როგორ ვისწავლოთ კარგად?

  • An'na
  • აპრილი 1, 2015

სწავლათუ მალე ტესტი გაქვთ, თქვენ კი არ შეგიძლიათ კონცენტრირება ან არ იცით როგორ გაიმეოროთ, მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია რომ ტესტი კარგად ჩააბაროთ. თითქოს მარტივი რჩევებია და შეიძლება იფიქროთ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თუ მიყვებით ამ რჩევებს შედეგით ნამდვილად გასაოცრად კმაყოფილი დარჩებით.

 

 

 

ნაბიჯი 1:

შეადგინეთ გონივრული სასწავლო ნუსხა. ეს დაგეხმარებათ რომ სწავლის დროს არ დაიღალოთ და არ ისწავლოთ ბევრი ერთბაშად. დაისვენეთ 15 წუთიდან–1 საათამდე, ეს დამოკიდებულია თქვენს გაძლებაზე და დავალების რაოდენობაზე.

ნაბიჯი 2:

იპოვეთ წყნარი, კომფორტული ადგილის სასწავლად. ჯობია ადგილი იყოს მცირე, ამ შემთხვევაში თქვენ დაიტოვებთ მხოლოდ საჭირო წიგნებს და რვეულებს. დარწმუნდით რომ გაქვთ ყველაფერი რაც გჭირდებათ–წიგნები, რვეულები, ფურცლები, კალმები და ა.შ.  თუ თქვენ ოთახში მეცადინეობთ, მაშინ კარებზე შეგიძლიათ გააკრათ წარწერა: “ვსწავლობ, არ შემაწუხოთ”

  • იპოვეთ ის ადგილი სადაც ვერავინ ვერ მოვა და ვერ დაგიწყებთ ლაპარაკს.
  • გამოიყენეთ საბანი, სავსე სათამაშოები და სხვა რბილი ნივთები, რომ ადგილი გახდეს კომფორტული.

სტუდენტი

ნაბიჯი 3:

მოშორდით ყველა ყურადღების გასაფანტ მოწყობილობას. ძალიან რთულია დავალებაზე კონცენტრირება როცა ელოდებით  მესიჯს ან ცალი თვალი ტელევიზორზე გიჭირავთ.

ნაბიჯი 4:

გაისეირნეთ ან ივარჯიშეთ სანამ სწავლას დაიწყებთ. გამოკვლევებმა დაადასტურა რომ გასეირნება ტვინს ხსნის. გამოიყენეთ სხვადასხვა ტექნოლოგია ინფორმაციის შესასწავლად. განსხვავებული მეთოდით თქვენ უფრო ადვილად შეისწავლით ინფორმაციას.

ნაბიჯი 5:

დაანაწილეთ თქვენი სამუშაო ნაწილებად.  მთელი გაკვეთილის ერთად წაკითხვით ვერ გაიაზრებთ და არაფრის მომცემი იქნება. ცადეთ დაყოთ სხვადასხვა თემებად და გააერთიანეთ ერთი შინაარსის თემები ერთად.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.