთ შესაბამისი ადგილი წიგნში. ასევე ბიბლიაში არის პარალელური ადგილები. ზოგიერთ მუხლს ბოლოში აქვს მითითებული სხვა წიგნის მუხლი. ეს შეიძლება აღნიშნავეს რომ იმ ადგილას შეიძლება გამოხატული იყოს იგივე აზრი, რაც აქ წერია ან/და ციტატა მოყვანილია შესაბამისი ადგილიდან. პარარელური აღნიშვნები ასევე ძალიან გვეხმარება აზრის უკეთ გაგებაში.

ისტორიული ადგილების უკეთ გასაგებად ძალიან დაგვეხმარება რუკები, რომლებიც თითქმის ყველა ბიბლიას მოჰყვება და ქალაქების ნუმერაცია, რომელიც ძიებას გაგვიმარტივებს.

სტატა მინდა დავასრულო პატრიარქის ლოცვა კურთხევით “წაიკითხეთ დღეში ერთი თავი ძველი აღთქმიდან, ერთი ახალი აღთქმიდან, სამოციქულოდან და ეპისტოლეებიდან”

წინა «
შემდეგი »