Google

როგორ ვისწავლოთ ინგლისური

დაწერილია:January 30, 2013

learn-english-ihow.geინგლისური საერთაშორისო ენად ითვლება და შესაბამისად არავინ იტყვის უარს მის სწავლაზე, პირიქით ბევრისთვის აუცილებელია მისი ცოდნა. ამ სტატიაში ჩვენ ვეცდებით გიჩვენოთ როგორ შეისწავლოთ ინგლისური ან თუ ფლობთ ინგლისურს რაღაც გარკვეულ დონეზე გაიღრმავოთ ინგლისურის ზოგადი ცოდნა.

რჩევები ინგლისურის დამწყები მოსწავლეებისთვის

1. თქვენ გავხართ პატარა ბავშვს. ბავშვები თავდაპირველად სწავლობენ მოსმენას, შემდეგ ცდილობენ ილაპარაკონ, საბოლოოდ კი წერენ და კითხულობენ.

2. მოუსმინეთ ინგლისურს ყოველდღიურად. მოუსმინეთ ინგლისურენოვან რადიოს, უყურეთ ინგლისურენოვან გადაცემებს, წადით კინოში ინგლისურენოვან ფილმზე და გამოიყენეთ ინგლისურის ონლაინ გაკვეთილები.

3. დაუმეგობრდით იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ინგლისური მეორე მშობლიური ენაა. შეეცადეთ ისაუბროთ ინგლისურად, ივარჯიშეთ დიალოგების მეშვეობით, გამოიყენეთ ინგლისურის დამწყებთა წიგნები.

4. იკითხეთ ინგლისურად. თავდაპირველად წაიკითხეთ საბავშო წიგნები, გამოიყენეთ სპეციალური წიგნები, რომელიც არის ინგლისურის სწავლის მსურველთათვის, წაიკითხეთ რეკლამები, გამონათქვამები და ა.შ

5. ჩაინიშნეთ ახალი სიტყვები. აიღეთ პატარა წიგნაკი სადაც ჩაინიშნავთ თქვენთვის ახალ ინგლისურ სიტყვებს. დაალაგეთ ისინის ანბანის მიხედვით, შეადგინეთ ამ სიტყვებისგან მარტივი წინადადებები, თავდაპირველად გამოიყენეთ ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი.

6. გააკეთეთ დღიური ინგლისურად. დაიწყეთ ერთი წინადადებით, როგორ გრძნობთ თავს, როგორი ამინდია, რის გაკეთებას აპირებთ დღეს და ა.შ, შემდეგ დღეებში უფრო გაართულეთ.

7. ეწვიეთ ენგლისურენოვან ქვეყანას. დარჩით ინგლისურენოვან ოჯახში, მოისმინეთ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ინგლისელების საუბარი, გააკეთეთ სახალისო დავალებები.

საიდან დავიწყო ინგლისურის სწავლა?

რატომ გინდათ ინგლისურის სწავლა?

სანამ სწავლას დაიწყებდეთ განსაზღვრეთ რატომ აკეთებთ ამას? ინგლისურს სწავლობთ იმიტომ რომ თქვენ გინდათ თუ სწავლობთ იმიტომ რომ ეს სხვას უნდა? როგორც ყველა სხვა ცხოვრებისეული გადაწყვეტილება ინგლისურის სწავლა – არ სწავლის საკითხიც დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოთ.

დაისახე მიზანი

თუ თქვენ იცით რატომ გინდათ ინგლისურის სწავლა მაშინ მიზნის დასახვაც არ იქნება რთული. მაგალითად თუ თქვენ გსურთ ინგლისურის სწავლა იმიტომ, რომ უნდა იმოგზაუროთ ინგლისურენოვან ქვეყანაში თქვენი მიზანი იქნება ინგლისურის სალაპარაკო დონეზე შესწავლა. თუ თქვენ იცით ბევრი სასარგებლო ფრაზა მიზნად შეგიძლიათ დაისახოთ მათი უკეთესად გამოთქმა და ინგლისურად მოსაუბრის ნათქვამის ადვილად გაგება. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზნები აუცილებლად ჩამოწერეთ ისინი.

შეადგინეთ განრიგი 

განსაზღვრეთ რა დრო დაგჭირდებათ თქვენი მიზნის განსახორციელებლად. ამ კითხვაზე ზუსტი და რეალური პასუხის გაცემა საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუ თქვენ კვირაში 40 საათი მუშაობთ მთელ დარჩენილ დროს ინგლისურის სასწავლად ნუ დაგეგმავთ. დაიწყეთ უფრო ნაკლები დროით მაგრამ იმეცადინეთ რეგულარულად. გამოიყენეთ ისეთი მასალა, რომელიც არ არის თქვენთვის არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი. სწავლიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ რამდენად ზუსტად მიყვებით გრაფიკს. ასევე დააკვირდით რა გარემოში გსიამოვნებთ ინგლისურის სწავლა. საღამოობით, ავტობუსში მგზავრობისას, მარტო და წყნარ ადგილას ყოფნისას თუ მეგობრებთან ერთად მუსიკის თანხლებით.

