როგორ ვიყოთ გამორჩეულები სახლის წვეულებებსა და მიღებებზე?

  • An'na
  • იანვარი 12, 2018

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან გინდოდეთ, იყოთ ყველაზე მაგარი გოგო წვეულებაზე, ალბათ ხვდებით, რომ არსებობს შანსები იმისა, რომ  ეს ასე არ მოხდეს. ამის მიზეზი კი ის იქნება, რომ თქვენ უკვე კონცენტრირებული ხართ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. იმაზე ნერვიულობის მაგივრად, თუ როგორ შემოგხედავენ სხვები, ჯობია წახვიდეთ იქ იმ განზრახვით, რომ იმხიარულო. თუ იქნებით მეგობრული, საინტერესო და თქვენი საუკეთესოს ძიებაში, მაშინ საუკეთესო შთაბეჭდილებას დატოვებთ.

1. გამოეყავით ბრბოს

1. კითხეთ მასპინძელს თუ სჭირდება დახმარება.

ჰკითხეთ თუ შეგიძლიათ, რომ რამე მიიტანოთ წვეულებაზე და მისი პასუხის შესაბამისად მოიქეცით. თუ გახდებით ის პერსონა რომელსაც კარგი და ორიგინალური რაღაცეები მიაქვს წვეულებაზე, მაშინ შემდეგში სტუმრებს გაუხარდებათ, რომ დაპატიჟებულ სტუმართა სიაში ხართ.

  • თუ წვეულება შეიცავს საჭმელს, მაშინ მიიტანეთ ისეთი გემრიელობა, რომელიც ყველას მოეწონება და გაუჩნდება სურვილი, რომ ყოველ შემდეგ წვეულებაზე მიიტანოთ ის.

2. დადექით ოთახის ცენტრში.

თავიდანვე, როცა წვეულებაზე მიხვალთ, გაიცანით ახალი მეგობრები და გაიკვლიე გზა ცენტრში დგომისკენ. ცენტრში დგომა გამოგაჩენთ ისეთს, თითქოს თქვენ ხართ ყურადღების ცენტრი.

  • თუ წვეულებაზე მიხვედი მარტო და არ იცნობ არავის, იარე ცენტრისკენ და ნახე თუ შეგიძლია ვინმესთან საუბრის დაწყება ან უკვე დაწყებულში ჩართვა.

3. უნდა იცოდეთ როგორ დაიწყოთ საუბარი.

პირდაპირ მიმდინარე საუბარში ჩართვა მოსაუბრე ხალხისთვის იქნება ცოტა გაუგებარი და შეიძლება შიშის მომგვრელიც კი. ამისათვის არსებობს რამოდენიმე მეთოდი:

  • მიდი ახლოს მოსაუბრეებთან, მოუსმინე ერთი-ორი წუთი და შედი რაიმე თემით საუბარში, როცა იქნება საჭირო. ჩაეჭერი მხოლოდ მაშინ, თუ რამე საინტერესო გაქვს სათქმელი. თუ არაფერი იცი თემასთან დაკავშირებით შეგიძლია იკითხო კიდევაც თემასთან დაკავშირებით.
  • გააცანი შენი თავი ხალხს. შენ თუ ამას იზავ საუბრის დროს, გააცანი შენი თავი სწრაფად და შემდეგ ისევ გადაიტანე ყურადღება ისევ თემაზე. “გამარჯობა, მე ჯეინი ვარ, მოდი ისევ თემას დავუბრუნდეთ”.
  • ხალხში დაელაპარაკე ჯერ მხოლოდ ერთ ადამიანს. თუ შეამჩნევ, რომ შენთან ახლოს დგას ადამიანი, რომელიც არაა ჩაბმული, მიდი გაეცანი და ელაპარაკე მანამდე, სანამ ხალხის ყურადღებას არ მიიქცევ.

4. მიხვდით, როდის მიგიღებენ

წვეულებაზე მნიშვნელოვანია წაიკითხო ადამიანები, როცა საუბრის დაწყება გინდა. თუ ცდილობ, რომ შეუერთდეთ ჯგუფურ საუბარს, შესაძლოა, რომ ცდის დროს ხალხმა არ მიგიღოთ.

