როგორ ვისიამოვნოთ თინეიჯერობით?

  • An'na
  • დეკემბერი 24, 2017

თინეიჯერიროდესაც ჰორმონები გიჟდებიან, თინეიჯერობა ნამდვილად რთულია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება შენი მოზარდობის წლებით ბედნიერი იყო. თუ გინდა ეს წლები სასიამოვნოდ გაატარო, ამისათვის უამრავი გზა არსებობს!

პირველ რიგში, უნდა გაიაზრო, რომ არ არსებობს რაიმე აუცილებელი წესები კარგი თინეიჯერობისთვის, გარდა საკუთარისა. ყველა განსხვავებულია, მითუმეტეს მოზარდობის წლებში. ზოგს ურჩევნია თავიანთი თინეიჯერობა მეგობრებთან გაატარონ, როდესაც სხვები ამ დროს მუშაობასა და სწავლაში ხარჯავენ.  ზოგს ურჩევნია რომ ჩუმი იყოს, როცა სხვები ხმაურიანები არიან და მტკიცედ დგანან.

  • რაც შენთვის სასიამოვნოა, სხვისთვის შეიძლება არ იყოს და ეს სავსებით ნორმალურია. ზოგიერთი რამ ყველა თინეიჯერს მოსწონს, მაგრამ არა ყველაფერი. როდესაც ცამეტი წლის ხდები, არ ნიშნავს, რომ დილით იღვიძებ და უეცრად ყველაფერი იცვლება.

თავიდან აირიდეთ გავრცელებული მოლოდინები, კარგიც და ცუდიც. თინეიჯერობა არც სხვა პერიოდებზე მკვეთრად რთული პერიოდია და არც მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ პუბერტატური ასაკი ცვლილების შესანიშნავი გზაა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პერიოდი შენთვის ცხოვრებაში ყველაზე რთული იქნება. გახსოვდეთ, რომ მედია თინეიჯერებს არაზუსტად აღწერს. თინეიჯერები და მათი ცხოვრება ფილმებში, ტელევიზიასა და ლიტერატურაში ძალიან დეტალურად არის ხოლმე აღწერილი. თქვენს განზრახვებს დისნეის, MTV-ს და სხვა ფილმებზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ. ისინი მხოლოდ გამოგონილი ისტორიებია და შეიძლება თქვენს რეალობას საერთოდ არ შეესაბამებოდეს. ასევე ნუ შეადარებთ თქვენ თავს მსახიობებს, რადგან ისინი ხშირად 20 წელზე მეტის, მოდელის შეხედულების, ნიჭიერი ადამიანები არიან.

თინეიჯერობის წლები ერთმანეთისგან განსხვავებულია. 13-დან 19 წლამდე 6 წელია და ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან. ტლანქი და უხეში 13 წლის ბავშვი შეიძლება თავდაჯერებულ, მეომარ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

კონცენტრირდით იმაზე, რომ მიაღწიოთ საკუთარ მიზნებს და სურვილებს და არა იმას, რაც ხალხს სურს შენთვის. ბევრი ხალხისთვის, თინეიჯერობის წლები დარდით არის სავსე-ნუ მიაქცევ მათ ყურადღებას! ყველაზე მეტი სადარდებელი სწორედ სხვების აზრის გათვალისწინებით ჩნდება. (მაგ: „რომ არ მოვეწონო ამის შემდეგ?“ ან „ იქნებ დედაჩემი გაბრაზდეს, თუ სამედიცინოზე არ ვისწავლი, როგორც მას სურს?“). გააკეთე ის, რაც გინდა რომ გააკეთო და არ იფიქრო სხვების აზრზე. შეიღებე თმა გიჟური ფერით, ჩაიცვი ის, რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობ და არა ის, რაც მოდურია, დაურეკე ადამიანს, რომელიც მოგწონს, აირჩიე საკუთარი გზა და ნუ მიაქცევ ყურადღებას, რას იფიქრებს სხვა. დღის ბოლოს ეს მაინც შენი ცხოვრებაა და ისე უნდა წაუძღვე მას, როგორც გსურს.

თუმცა, რა თქმა უნდა საზღვარიც საჭიროა. შენი აზრის ქონა ძალიან კარგია, მაგრამ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო ან დავა არ უნდა დაიწყო შეუსაბამო ადგილზე. ზოგიერთი საზოგადო წესი, მაგალითად ის, რომელიც კრძალავს მომაბეზრებელი ადამიანებისთვის ხელის დარტყმას, აუცილებლად შესასრულებელია.