დაავალდებულეთ საკუთარი თავი

ინგლისურის სწავლა მოითხოვს საკმაოდ დიდ მოტივაციას. მით უფრო, როდესაც ამას აპირებთ დამოუკიდებლად და არავინ დაგიწყებთ გაკიცხვას, იმის გამო თუ რამოდენიმე დღეს ჩააგებთ და არ დაუთმობთ საჭირო დროს ინგლისურს. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მზად ხართ ინგლისურის დამოუკიდებლად შესასწავლად დაივალდებულეთ თავი თუნდაც მარტივი ხელწერილის მეშვეობით, სადაც დაწერთ რამდენ კვირას იმეცადინებთ, დღეში რამდენ საათს იმეცადინებთ და ა.შ

ინგლისურის სწავლისგან მიიღეთ სიამოვნება

საქმეს რომელსაც ვაკეთებთ საუკეთესოდ, გვანიჭებს სიამოვნებას. თუ თქვენ ვერ ღებულობთ სიამოვნებას ინგლისურის სწავლისგან ე.ი სწავლების მეთოდი არასწორია და რაღაც უნდა შეცვალოთ აუცილებლად. ინგლისურის სწავლა მაშინ არის  წარმატებული, როდესაც სწავლასთან ერთად სიამოვნებასაც განიცდით.

დააბალანსეთ ოთხი ძირითადი უნარი

 (მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა)

ადამიანთა უმრავლესობის სურვილია გაიღრმავონ ინგლისურის ცოდნა. თუ ეს არის თქვენი ერთ-ერთი მიზანთაგანი, მაშინ მნიშვნელოვანია დააბალანსოთ ინგლისურ ენასთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშული ოთხი უნარი. ერთ-ერთი მათგანის გაუმჯობესების შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, რადგან თუ თქვენ გინდათ რომ კარგად იკითხოთ მაშინ უნდა შეგეძლოთ კარგად წერა და ასევე სანამ ლაპარაკს დაიწყებთ მანამდე მოსმენა უნდა შეგეძლოთ. ეს ოთხი უნარი შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ:

შემომავალი <<<

  • მოსმენა (ყურის მეშვეობით)
  • კითხვა (თვალის მეშვეობით

გამავალი >>>

  • საუბარი (პირის მეშვეობით)
  • წერა (ხელის მეშვეობით)

ოთხი ძირითადი უნარის გაგონების შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ კითხვა თუ რომელი მათგანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ასე ცალსახად პასუხის გაცემა ძნელია, რადგან ოთხივე მათგანი ერთმანეთზე არის დამოკიდებული, კომუნიკაციის დროს რომელი უნარის გამოყენება დაგჭირდება წინასწარ ცოტა რთული განსაჭვრეტია, მაგრამ თუ სტატისტიკას დავუჯერებთ ეს ოთხი უნარი კომუნიკაციის დროს შემდეგი პროცენტულობით გამოიყენება: მოსმენა – 40%; საუბარი – 35%; კითხვა – 16%; წერა – 9%. ეს სტატისტიკა არის ზოგადი ინგლისურისათვის და ის შეიძლება ცვალებადი იყოს სხვადასხვა სამუშაოსათვის.

ინგლისურის სწავლის ამ ოთხ უმნიშვნელოვანეს უნარს აქვს თავისი, მიკრო შემადგენელი ელემენტები, მაგალითად ინგლისურად საუბრის მიკროელემენტია გამოთქმა, თუ კარგად არ გამოთქვამ სიტყვებს გაგიჭირდებათ ინგლისურად საუბარი, ასევე წერის შემთხვევაში მისი მიკროელემენტია მართლწერა. გრამატიკა და სიტყვათა მარაგი კიდევ სხვა მიკროელემენტებს მიეკუთვნებიან. ამ ელემენტებს, რადგან მიკროს ვუწოდებთ ეს ფაქტი არანაირად არ მიუთითებს იმაზე რომ ეს ელემენტები უმნიშვნელოა.

საუკეთესო შედეგისათვის და ინგლისურის შესწავლისათვის მნიშვნელოვანია ოთხივე უნარის განვითარება, ამისათვის კი კარგია მაგალითად წაიკითხოთ რაიმე ინგლისურ ენაზე და შემდეგ ასევე ინგლისურად განიხილოთ ის მეგობართან, უყუროთ ინგლისურად ნათარგმნ ფილმს და დაწეროთ მის შესახებ რამოდენიმე სიტყვით.

როგორ ვისწავლოთ ინგლისური საუბრის მოსმენა

მოუსმინეთ რადიოს (რა თქმა უნდა ინგლისურად)

ხანდახან წერას ჯობს მოისმინო.

