როგორ ვისარგებლოთ Finbook.ge-ით?

  • ihow.ge
  • April 1, 2015
  • 0

finbook-ihow.geსაქართველოში დაფინანსების მოპოვების მრავალი ხერხი არსებობს, თუმცა არის ბევრი დეტალი რომლის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია კრედიტორის შერჩევის დროს. ამ დეტალებისადმი სათანადო ყურადღების დათმობა არცთუ ისე ადვილია, დროის სიმცირის ან უბრალოდ ფინანსურ სფეროში გაუთვითცნობიერებლობის გამო.

სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი Finbook.ge, მისი გამოცდილი გუნდი გაგიწევთ სრულ ფინანსურ კონსულტაციას სასურველი კრედიტის მისაღებად. აქვთ სპეციალური ცოდნა და იციან თუ რომელი ბანკი ან ფინანსური ინსტიტუტი რომელ სეგმენტს აფინანსებს აქტიურად. Finbook.ge-ს გუნდი გაგარკვევთ ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალში, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ კრედიტის აღების დროს.

ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევთ ერთმანეთს შეადაროთ სხვადასხვა ტიპის სესხები, როგორიცაა: საკრედიტო ბარათები, ონლაინ, სამომხმარებლო, აგრო, იპოთეკური, ავტო, პირადი, ბიზნეს და სალომბარდო სესხები. ამ მეთოდით თქვენ შეძლებთ საბაზისო ინფორმაციის აკრეფას.

Finbook.ge-ის მეშვეობით თქვენ, ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი და ხელსაყრელი სესხი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, კალკულატორის მეშვეობით გამოთვალოთ სესხის პროცენტი და გაეცნოთ საფინანსო სფეროში განხორციელებულ ბოლოდროინდელ სიახლეებს.

წინა «
შემდეგი »