როგორ ვისწავლო უცხო ენა?

  • geniosa1991
  • July 23, 2014
  • 0

ბაბელითანამედროვეობაში უმნიშვნელოვანესია ენების ცოდნა. რაც მეტი ენა იცი მით მეტი პრიორიტეტი გაქვს და მარტო ენების ცოდნით შეიძლება კარგი სამსახურიც იშოვო. ჩნდება კითხვა: როგორ ვისწავლო?

მრავალი გზა არსებობს ისწავლო ესა თუ ის ენა, მაგრამ მე მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც მე უკვე გამოვცადე. ეს არის საიტი: babbel.com

რას გვასწავლის?

babbel.com-ზე შეგვიძლია ვისწავლოთ ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური, ესპანური,  თურქული შვედური, დანიური, ინდონეზიური, ნორვეგიული, პოლონური. საიტი გვაძლევს საშუალებას ვიმეცადინოთ როგორც გამოთქმაში (speaking), ისე გრამატიკაში (grammer), წერაში (writing)  და მოსმენაში (listening). სწავლება აწყობილია ევროპულ სტანდარტებზე და პროგრამა გაძლევს სერტიფიკატსაც, რომელიც შეიძლება გამოიყენო კიდეც.

როგორ ვისწავლო?

იმისათვის რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე ენა ისწავლო საჭიროა ასევე ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მაინც იცოდე. აქ შეგიძლია ერთი ენის გამოყენებით ისწავლო მეორე ენა

სრულყოფილი ცოდნა საჭიროა?

ამჟამად ვსწავლობე გერმანულ ენას ინგლისური ენის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენა ძალიან ცუდად ვიცი, საკმაოდ ადვილად ვახერხებ ინგლისური ენის დახმარებით გერმანულის შესწავლას და სრულიადაც არ მიგვრძვნია სირთულე. (როგორც ამბობენ გერმანული ძალიან რთულია)

როგორ დავიწყო სწავლა?

მარტივად შედიხართ საიტზე babbel.com, I speak-ში ირჩევთ ენას რომელიც იცით (მცირედით მაინც), I want to learn – ირჩევთ ენას, რომლის სწავლაც გადაწყვიტეთ და start learning now. ვუთითებთ დონეს დამწყები (begginer) ან რაღაც დონეზე მცოდნე (advanced).

უფასოა?

სამწუხაროდ უფასო არაფერია, თუმცა იმდენად იაფია, რომ შეიძლება ვთქვათ რომ უფასოა. პირველი გაკვეთილი მართლაც უაფსოა და შეგიძიათ ცადოთ. რაც შეეხება გადასახადს გააჩნია რა პერიოდს აირჩევთ. (რაც მეტ დროს აირჩევთ წვდომას, მით იაფი გამოდის). მაგალითად, 3 თვე ღირს 26 დოლარი, მაშინ როცა მასწავლებელთან რომ იაროთ შეიძლება სამი გაკვეთილი დაგიჯდეთ უფრო მეტი.

შეგვიძლია გავიიაფოთ.  რამდენიმე მეგობრის შეთანხმების შემთხვევაში ხარჯი გაიყოფა და ერთი რეგისტრაციით შესაძლოა განუსაზღვრელი რაოდენობის ადამიანმა ისარგებლოს ერთი და იგივე ენაზე.  ასევე საიტი ხშირად საჩუქრად იძლევა უფასო კურსებს და ფასდაკლებებს, რომლითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ.

მოხერხებულობა

საიტი ძალიან მარტივია და თქვენგან მოითხოვს მხოლოდ ინტერნეტით აღჭურვილ კომპიუტერს მიკროფონით და დინამიკით. (შესაძლებელია მიკროფონისა და დინამიკების გარეშე, მაგრამ არ იქნება სრულყოფილი).

შეგვიძლია ვიმუშაოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი დროით.

რაც მთავარია, შეგვიძლია ჩვენს ტელეფონშიც (android, iphone, ipad) ჩავტვირთოთ პროგრამა, ჩამოვტვირთოთ გაკვეთილები და ინტერნეტ-წვდომის გარეშეც შევძლოთ მეცადინეობა.

გისურვებთ წარმატებას!

წინა «
შემდეგი »