• მთავარი
  • >
  • მოდა
  • >
  • როგორ ვიყოთ მოდურები ბევრი ფულის დახარჯვის გარეშე?

როგორ ვიყოთ მოდურები ბევრი ფულის დახარჯვის გარეშე?

  • An'na
  • იანვარი 7, 2018

მოდაიაფიან მაღაზიებში სიარული შეიძლება ნამდვილ ხელოვნებად გარდაიქმნას. თუ ერთხელ დაეუფლებით ამ ხელოვნებას, შეძლებთ გარდერობი გაავსოთ საყვარელი და ხელმისაწვდომი ტანსაცმლით, რომელიც თქვენ უნიკალურ პიროვნულობას და სტილს გამოხატავს. უამრავი გზა არსებობს ბიუჯეტის ფარგლებში საშოპინგოდ, თუმცა რამდენიმე ექსპერიმენტი დაგჭირდებათ, რომ თქვენთვის შესაფერისი გზა აირჩიოთ იაფიანი ტანსაცმლის საყიდლად.

იშოპინგეთ ფასდაკლების დროს. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა იყიდოთ ბრენდული და აქტუალური ტანსაცმელი მისაღებ ფასად. ასეთ მაღაზიებს ძირითადად იმ სეზონის ტანსაცმელი აქვთ და დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობენ მომხმარებელს. მათი კოლექცია ახლდება ძალიან მალე, ამიტომ ყოველ ორ კვირაში შეამოწმეთ რათა არ გამოგეპაროთ ფასდაკლებები.

  • ინტერნეტით შეამოწმეთ მაღაზიების საიტები და გაიგეთ სად აქვთ ფასდაკლება.
  • ბევრი მაღაზია იმ ტანსაცმელს, რომელსაც ვერ გაყიდის მწარმოებელს უბრუნებს, თუმცა ზოგიერთს ეს შეთანხმება არ აქვს და მათ მთლიანი საქონელი უნდა გაყიდონ, ამიტომ ძალიან დიდ ფასდაკლებას აკეთებენ ხოლმე.

ესტუმრეთ მეორადების მაღაზიას. ამით უამრავ ფულს დაზოგავთ, თან თქვენი ტანსაცმელი ნამდვილად გამორჩეული იქნება. მეორადებში ტანსაცმლის ყიდვა გლამურული ნამდვილად არ არის-მაღაზია შეიძლება არც ისე სუფთა იყოს. მაგრამ თუ დროს გამოყოფთ კარგი ტანსაცმლის შესაძენად, იქ შეიძლება სასწაული იპოვნოთ.

  • ეს მაღაზიები ბევრად იაფია. მართალია, ნაკლები არჩევანია, მაგრამ რასაც იყიდით ხელმისაწვდომი და უნიკალური იქნება.
  • ასეთი შოპინგით თქვენ გარდერობში რამდენიმე ერას მოაქცევთ. კარგი სტილი საუკუნოა, ასე რომ ვინტაჟური ტანსაცმლით გარდერობს გაამდიდრებთ.

ესტუმრეთ აუთლეთ მაღაზიებს. ასეთ მაღაზიებში ხშირადაა ფასდაკლებული ტანსაცმელი წინა სეზონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმელი უკვე ჩამოფასებულია, მათ მაინც აქვთ ხოლმე ფასდაკლება.

  • შოპინგმა ჩათრევა იცის და დარწმუნდით, რომ საკუთარ თავს შეაჩერებთ.
  • ზოგიერთი „შეთავაზება“ არც ისეთი დიდებულია. არ ენდოთ მაღაზიებს. ზედა შეიძლება მხოლოდ 4 ლარით იყოს ფასდაკლებული, მიუხედავად რეკლამისა.

შეიარეთ თქვენ საყვარელ მაღაზიებში, ან თუნდაც ისეთშიც, სადაც ჩვეულებრივ არ შეხვალთ. რაც უფრო მეტ მაღაზიაში ცდით ბედს, უფრო გაგიმართლებთ. ბევრ მაღაზიას დიდი ფასდაკლებები აქვს წელიწადში რამდენიმეჯერ, დღესასწაულებზე.

  • ნუ მოგერიდებათ ფულის დაზოგვა. თამამად ჩაუარეთ ძვირიან მაღაზიებს.

იყიდეთ იაფიანი ტანსაცმელი ინტერნეტით. ის საუკეთესო ადგილია სპეციფიკური ნივთის შესაძენად. უამრავ საიტს ცალკე ფასდაკლების კატეგორია აქვს, რაც საქმეს გაგიმარტივებთ. შეგიძლიათ თქვენთვის უცნობი საიტები აღმოაჩინოთ.

  • შეადარეთ ფასები. შედით სპეციალურ საიტებზე, როგორიცაა: mysimon.com, froogle.com და სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში შესადარებლად.
  • შეკვეთისას შეიძლება ზომა შეგეშალოთ. აუცილებელია რომ შეკვეთამდე კარგად გაზომოთ/შეისწავლოთ საკუთარი თავი.
  • უფასო შიფინგი! არ შეიძინოთ ტანსაცმელი რომელსაც ე.წ “ფრი შიფინგი” არ აქვს. ძალიან ხშირად ტრანსპორტირების თანხა ძალიან ბევრია.
  • დაცულობა. დარწმუნდით რომ საიტი უსაფრთხოა, სანამ მას პირად ინფორმაციას მიაწვდით. უმჯობესი იქნება თქვენთვის ნაცნობ საიტებს ეწვიოთ.

