როგორ ვისწავლოთ მათემატიკა უკეთესად?

  • An'na
  • იანვარი 27, 2016

ტესტიმათემატიკა ის საქმიანობაა, რომელიც შეიძლება გააუმჯობესოთ ვარჯიშით, სიმტკიცით და მუდმივი მზადყოფნით. თუ დაიღალეთ მათემატიკაში დაბალი ნიშნების მიღებით, შეცვალეთ  მიდგომა და გამოიყენეთ ჩვენი რჩევები. მეტი ცდის შედეგს კი რამდენიმე კვირაში, ან თვეში მიიღებთ. მათემატიკა ცხოვრებაში გამოსადეგია ცხოვრებაში და ეს სტატია დაგეხმარებათ მასში კარგად გარკვევაში.

 

1.სთხოვეთ დახმარება თქვენი მათემატიკის მასწავლებელს ან მშობელს. დახმარების თხოვნა ძალიან კარგია.თქვენ ვერ მიიღებთ საჭირო დახმარებას,თუ არ ითხოვთ მას.თქვენი მშობლები შეიძლება თანახმა იყვნენ რეპეტიტორის დაქირავებაზე.ერთი-ერთზე მეცადინეობა ძალიან სასარგებლო იქნება,თუ ცდილობთ გაუმჯობესებას.

2.სთხოვეთ დახმარება ჭკვიან ბავშვს. სთხოვეთ დახმარება მათ,რადგან შეიძლება მათ სწავლისთვის უფრო მარტივი მეთოდები ჰქონდეთ.თქვენ შეიძლება ახალი მეგობრებიც კი გაიჩინოთ!

3.არ შეგეშინდეთ მათემატიკის. თუ რამანუჯანს შეეძლო,რომ მათემატიკა თავისით ესწავლა მათემატიკა და დაემტკიცებინა ეილერის უტყუარობა,მაშინ თქვენც შეგიძლიათ ჩააბაროთ ალგებრა და გაიღრმავოთ ცოდნა.წაიკითხეთ იმ მათემატიკოსთა სია,რომლებმაც წვლილი შეიტანეს თქვენს სწავლებაში. ამან შეიძლება გაზარდოს თქვენი ინტერესი იმ თემების მიმართ,რომელსაც შეისწავლით.

  • თუ მათემატიკაზე ხელს ჩაიქნევთ,მაშინ თქვენი შანსები,რომ უკეთესი გახდეთ,გაქრება. ასე რომ,სანამ დანებდებით,მიეცით მათემატიკას შანსი!

4.გამორთეთ ყველაფერი,რაც ყურადღებას გიფანტავთ. გადადეთ მობილური ტელეფონი გვერდზე, გამორთეთ ტელევიზორი,რადიო და გათიშეთ მუსიკა.არ დაიტოვოთ მაგიდაზე მაცდური ნივთები, რომლითაც ითამაშებთ და დაივიწყებთ მათემატიკას.ძალიან კარგად სცადეთ რომ კონცენტრირდეთ სწავლაზე იმ დროის განმავლობაში,რა დროც დათმობილი გაქვთ ამ საგნისთვის.

5.წაიკითხეთ კლასში ჩაწერილი შენიშვნები. გარდა ამისა,წაიკითხეთ ინსტრუქციები,რომლებიც მოცემულია თქვენს სასწავლო წიგნებში.ეს დაგეხმარებათ კარგად გაიგოთ ის თემები,რომელსაც გადიხართ.

  • მოუსმინეთ გულდასმით.რასაც მასწავლებელი ამბობს,ძალიან მნიშვნელოვანია და მათი დასწავლა დაგეხმარებათ ტესტის დაწერაში.
  • გააკეთეთ ბევრი ჩანიშვნა.როდესაც ბევრი ჩანიშვნა გაქვთ,მაშინ მათემატიკას უფრო თავისუფლად ისწავლით!

6.იყავით შეუპოვარი! ვარჯიში იდეალურ საქმეს აკეთებს,როგორც მეტაფორულად ცხენზე ამხედრება ყოველი ჩამოვარდნის შემდეგ.თუ მათემატიკის სწავლისას თქვენს მაქსიმუმს აჩვენებთ, შედეგს მალე ნახავთ.

  • გააკეთეთ სკოლაში მოცემული დავალება და ამასთან ერთად,ეძებეთ დამატებითი სავარჯიშოები,რომელიც მართლა შეგიწყობთ ხელს სწავლასა და გაგებაში.

7.გამოცდებისთვის და ტესტებისთვის მოემზადეთ ძალიან კარგად. როდესაც მასწავლებელი გაგაფრთხილებთ ტესტის შესახებ,სწავლას დაუთმეთ ყოველდღე ოდნავ მეტი დრო და არ გაათენოთ გამოცდის წინა ღამე.თუ იმეცადინებთ უფრო კარგად,მაშინ თქვენ უკეთესს შედეგს მიიღებთ იმასთან შედარებით,როდესაც არაფერს არ სწავლობდით ან ბოლო მომენტისთვის ინახავდით.

8.არასდროს ინერვიულოთ გამოცდის გამო. თუ ჭკუიდან გადახვალთ,თქვენ თავს შეაშინებთ და ვეღარ იფიქრებთ გამოცდაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რამეები,როგორიცაა არ გამეორება. თქვენ იცით რომ გაქვთ ძალა,ასე რომ შეამცირეთ და მოიშორეთ ნერვიულობა.

9.გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი. გახსოვდეთ,რომ უნდა წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო მხარე და ამით მიაღწევთ კარგ შედეგს.

10.ახლა თქვენ უკეთესი ნიშნები გექნებათ. თუ მართლა თქვენი მაქსიმუმი გააკეთეთ და მიყევით ამ ნაბიჯებს, მაშინ მალე შეამჩნევთ,რომ უფრო მეტი მაღალი ნიშანი გაქვთ.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.