  • ადამიანები, რომლებიც არ მიგიღებენ უბრალოდ მოგესალმებიან, გააგრძელებენ საუბარს და არ გაათავისუფლებენ ადგილს. თუ ისინი ასე იზამენ გადაინაცვლე სხვა ჯგუფთან ან ადამიანთან. მათ შეიძლება ჰქონდეთ პირადული საუბარი და არაკომფორტულად იგრძნონ თავი ახალ ადამიანთან ამის გასაზიარებლად.
  • სხვა შემთხვევაა, როცა ჯგუფი მიგიღებს, მაგრამ აქტიურად არ გთვლიან საუბარში. ისინი დაგითმობენ ადგილს და გაგიღიმებენ. ამ შემთხვევაში თქვენი ძალისხმევით უნდა ჩაებათ საუბარში.

5. ჩაიცვით ისე, რომ იყო ყველასგან განსხვავებული.

თუ გნებავთ, რომ ხალხმა შეგამჩნიოთ უნდა ჩაიცვათ ისე, რომ იყო შესამჩნევი. ეს ნიშნავს, რომ გამოაჩინოთ მხრები სადღესასწაულო წვეულებაზე, სადაც უმეტესობას აცვია სვიტერები, ან ჩაიცვით ფერადი კაბა, მაშინ როცა ყველას აცვია შავი.

  • ჩაიცვით ისე, რომ იყო გამორჩეული, მაგრამ არა ისე რომ არ იყო კომფორტულად. აღმოაჩინო ახალი სტილი არის კარგი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია იყო ის ვინც ხარ.

6. გაიღიმეთ, მაგრამ არა ბევრი.

წვეულებაზე რა თქმა უნდა გინდა გამოიყურებოდე მეგობრული, მაგრამ სულ ღიმილი გამოგაჩენს არაგულწრფელს. შეინარჩუნეთ სახეზე უმნიშვნელო ღიმილი, მაგრამ მისალმებისას ფართოდ გაიღიმეთ.

  • მისალმებისას გაღიმება ხალხს აგრძნობინებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან, თითქოს ისინი არიან თქვენი ღიმილის მიზეზი.

7. მიუახლოვდით ადამიანებს.

შემთხვევით ვინმეს მხარზე შეხება საუბრისას მათ აგრძნობინებს თავს განსაკუთრებულად და უბიძგებს მათ თქვენს უფრო მოწონებაში და გაშინაურებაში. სხვებს თქვენგან უფრო მეტი ყურადღება მოუნდებათ, როცა დაინახავენ თუ როგორ ეხებით მას.

  • თუ არ შეგიძლია ადამიანს შეეხო, მაშინ შეგიძლია გამოტოვო ეს ნაბიჯი. მნიშვნელოვანია მართალი დარჩე შენს თავთან.
  • მიაქციეთ ყურადღება, იმას ვისაც ხელით ეხებით. ზოგ ადამიანს ეს შეიძლება არ მოეწონოს. თუ მიხვდები, რომ ის  თავს არა კომფორტულად გრძნობს აღარ გაიმეორო ეს.

8. მიაქციეთ ყურადღება პოზას.

კარგ პოზაში იგულისხმება სწორი წელი, გამართული მხრები, მკერდი წინ გამოწეული, მუცელი შეწეული, ფეხი წინ გადადგმული და მუხლები ნეიტრალურ პოზიციაში.

  •  კარგი პოზა თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. უბრალოდ დარწმუნდით, რომ არ გადააჭარბეთ, თორემ სხვაგვარად გამოჩნდებით სნობად.

9. გქონდეთ გახსნილი, პოზიტიური სხეულის ენა.

არ გადააჯვარედინოთ ხელები და არ დაიჭირო ჭიქა სახის პირდაპირ. თუ გიჭირავთ სასმელი დაიჭირეთ ის თქვენს რომელიმე მხარეს, ეს გამოკვეთავს თქვენს მაჯებს და გულმკერდს. აჩვენეთ ხალხს, რომ ხართ გახსნილი და სანდო.