უყურეთ ინგლისურენოვან არხებს

უყურეთ საბავშვო გადაცემებს და ისეთ გადაცემებს რომლის ყურებაც გსიამოვნებთ, დაიმახსოვრეთ, რომ ტელევიზორში ძალიან ხშირად მოისმენ სლენგებს (გაიგეთ მეტი სლენგების შესახებ).

უყურეთ ფილმებს 

თავდაპირველად უმჯობესია უყუროთ ინგლისურენოვან ფილმებს, ინგლისური სუბტიტრებით.

გამოიყენეთ ინტერნეტ რესურსები 

ძირითადად ისეთი რესურსი გამოიყენეთ, სადაც მოისმენთ სხვადასხვა გამოსვლებს მაგ: iteslj.org

როგორ ვისწავლოთ ინგლისურად ლაპარაკი 

ელაპარაკეთ საკუთარ თავს

ელაპარაკეთ საკუთარ თავს ნებისმიერ თემაზე, რა თქმა უნდა საკუთარ თავთან საუბარი როდესაც მარტო იქნებით მაშინ უნდა დაიწყოთ და არა სახალხოდ, თუ ვერ შეძლებთ საკუთარ თავთან საუბრის წარმართვას წაიკითხეთ რამე ხმამაღლა ინგლისურად მანამ, სანამ ყურს საკუთარ ხმას არ მიაჩვევთ.

ჩაწერეთ საკუთარი საუბარი

ეს შეიძლება ცოტა რთულია მაგრამ, ეს მეთოდი ძალიან კარგად წარმოაჩენს თქვენს ნაკლოვანებებს საუბრის მომენტში, ჩაწერილ ფირს რამოდენიმე დღის მერე მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ დაშვებული შეცდომები.

ისწავლეთ იდიომები

ივარჯიშეთ ენის გასატეხების მეშვეობით

თავდაპირველად შეიძლება თქვენი საუბარი გაუგებარი იყოს თანამოსაუბრისთვის, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ ნელ-ნელა დაიხვეწება საუბრის მანერა.

ასევე მიაქციეთ ყურადღება ე.წ “მახვილებს”, რადგან ინგლისურად საუბრისას არის სიტყვები, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს წარმოთქმისას, მათი ძირითადი განმასხვავებელი არის ერთ-ერთ ასოზე ან სიტყვის ნაწილზე გაკეთებული მახვილი.

როგორ ვისწავლოთ ინგლისურად კითხვა

იკითხეთ ყოველდღიურად

არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საბავშვო წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, ინტერნეტ საიტი თუ ნოველა, მთავარია იკითხობ რაც შეიძლება ბევრი.

წაიკითხეთ იმ თემებზე რაც უფრო გაინტერესებთ

კითხვა კარგია, მაგრამ ორმაგად უფრო კარგია როდესაც იმ თემას კითხულობ რაც შენთან უფრო ახლოს არის და გაინტერესებს.

წაიკითხეთ თქვენი დონის შესაბამისად

თუ თქვენ დაიწყებთ თავიდანვე რთული ტექსტების კითხვა მაშინ ყოველ სიტყავზე მოგიწევთ ლექსიკონში ყურება, რაც დამიჯერეთ არც ისე სასიამოვნოა და ორმაგად დამღლელია.

ყოველთვის თან გქონდეთ ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი

ძალიან ცუდი ჩვევაა ელექტრონული ლექსიკონების გამოყენება, რადგან იქ ნანახი სიტყვა დიდხანს არ გამახსოვრდება, ამიტომ უმჯობესია ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი აქციოთ თქვენი ცხოვრების მეგზურად.

გააკეთეთ საკუთარი ინგლისური ლექსიკონი

ამოიწერეთ თქვენთვის სასურველი და უცნობი სიტყვები და დაალაგეთ ისინი ანბანის მიხედვით.

როგორ ვისწავლოთ ინგლისურად წერა

გააკეთეთ ყოველდღიური ჩანაწერები

დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ გრამატიკას, მთავარია გამოყენებული სიტყვები სწორად დაწეროთ, გრამატიკის უგუნებელყოფის შედეგად თვქნ მიერ გაკეთებული ჩანაწერები იქნება სახალისო, რაც ზოგადად ინგლისურად წერის პროცედურას გაგიმარტივებთ.

წერეთ წერილები ინგლისურად

მიწერეთ ინგლისურად წერილები თვქნს მასწავლებელს ან მეგობრებს.

ინგლისურად ჩამოწერეთ თქვენი პირადი სიახლეები

ეს არის ერთ ერთი ყველაზე კარგი სავარჯიშო, წერეთ თქვენს ირგვლივ მომხდარი სიახლეეები ინგლისურად.

გაეცანით მნიშვნელოვან წესებს რომელიც გამოყენება ინგლისურად წერისას

არსებობს წესები რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ მაგალითები: ინგლისურად წერის დროს გასათვალისწინებელი წესები.

სტატია მომზადებულია www.englishclub.com-ს დახმარებით