როგორ ვისწავლოთ უკეთესად?

  • LordCrow
  • მაისი 8, 2014

სწავლა21 საუკუნეში წარმატების მთავარი გარანტი განათლებაა. სწავლის პროცესი ბევრისთვის საკმაოდ დამღლელი პროცესია, ხშირად გავიგებთ მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისგან გავიგებთ რომ მათ არ შეუძლიათ სამეცადინოდ დაჯდომა ან არაფერი არ ამახსოვრდებაც მეცადინეობის შემდეგ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა, ის თქვენ დაგეხმარებათ ორგანიზებულ, სწრაფ და პროდუქტიულ მეცადინეობაში.

ნაბიჯი 1 – შექმენით სამეცადინო გარემო

მოაწესრიგეთ მაგიდა, რომელზეც თქვენ იმეცადინებთ, დათქვით სამეცადინო დრო და ყოველდღიურად იმეცადინეთ ამ ადგილზე და ერთსა და იმავე დროს. ამის საშუალებით თქვენი ტვინი ჩადგება “რეჟიმში”, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ერთ საათიანი მომზადება სამეცადინო განწყობის შექმნისთვის, რადგან ამ ადგილზე დაჯდომის დროს თქვენი ტვინი უკვე ავტომატურად მეცადინეობისთვის იქნება მზად.

ნაბიჯი 2 – იყავით ორგანიზებულები

შექმენით მეცადინეობის გეგმა, ჩამოწერეთ ბლოკნოტში თუ რა უნდა ისწავლოთ და რა დრო უნდა დაუთმოთ თითოეულ საგანს, ამის საშუალებით თქვენ ბევრად უფრო ეფექტურად შეუდგებით სწავლას

ნაბიჯი 3 – დაყავით სწავლა ერთ საათიან ფაზებად

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის ტვინი ბევრად უფრო მობილიზებულია, მაშინ როდესაც მას უწევს რაიმეს ათვისება შეზღუდულ დროში.(ამაზე ალბათ გაგახსენდებათ გამოცდის წინა დღით მეცადინეობა, ამ დროს თქვენ ბევრად მეტს სწავლობთ და იმახსოვრებთ ვიდრე სხვა დღეებში) ყოველი ერთ საათიანი ფაზის შემდეგ დაისვენეთ 20-30 წუთით, გაისეირნეთ, ივარჯიშეთ ან წამოწექით, სწორედ ამ დროს თქვენი ტვინი ითვისებს თქვენს მიერ ნასწავლ მასალას. ხოლო თუ მათემატიკური ფორმულების, წლების ან ქალაქების სახელების დაზეპირება გინდათ არამც და არამც არ დაუთმოთ ამას 30-40 წუთზე მეტი, რადგან სწორედ 30-40 წუთი ითვლება საუკეთესო დროდ რაიმეს დასაზეპირებლად.

გარემო სწავლისთვის

ნაბიჯი 4 – იყავით კონცენტრირებულები

უკეთესად მეცადინეობისთვის აუცილებელია ყურადღება, ყურადღებისათვის კი საჭიროა სიწყნარე. ასე რომ, შექმენით მშვიდი გარემო და პირობას გაძლევთ თქვენი 2-3 საათიანი მეცადინეობა ბევრად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე 10 საათი აურზაურში სწავლა. დაიმახსოვრეთ ყოველი ერთი საათის შემდეგ, შეისვენეთ. ამის საშუალებით შემდეგ ფაზას დასვენებული და კვლავ კონცენტრირებულები დაიწყებთ. დაიწყეთ ძნელი ან მოსაწყენი საგნით და დაამთავრეთ ადვილით, რადგან ტვინი ბევრად მობილიზებულია მაშინ როდესაც მას  სიძნელის დაძლევა უწევს.

სწავლანაბიჯი 5 – არ იმეცადინოთ ძილის სანაცვლოდ

შეეცადეთ თავიდან აირიდოთ მეცადინეობა ძილის სანაცვლოდ, ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ცოტა მეცადინეობის შემდეგ კარგი ძილი ბევრად უფრო გვეხმარება სწავლაში, ვიდრე ბევრი მეცადინეობა ძილის სანაცვლოდ.

ნაბიჯი 6 – იქონიეთ მარკერები

ფსიქოლოგები გვთავაზობენ ვიქონიოთ მარკერები, წითლით შემოვხაზოთ მთავარი ფაქტები, ლურჯით – თარიღები და მათემატიკური ფორმულები, ყვითლით – დამხმარე ფაქტები. ფერების საშუალებით მახსოვრობა ბევრად გაგიუმჯობესდებათ.

ნაბიჯი 7 – უსმინეთ ამხსნელს

კარგად უსმინეთ ლექტორს ან მასწავლებელს ამა თუ იმ მასალის განხილვისას, ჩაიწერეთ ის რასაც ვერ გაიგებთ და გაკვეთილის ბოლოს გაესაუბრეთ მას 5 წუთით მაინც, ამის შემდეგ თქვენ ბევრად უფრო მზად იქნებით ამ მასალის შესასწავლად და არ შეეცდებით ამის თავიდან არიდებას რადგან თქვენ გაკვეთილზე ვერ გაიგეთ ეს მასალა.

წარმატებებს გისურვებთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.