  • როცა ელაპარაკები ხალხს გამოიყენე პოზიტიური სხეულის ენა: გაიღიმეთ, ნიკაპი დაწიეთ დაბლა, დადექით როგორც უმნიშვნელო ანგელოზი და ათამაშეთ წარბები ლაპარაკისას.
  • უარყავით ისეთი სხეულის ენა, როგორიცაა მოხრა, გადაჯვარედინებული ხელები, წარბების შეჭმუხნა ან ტუჩების დაჭიმვა. ასევე თმაზე ბევრი თამაშისას იფიქრებენ თითქოს ნერვიულობთ და ისინიც თავს არაკომფორტულად იგრძნობენ.

10. გავრცელდით.

არ გაჩერდეთ ერთ ადგილას დიდი ხანი. მიუხედავად იმისა თუ რამდენად ჩაებით საუბარში, მიზნად დაისახე, რომ ყოველ 10-15 წუთში შეიცვალო ადგილი.  ასე გაიცნობთ ახალ ხალხს.

 

2. იყავით სასიამოვნო

1. არ იყოთ ყალბი.

არ მიატოვოთ წვეულება ბოლო წუთებამდე, რა თქმა უნდა სანამ საჭირო არ იქნება, ასევე გაითვალისწინეთ რომ დაუმშვიდობებლად და მადლობის გადახდის გარეშე წვეულების დატოვება ჩაგეთვლებათ უპასუხისმგებლობაში.

2. აგრძნობინეთ ხალხს თავი კარგად.

გქონდეთ ჯანსაღი, მეგობრული და პატარა, თბილი ღიმილი სახეზე, რაც გარშემომყოფებს თავს კარგად აგრძნობინებს. როცა თქვენ თავს გრძნობთ კარგად ხალხი თქვენს გარშემო კომფორტულად იქნება.

  • წააქეზეთ ხალხი ილაპარაკონ თავის თავზე, კითხვების დასმითა და გულმოდგინეთ სმენით.
  • იპოვნეთ მსგავსებები თქვენ ორს შორის, ეს წინაპირობა იქნება ჯანსაღი ურთიერთობის დასამყარებლად. იყავით ფრთხილად, რომ თავი არ მოაჩვენოთ მასზე მეტად – მაგალითად თუ სკოლაში ერთი ტესტი გქონდათ, ილაპარაკეთ მის სირთულეზე, მაგრამ არ ახსენო მიღებული მაღალი ქულა.
  • თუ გნებავთ, რომ ელაპარაკოთ თქვენს ქრეშს ან ვინმე ახალს, უბრალოდ მიესალმე და უთხარი, რომ გზაზე დაინახე და უბრალოდ გამარჯობის თქმა გინდოდა. თუ ისინი მიხვდებიან, რომ შენ სადღაც მიდიხარ თავს არ დაივალდებულებენ შენთან ლაპარაკით და იქნებიან უფრო გახსნილები.

3. იყავით შეთავსებადი.

თქვენმა ახლო მეგობრებმა იციან თქვენი ყველა მხარე, მაგრამ უცნობებმა არა, ამიტომ აუციებლად უნდა წახვიდეთ წვეულებაზე, სადაც დაგპატიჟებენ.

4. იყავით აქტიური მსმენელი.

როცა ადამიანი ლაპარაკოს არ შეაწყვეტინო. მოსმენისას, დაუქნიე თავი და უპასუხეთ მოკლედ (“დიახ” ან “საინტერესოა”), ეს აჩვენებს, რომ უსმენთ. როდესაც მორჩებიან გაიმეორეთ აზრი და დაუსვი კითხვები.

  • როცა სხვა ლაპარაკობს იფიქრეთ რას ეტყვი შემდეგ. მიუხედავად ამისა, მაინც ფოკუსირდით ადამიანზე რომელიც გელაპარაკებათ.

5. კითხეთ ხალხს თავის ფიქრებზე და აზრებზე.

ადამიანის აზრების მოსმენა ადვილად ააგებს თქვენს შორის კავშირს.

  • თუ ვინმე ისეთ რამეს იტყვის რასაც არ ეთანხმებით არ მიაყენოთ შეურაცხყოფა და არ იკამათოთ. მიუხედავად ამისა, მაინც უთხარი, რომ შენ ასე არასდროს გიფიქრია და სთხოვე დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.

6. იკითხეთ რჩევა.