ისწავლე როდის უნდა დაუჯერო წესებს და როდის საკუთარ თავს.

აღმოაჩინე შენი ინტერესები და მათ მიყევი. როდესაც პატარა იყავი, ყველა გეუბნებოდა, რომ ჰობი გეპოვნა და დიდი შანსებია, რომ უკვე გაქვს მცირე ინტერესები.  გამოიყენე ეს შენს უპირატესობად. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების! არასდროს არის გვიან ახალი საქმის წამოსაწყებად. იქნებ, ასე შენი ცხოვრების საქმეც იპოვო.

  • სცადე შენი ინტერესების „დაბალანსება“. მაგალითად, თუ შენი ყველაზე დიდი ჰობი არის კომპიუტერული პროგრამირება, სცადეთ რამე ხელოვნებაზე ორიენტირებული ჰობი, როგორიც არის ხატვა, ან ახალი ენის სწავლა. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპიუტერების გენიოსი ხარ, არ ნიშნავს რომ სხვა ინტერესები არ შეიძლება გქონდეს.
  • გამოიკვლიე შენი სტილი და ინტერესები. ახლა არის ექსპერიმენტების დრო. ტრადიციები და იარლიყები ნუ შეგზღუდავთ.

გაუშვით ცრურწმენები. თუ ფიქრობ რომ ცრურწმენების არ გჯერა, მაინც შეიძლება, რომ ხალხის მცირე ჯგუფებზე მცდარმა აზზრმა შენს გონებაში ფესვები გაიდგას. ძველმა ცრურწმენებმა რელიგიურ ჯგუფებზე, სხვადასხვა რასის წარმომადგენლებსა და ლგბტ პირებზე, შეიძლება დაღი დაასვას თქვენს მსოფლთმხედველობას. დაივიწყეთ ისინი. არავინ არ არის სტერეოტიპების მსგავსი. როდესაც ხალხი განსხვავებულს ხედავს, მაშინვე ფიქრობს, რომ ის ყველა სხვას გავს. ეს ხელს უშლის მათი ნამდვილი სახის დანახვას.

ამის გარდა, ნუ ისაუბრებთ ცუდად იმ ხალხზე, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა გქონდათ. თუ ამ პიროვნებამ თქვენ ფიზიკური ან მორალური ზიანი არ მოგაყენათ, ის ალბათ არც ისეთი ცუდია, როგორც თქვენ ფიქრობთ. და თუ წარმოდგენები მათზე ჭორებით შეგექმნათ, არც კი იცით ისინი მართალია თუ არა. აუცილებელი არაა მათი საუკეთესო მეგობრები გახდეთ, უბრალოდ მათთან ცივილურად მოიქეცით. უკეთესი იქნება თუ მეგობრულად მოქცევას ცდით. შეიძლება მათ გაგაოცონ და საკუთარი თავი სულ სხვანაირად წარმოგიჩინონ.

სკოლა ნამდვილად შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თინეიჯერობის ასაკში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. რასაც თინეიჯერობის ასაკში მიაღწევთ, უდიდეს როლს ითამაშებს თქვენს ზრდასრულ ცხოვრებაზე. ყველაფერს დაუთმეთ საკმარისი დრო და სწრაფადვე მოაგვარეთ, გადადების ნაცვლად. ისწავლეთ უპირატესობებების მინიჭება, რაც არ უნდა იყოს ეს. გააუმჯობესეთ თქვენი სწავლის უნარი. რა თქმა უნდა ეს ხშირად სასიამოვნო არ იქნება, თუმცა მომავალში ძალიან დაგეხმარებათ და ზოგიერთ თინეიჯერს სწავლა ძალიან სიამოვნებს.

აუცილებელი არ არის, რომ ყველა საგანში უმაღლესი შეფასება გქონდეთ. გამოამჟღავნეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მუშაობის ტემპი არ დააგდოთ,  თორემ ეს თქვენ ნიშნებზე ცუდად იმოქმედებს.

არ იჩქაროთ დავალების შესრულება მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრებთან ყოფნა გინდათ. ხშირად ავიწყდებათ, რომ სკოლა თქვენთვის განათლების მოსაცემადაა და არა თქვენი ტყვეობისთვის.

არ იჩქაროთ საკუთარი თავის აღმოჩენა. თინეიჯერობის წლები ქაოსურია, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ინტერესები შეიძლება მუდმივად შეიცვალოს. სანამ ცოცხალი ხარ, მუდმივად იზრდები და ვითარდები.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.