გაყიდეთ თქვენი ძველი ტანსაცმელი. თუ გაქვთ ცნობილი დიზაინერის ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლის გაყიდვაც შეიძლება, ასე ფულს იშოვით ახლის საყიდლად. ონლაინში არის მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ თქვენი ტანსაცმლის გაყიდვა ან გაცვლა სხვა მომხმარებელთან.

  • ტანსაცმლის გაყიდვა Ebay-ზე ან Craigslist- ზე გასათვალისწინებელი ვარიანტია.
  • ასევე საქართველოსთვის უფრო ხელმისაწვდომია ის ლოკალური ფეისბუქ ჯგუფები სადაც ერთმანეთის ტანსაცმელს ყიდულობენ ჯგუფის წევრები

ჩააბარეთ ტანსაცმელი საქველმოქმედო ცენტრებში. ქველმოქმედება ძალიან დიდი სიკეთეა და ამის გარდა, ასე ძველ ტანსაცმელსაც მოიშორებთ. ზოგიერთი მაღაზია ხშირად გადაცვლას გთავაზობთ ქველმოქმედების მიზნით.

განაახლეთ თქვენი ტანსაცმელი. თუ ნემსთან და ძაფთან-ან მითუმეტეს მაკრატელთან – მეგობრულად ხართ, მაშინ გადააკეთეთ თქვენი ძველი ტანსაცმელი. თუ გაქვთ შარვალი, რომელიც წელზე კარგად გაქვთ, მაგრამ დაგიმოკლდათ, გადაჭერით შორტებად! ინტერნეტში კი იმის სწავლაც კი შეგიძლიათ, როგორ გადააკეთოთ სვიტერი ჩანთად! ამიტომ Pinterest-ზე იპოვეთ კრეატიული ვიდეოები.

შესთავაზეთ მეგობრებს ტანსაცმლის გაცვლა. მრავალფეროვნებისთვის თქვენი გარდერობი მუდმივად უნდა განაახლოთ. გადააწყვეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცმევთ და გაცვალეთ ახალ ნივთებში.

დაუდგინეთ საკუთარ თავს ხარჯვის საზღვრები. ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი გინდათ. იყავით საკუთარ თავთან გულახდილი თქვენი ფინანსების შესახებ. ბიუჯეტის მიყოლით მხოლოდ აუცილებელ ნივთებს იყიდით. როდესაც გარდერობს შეავსებთ, შემდეგ ნახეთ თუ გაწვდებით იმ ფეხსაცმელს, რომელსაც უკვე დიდი ხანია უყურებთ.

  • როდესაც ონლაინ შოპინგს იყენებთ, გამოიყენეთ ფასის ფილტრი. თუ ძვირიან ნივთებს არც შეხედავთ, ბევრ ფულს არ დახარჯავთ.

იშოპინგეთ სეზონისთვის. ახალი სეზონის დაწყებამდე მაღაზიებში ფასდაკლებებია. დაალაგეთ გარდერობი და ჩამოწერეთ რა გჭირდებათ შემდეგი წლისთვის. შემდეგ გაითვალისწინეთ რა თანხა დაგჭირდებათ ყველაფრის საყიდლად.

ნუ აყვებით მოდას. ეს ძალიან ძვირიანი ჩვევაა. ის ძალიან სწრაფად იცვლება და მასზე მიყოლა ფინანსურად დაგაცარიელებს. როდესაც ამ ჩვევას დაივიწყებთ, თქვენ გარდერობს საჭირო ნივთებით შეავსებთ და ცოტა მოდურ ნივთსაც დაუმატებთ თანამედროვეობისთვის.

მოითმინეთ. თავიდან ეს ნელი პროცესია. სანამ აღმოაჩენთ რომელი მაღაზიები მოგწონთ, იფიქრებთ, რომ დროს ფლანგავთ. თუმცა, ფულის დაზოგვა ნამდვილად სასიამოვნო იქნება. ტანსაცმლის ყიდვა სასიცოცხლო საჭიროების არ არის, მაგრამ ისეთი რამის ჩაცმა, რაც გიხდებათ, გაგაბედნიერებთ და თავდაჯერებულობას აგიმაღლებთ.

გადაიხადეთ ნაღდი ფულით. როცა ბარათის ნაცვლად ნაღდი ფულით იხდით, მეტ-ნაკლებად აკონტროლებთ რამდენ ფულს დახარჯავთ.

მიბაძეთ მოდურ ტენდენციებს. შეიძლება ძვირადღირებული გემოვნება გქონდეთ ბევრი ფულის დახარჯვის გარეშე. შთაგონება ტანსაცმლისთვის შეგიძლიათ თქვენი ოცნების მაღაზიის ფანჯრებიდან ან გაზეთებიდან და ბლოგებიდან მიიღოთ. როდესაც რამე მოგეწონებათ, ეძებეთ ისეთივე ტანსაცმელი უფრო იაფიან მაღაზიებში.

შემატეთ თქვენს გარდერობს კლასიკა. კლასიკური ტანსაცმელი ისეთი რამაა, რაც მოდიდან არასდროს გადადის და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ასეთ ტანისამოსში მეტის დახარჯვა შეგიძლიათ, რადგან მას მრავალი წელი გამოიყენებთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.