ითხოვოთ სხვისი გამოცდილების თქვენთვის გაზიარება, ეს მათ მიმართ პატივის ცემას გამოხატავს და ზრდის თქვენს მიმართ ნდობას. თუ იცით, რომ ვინმე გამოცდილია იმაში, რაც შენ გაინტერესებს სთხოვე მას რჩევა.

  • უბრალოდ დარწმუნდით, რომ კითხვები არის გულწრფელი. ისე არ უნდა გამოჩნდეს ისე, თითქოს უბრალოდ საუბრის დაწყება გნებავთ.
  • არ ჰკითხო ექიმს თქვენს ავადმყოფობაზე თუ ნახავ მას წვეულებაზე. ისინი არ არიან წვეულებაზე სამუშაოდ მოსული. შენ უბრალოდ შეგიძლია კითხო, როგორ უმკლავდება მძიმე პაციენტებს.

7. თქვით გულწრფელი კომპლიმენტები.

თუ მოგწონთ ვინმეს კაბა ან ვარცხნილობა. უთხარი! უბრალოდ დარწმუნდი, რომ გულწრფელია ის კომპლიმენტი, რომელსაც ამბობთ.

8. იყავით შენი თავის საუკეთესო ვერსია.

თუ უხერხულად ხარ წვეულებების დროს ამ შემთხვევაში მხოლოდ, იმიტომ უნდა მოიქცე კარგად, რომ სხვამ არ იგრძნოს თავი უხერხულად. ისე არ მოიქცეთ თითქოს ვინმე სხვას ბაძავთ, ისე მოიქეცით, როგორც საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

3. იყავით საინტერესო

1. იყავით პოზიტიური.

თუ იქნებით საწყალი არის შანსები ,რომ ხალხს არ მოუნდეს თქვენთან საუბარი. ეცადე იყო პოზიტიური და მეგობრული, განსაკუთრებით მასთან, ვისაც არ იცნობთ კარგად.

  • არ იწუწუნოთ ბევრი და არ იჭორაოთ არავიზე.

2. მოყევით რამდენიმე კარგი ისტორია.

აირჩიე რომელიმე ისტორია, რომელიც იცი რომ ხალხს გააოცებს და წინასწარ გაიხსენეთ დეტალები, რომ დეტალების გახსენებისას მსმენელებმა არ მოიწყინონ.

  • ექსპერტები გვირჩევენ, რომ გვქონდეს მინიმუმ სამი ისტორია, რათა მსმენელებმა ყოველი შეხვედრისას ერთი და იმავე ისტორია არ მოისმინონ ხოლმე.

3. იყავით პირდაპირი.

როდესაც ლაპარაკობთ იფიქრეთ იმაზეც, რომ ადამიანებს მობეზრდებათ ერთ თემაზე ბევრი ლაპარაკი, ამიტომ ეცადეთ ყველა ისტორია შეამოკლოთ.

4. უნდა გამოიყურებოდე საუკეთესოდ

1. გქონდეს კარგი ჰიგიენა.

დაიბანეთ თავი და ტანი, გაიხეხეთ კბილები, დაიჭერი და გაილამაზე ფრჩხილები და შეისხურეთ დეოდორანტი.

  • გამოიყენეთ გამათეთრებელი კბილის პასტა. ადამიანები მოგაშტერდებიან, როდესაც გაიღიმებ.

2. გაიკეთეთ მაკიაჟი.

არაა საჭირო გაიკეთოთ მაკიაჟი რომ გალამაზდე, მაგრამ სახალისო იქნება უბრალოდ შეცვალო შენი ძირითადი გარეგნობა. თუ არ გინდა მოგივიდეს ზედმეტი უბრალოდ გამოიყენეთ კრემი და ტუჩსაცხი.

  • თუ გინდა ჩრდილები თვალებთან და მუქი წითელი ტუჩსაცხი დარწმუნდი, რომ შენი მაკიაჟი შეესაბამება შენს ჩაცმულობას.

3. ჩაიცვით ის, რაც უხდება თქვენს ტანს.

ის თუ რომელი ტანსაცმელი უხდება თქვენს ტანს დამოკიდებულია თქვენი ტანის ტიპზე – მაგალითად თუ ტანის ზედა ნაწილი უფრო მოკლე გაქვთ ვიდრე ქვედა ჩაიცვით მოკლე ტოპი, რომ დააბალანსოთ თქვენი სხეული.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.