როგორ ვისწავლოთ სკოლაში კარგად?

  • daviti
  • დეკემბერი 4, 2011

ეს არის კითხვა რომელიც ალბათ ყველა მოსწავლეს აწუხებს. ყველას უნდა ათიანი, მაგრამ სწავლა ცოტას თუ ეხალისება (რაც ძალიან ცუდია). ახლა მოგცემთ რჩევებს, რომელბიც აპრობირებულია წარმატებული, თუმცა ზარმაცი მოსწავლეების მიერ. ეს მითითებები არ არის გაუგებარი თეორიები, არამედ ზუსტი მოქმედებებია, რომლებიც უცილობლად მუშაობენ ყველა პედაგოგის მიმართ და  ასიპროცენტით უზრუნუნველყოფენ თქვენს წარმატებულ ნიშანს. ასე რომ გულისყურით გაეცანით და შეუდექით მათ შესრულებას.

1) წარჩინებული მოსწავლეები ცდილობენ მასწავლებლის მოცემული დავალებები პირნათლად შეასრულონ. შესაბამისად გაკვეთილზეც ბევრად აქტიურები არიან. შედარებით სუსტ მოსწავლეებს კი არ ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება. შესაბამისად, ნაწილი საერთოდ ეთიშება გაკვეთილს, ნაწილი კი ისვრის უაზრო პასუხებს იმ იმედით, რომ ერთს მაინც გამოიცნობს. ალბათ ბევრ თქვენგანს  ეცნო მსგავსი სიტუაცია. კარგია, როდესაც ვცდილობთ გაკვეთილის მსვლელობაში ჩართვას, თუმცა უნდა შევეგუოთ იმას, რომ ყველა კითხვაზე პასუხს ვერ  გავარტყამთ. ამიტომ, უნდა დაველოდოთ ადვილ კითხვებს რომლებიც ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც მოვლენ. მე არ ვცდილობ იმის მტკიცებას, რომ გაკვეთილის უსწავლელად შეიძლება წარმატების მიღწევა, თუმცა იმ საგნებში რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს გაკვეთილის 1-2-ჯერ გადაკითხვით შეიძლება კარგი ქულების აღება. პირადად ჩემთვის, ამის კარგი მაგალითია ფიზიკა. ამოცანების გამოყვანა ყოველთვის პრობლემა იყო, თუმცა პატარა პრაქტიკულ შეკითხვებზე ყოველთვის ვაქტიურობდი. დამერწმუნეთ დაელოდეთ თქვენს დროს – ის აუცილებლად მოვა.

2) გამოიყენეთ ცოდნის წარმოჩენის ბევრად საინტერესო და იოლი მეთოდები: პრეზენტაცია, ჯგუფური განხილვებიდა ა.შ. აქ საგნის ცოდნა რამოდენიმე ადამიანზე ნაწილდება, თუმცა ნიშანი ერთი იწერება.  საქართველოში ცოტა მასწავლებელი თუ ბედავს ჯგუფური მუშაობის ჩატარებას (რადგან როგორც წესი, ჯგუფური მეცადინეობა ხმაურს იწვევს). რაც არ უნდა იყოს, არასოდეს გაუშვათ ეს შანსი ხელიდან და ყოველთვის ეცადეთ ჯგუფის აქტიური წევრი იყოთ.

3) არ გაიფუჭოთ ურთიერთობა მასწავლებელთან. კარგი ურთიერთობის შემთხვევაში მასწავლებელი ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს. ნუ შეგაშინებთ პედაგოგის ხასიათი – საერთო ენის გამონახვა ყველასთან შეიძლება (თუმცა არც ზედმეტი პირფერობა ვარგა).

4) საშინაო დავალება. პუნქტი, რომელსაც წარმატებაში არც თუ ისე პატარა პროცენტი უკავია. აქ ყველა მოსწავლეს თავისებური მიდგომა გააჩნია, თუმცა იდეალურად მას ყოველთვის ვერავინ ასრულებს. ამიტომ ნუ დაელოდებით სანამ თქვენს გვარს ამოიკითხავენ დაფასთან გამოსასვლელად. თავად გამოიჩინეთ ინიციატივა, მაშინ როდესაც ხვდებით რომ დავალება კარგად იცით. ინიციატივის საკუთარ თავზე აღება ეს არის  საკვანძო და ერთ–ერთი მთავარი მოქმედება კარგი ნიშანის დასამსახურებლად და რისკების თავიდან ასაცილებლად.

არ ვიცი ვინ რას ელოდა ამ სტატიისაგან თუმცა ფაქტი ერთია, ეს არის ერთადერთი ყველაზე მოკლე და იოლი გზა წარმატებულ ნიშნამდე. აღნიშნული სტატია არ არის უსწავლელობისაკენ მოწოდება, უბრალოდ ყოველთვის იდეალურად ვერ გეცოდინებათ გაკვეთილი და თუ თქვენ ამ მოვლენას სათქვენოდ შეაბრუნებთ და ამ უნარს გამოიმუშავებთ ძალიან გამოგადგებათ სკოლის გარეთ ცხოვრებაშიც.

გისურვებთ წარმატებას ! ! !

წინა «
შემდეგი »